თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ხვალ ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვალეთის, ნაქერალის, გუმბრის, ოძისის, ხივინის, შაქრიანის, რუისპირის, კაიშაურის, სამრეკლოს, ფშავის, ახალუბნის, გედევანიშვილის, რაზიკაშვილის და საინგილოს ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავარის, ავთანდილის და თინათინის ქუჩების […]
„ენკას“ გასვლით ჩვენ მოგვადგა ფინანსური და უდიდესი რეპუტაციული ზიანი – მაია მელიქიძე

საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანია ENKA Insaat-თან, რომელიც ნამოხვანის ჰესის პროექტს ახორციელებდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო. საქართველოსთვის დაკისრებული კომპენსაცია 383.2 მილიონი დოლარია, რაც მიმდინარე გაცვლითი კურსით 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს. არსებული მდგომარეობით ეს არის საქართველოს სამინისტროების უმეტესობის დაფინანსებაზე მეტი, მაგალითად 2025 წლისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება დაგეგმილია 947 მილიონ ლარზე, ხოლო ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 121 მილიონი ლარით […]
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მე-14 დღეა გრძელდება – კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მე-14 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის გამოც საავტომობილო გზა გადაიკეტა. მანამდე, საჯარო სექტორში დასაქმებული პირები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ და აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები საჯარო მოხელეების მსვლელობას ტაშით შეხვდნენ. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან […]
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – აქციების მე–14 დღე

ფოტო – მთავარი არხი რუსთაველის გამზირზე, მე-14 დღეა საქართველოს ათასობით მოქალაქე ივანიშვილის რუსულ რეჟიმს აპროტესტებს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია პარალელურად, პროტესტის ახალი კერებია როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში. საყოველთაო პროტესტს დღეს საჯარო მოხელეები შეუერთდნენ, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გამართეს. ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, აქციაზე მოქალაქეებს ნიღბის ტარება აუკრძალოს, მაშინ როცა, ადამიანები, სწორედ […]
გიორგი გაბუნია: ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს “მთავარი არხი”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა არხის დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან ტელეკომპანიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რასაც არხის ჟურნალისტები და წამყვანებიც ესწრებოდნენ. “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად თვითონაც ჩაერთოს “ქართული ოცნებისგან” წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს. ზაზა […]
„დღეს საზოგადოებაში, საპროტესტო აქციების პარალელურად, სიძულვილმა ზღვარს მიაღწია“ – საპატრიარქო

საქართველო ქრისტიანობისთვის მოწამეთა ქვეყანაა და გზა, რომელიც სიწმინდეების გათელვაზე გაივლის, დამღუპველია, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. „დღეს საზოგადოებაში, საპროტესტო აქციების პარალელურად, სიძულვილმა ზღვარს მიაღწია. არ ჩანს ორმხრივი დიალოგისა და დისკუსიის მზაობა, რაც სასურველი იქნებოდა. მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა. ამას გარდა, პარლამენტის წინ, […]
ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“ – გიორგი გაბუნია

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“ – ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით – აცხადებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე. გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის […]
გიორგი გაბუნია – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“ – სადამდეც შევძლებთ, ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით, – აღნიშნული განცხადება „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, თანამშრომლებთან ერთად გააკეთა. გიორგი გაბუნიას თქმით, ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით […]
ქართულის მცოდნე რუსს, ვინც იცის ბრძოლა წესების გარეშე, 2000 ლარს გადავუხდით – განცხადებები რუსულ ტელეგრამ ჯგუფებში

ტვ პირველის ცნობით, რუსულენოვან ტელეგრამ ჯგუფებში შორის ეძებენ ქართულ ენაზე მოლაპარაკე რუს სპორტსმენებ, სთავაზობენ დასაქმებას, მოთხოვნებია – რუსს უნდა შეეძლოს ქართულად ლაპარაკი და იყოს სპორტსმენი, ბრძოლა წესების გარეშე მოასპარეზე, ბოქსიორი ან კარგად ნავარჯიშები. ასეთ ადამიანებს დღეში 75 ათას რუბლს ანუ მინიმუმ 2000 ლარს პირდებიან, ფულს ხელზე გადაუხდიან. ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ვარაუდობენ, რომ ოცნებას […]
“მანამდე შესაძლოა მოკლულიც კი იყოს ვინმე” – იან კელი და დევიდ კრამერი ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართავენ

იან კელიმ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, და დევიდ კრამერმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ისინი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ იმოქმედოს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად და ოლიგარქი ივანიშვილი დაასანქციროს. განცხადების ტექსტის ქართულ ვერსიას მთავარი არხი აქვეყნებს: “საქართველო დგას ძალადობრივი ერთპარტიული რეჟიმის საფრთხის წინაშე. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა შეაჩეროს მისი სვლა. პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი […]