მარტინესი შემადგენლობას 3 დღეში იტყვის – საქართველოს მეტოქე პორტუგალია ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოემზადება

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ გვაუწყა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობას 21 მაისს დაასახელებს. აღნიშნული წყაროს ცნობით, ესპანელი სპეციალისტი Uefa-ს ახალი წესით ისარგებლებს და გერმანიაში 23-ის ნაცვლად 26 ფეხბურთელს წაიყვანს. პორტუგალიელები ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოემზადებიან და სამშობლოში 3 ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავენ. 4 ივნისს მარტინესის გაწვრთნილები ფინეთს, 8 ივნისს ხორვატიას, 11 ივნისს კი […]
საქართველოს ერთადერთი არჩევანი არის ევროპული გზა — იურიდიული ფაკულტეტის დეკანი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი გმობს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს და სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს. „საქართველოს ერთადერთი არჩევანი არის ევროპული გზა. ჩემი პირადი ისტორია რუსეთთან დაკაშირებულია რუსეთის ოკუპაციასთან. მე მაშინ სწორედ სტუდენტურ ასაკში ვიყავი, როდესაც საკუთარ სამშობლოში უსახლკაროდ და უსამშობლოდ დავრჩი. მინდა გამოვხატო ჩემი სიამაყე განსაკუთრებით ჩვენი ფაკულტეტის არაჩვეულებრივი სტუდენტების მიმართ, […]
უსირცხვილო კაცი. რა მიღწევა არ აქვს ბოროტებაში და ახლა მუსიკალურ-კომპოზიციური იდეის პლაგიატიც დაიმატა დანაშაულთა ჩამონათვალში – სვიმონ ჯანგულაშვილი სააკაშვილზე
უსირცხვილო კაცი. რა მიღწევა არ აქვს ბოროტებაში და ახლა მუსიკალურ-კომპოზიციური იდეის პლაგიატიც დაიმატა დანაშაულთა ჩამონათვალში – სვიმონ ჯანგულაშვილი სააკაშვილზე საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, სადაც სააკაშვილი საქართველოს ჰიმნის შექმნის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ჰიმნის ტექსტში სწორედ მან ჩაწერა სიტყვები: “თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას; დიდება თავისუფლებას, […]
ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, 50 ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ ავღანეთში

სულ ცოტა, 50 ადამიანი დაიღუპა ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის ახალი ტალღის შედეგად ცენტრალურ ავღანეთში, იტყობინება ოფიციალური წარმომადგენელი 18 მაისს. მავლავი აბდულ ჰაი ზაემმა, ცენტრალური ღორის პროვინციის საინფორმაციო უწყების ხელმძღვანელმა, Reuters-ს განუცხადა, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა წვიმის შედეგად, რომელიც წინა დღით დაიწყო და რომელმაც ბევრი საკვანძო გზა გადაკეტა ამ რაიონში. […]
CAS Space-ი 2028 წლიდან კოსმოსში ტურისტულ ფრენებს დაიწყებს

ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კომერციული კოსმოსური კომპანია CAS Space-ი 2028 წლიდან კოსმოსში ტურისტულ ფრენებს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საინტერესოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ერთი დღის დაგვიანებით გავრცელდა მას შემდეგ, რაც ამერიკელი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა კოსმოსში ტურისტული ფრენების განახლების შესახებ განაცხადა. CAS Space-ის განცხადებით, ხომალდს ტურისტებისთვის განკუთვნილი კაბინა ექნება, რომელიც ოთხი […]
“უკრაინას საკუთარი ცის დასაცავად აუცილებელი საჰაერო თავდაცვის საშუალებების რაოდენობის მხოლოდ მეოთხედი აქვს” – ზელენსკის განცხადება

„ახლა რუსეთს აქვს უპირატესობა ჰაერში. ეს ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს ქალაქებისა და ფრონტის ხაზის დაცვის მიმართულებით. რუსეთს ეს უპირატესობა რომ არ ჰქონდეს, გვჭირდება 120-130 თანამედროვე თვითმფრინავი, რათა დავიცვათ ჩვენი ცა 300 რუსული თვითმფრინავისგან.” აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა და და აღნიშნა, რომ კიევს 100-მდე თვითმფრინავი სჭირდება.
მარგუს ცაჰკნა – საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის „უცხოური აგენტების“ კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უცხოური აგენტების კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის. ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი და საქართველოს ევროკავშირის გზას დაუბრუნდნენ“, – წერს ცაჰკნა.
“უარგუმენტოდ ვეტოს დადებით, ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს” – ლევან ნიკოლეიშვილის განცხადება

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. “სალომე ზურაბიშვილი, ისე როგორც ხდება მავნებლებისა და უვიცების შემთხვევაში, ისე აჩვენებს ქართული კანონის აუცილებლობას, რომ თვითონ აზრზეც არ არის. უარგუმენტოდ(!) ვეტოს დადებით მან დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არა აქვს. მან ასევე უარი უთხრა ყველა კონსტრუქციულ ძალას ვისაც კი რაიმე სახის მოსაზრება ჰქონდა და ამით ისევ თავის უგუნურ რადიკალიზმს […]
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ სერიოზული

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ კვლავ მძიმეა, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა შაბათს 18 მაისს, მას შემდეგ რაც ცენტრალური ევროპის ლიდერზე 14 მაისს თავდასხმა განხორციელდა მისი მკვლელობის მცდელობით. პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ფიცოს გადაყვანა სლოვაკეთის დედაქალაქში, ბრატისლავაში – იმ პატარა ქალაქის საავადმყოფოდან, რომლის მახლობლადაც მას ხუთჯერ ახლო მანძილიდან ესროლეს – უახლოეს დღეებში არ […]
აშშ-მ Boeing-ის მიმართ ახალი გამოძიება დაიწყო

აშშ-ს ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) ამერიკულ ავიაკოსმოსურ კორპორაცია Boeing-ის მიმართ ახალი გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მისმა თანამშრომლებმა შესაძლოა გამოტოვეს Boeing 787 Dreamliner თვითმფრინავის ზოგიერთი შემოწმება და გააყალბეს ანგარიშები. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს. „ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ დაიწყო ახალი გამოძიება Boeing-ის მიმართ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის მწარმოებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, […]