Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი არ მუშაობს

Facebook-სა და Instagram-ის მომხმარებლები საკუთარ გვერდებზე ვეღარ შედიან. Meta-ს პროდუქტები 11 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 22:07 საათზე, გლობალურად გაითიშა. გათიშვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში Meta ამას “ტექნიკურ პრობლემას” უწოდებს და აცხადებს, რომ მუშაობენ მის აღმოსაფხვრელად. “ჩვენ ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემის გამო ზოგიერთ მომხმარებლს ჩვენს აპლიკაციებზე წვდომა შეეზღუდათ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ყველაფერი […]
Facebook, Whatsapp და Instagram შეფერხებით მუშაობს

META-ს პლატფორმები – Facebook, Instagram და Whatsapp შეფერხებით მუშაობს. სოციალური ქსელებით სარგებლობა შეუძლებელია აპლიკაციებით, ასევე Desktop ვერსიებით. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
“თუ ეს მდგომარეობა დიდხანს შენარჩუნდება, ბევრი საქმიანობის პარალიზებას გამოიწვევს” – “ბიბლუსი ჯგუფი”

“ბიბლუს ჯგუფის” მიერ საახალწლო ფესტივალის გაუქმების მიზეზებზე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გაგნიძე, BMG-სთან საუბრობს. მისი თქმით, ფესტივალი, რომელიც დეკემბერში Expo Georgia-ში უნდა ჩატარებულიყო, მასშტაბური ხასიათისაა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და განწყობები კი ფესტივალის ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა. “იცით რა მდგომარეობაცაა ქალაქში, ეს ყველაფერი არა მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, არამედ ეკონომიკასა და განწყობებზეც აისახება. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ […]
2025 წელს კამბოჯის დედაქალაქში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნება

კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში ახალი საერთაშორისო აეროპორტი Techo Takhmao გაიხსნება. პროექტის ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარი იქნება. საჰაერო ტერმინალის გახსნა 2025 წლის შუა პერიოდშია დაგეგმილი. საჰაერო ნავსადგური მსოფლიოში სიდიდით მეცხრე გახდება და კომერციულ ფრენებს მოემსახურება. პარალელურად, იგეგმება ძველი საჰაერო ტერმინალის გამოყენებას სამთავრობო და სამხედრო მიზნებისთვის. ახალი საჰაერო კერა განთავსდება კანდალის პროვინციაში ყოფილ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, პნომპენის ცენტრალური ღირსშესანიშნაობიდან […]
გიორგი გაბუნია: ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს “მთავარი არხი”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა არხის დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან ტელეკომპანიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რასაც არხის ჟურნალისტები და წამყვანებიც ესწრებოდნენ. “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად თვითონაც ჩაერთოს “ქართული ოცნებისგან” წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს. ზაზა […]
სებ–ის ვიცე–პრეზიდენტი, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (KFTC) ეწვია. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციისა და კლირინგის ინსტიტუტის პრეზიდენტს იონგ სეოკ პარკს შეხვდა – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს. „მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და მიმოიხილეს არსებული პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს საგადახდო სისტემებსა და ცენტრალური ბანკის […]
აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსეთის მხრიდან “ორეშნიკით” მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებს

რუსეთმა უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს საშუალო სიშორის ექსპერიმენტალური ბალისტიკური რაკეტა “ორეშნიკი” უკრაინაზე იერიშისთვის. აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით ინფორმაციას სააგენტოები “ასოშიეიტიდ პრესი” და “როიტერსი” ავრცელებენ. ინფორმირებული წყაროები, “ორეშნიკის” გამოყენებას მიიჩნევენ უფრო მეტად დაშინების მცდელობად, რასაც არ შეუძლია გარდატეხის შეტანა ომის მსვლელობაში. “ეს, სავარაუდოდ, იქნება რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მოახდინოს ტერორიზება უკრაინისა, რომელიც წარუმატებლობას განიცდის”, – […]
საპროტესტო აქცია ბათუმშიც გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს სტუდენტები და ექიმები შეუერთდნენ. საპროტესტო აქციაზე, ბანერებია გამოფენილი, რომელზეც თბილისში აქციის დროს დაშავებული მოქალაქეების ფოტოებია დატანილი. შეკრებილები ძალადობას გმობენ და “რეჟიმის დასრულებას“ ითხოვენ.
მიხეილ სააკაშვილი – მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს ძალიან ღრმა კრიზისს – მძევლებს ოლიგარქი იყენებს სავაჭროდ – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ყველა დაკავებულს გამოუშვებს, მაგრამ ამით თავი არ უნდა გავასულელებინოთ

მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს ძალიან ღრმა კრიზისს , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ შეიძლება აქციების დროს დაკავებული ადამიანები გაათავისუფლოს, თუმცა თუ არაფერი შეიცვლება, მომავალში კიდევ უფრო ბევრს დაიჭერს. „მთლიანად ვეთანხმები ნიკა გვარამიას და სხვებსაც, რომ მხოლოდ ახალი არჩევნები განმუხტავს ძალიან […]
“ბრიქსის” ვალუტის შექმნაზე ინდოეთმა უარი თქვა

ინდოეთმა მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომელიც დოლარის ჩანაცვლების მიზნით, “ბრიქსის” საერთო ვალუტის შექმნას ითვალისწინებს. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ საკითხზე 9 ქვეყნისგან შემდგარ ეკონომიკურ ჯგუფს, რომელშიც ინდოეთთან ერთად, რუსეთი და ჩინეთიც ერთიანდებიან, ულტიმატუმი წაუყენა.