უსიკმა ფიური დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ტიტულების გამაერთიანებელ ორთაბრძოლაში WBA, WBO, IBF და IBO-ს ვერსიით უკრაინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ალეკსანდრ უსიკმა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ბრიტანელი ჩემპიონი ტაისონ ფიური დაამარცხა. 12 რაუნდის შემდეგ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით (115-112; 113-114; 114-113) გამარჯვება უსიკს მიანიჭეს და ის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. ეს ბრძოლა 17 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უსიკის […]

ეკოაქტივისტებმა დროებით გადაკეტეს მიუნხენის აეროპორტის ასაფრენი ბილიკები

გერმანიაში, 18 მაისს, დილით ადრე, ორგანიზაცია “უკანასკნელი თაობის” ეკოაქტივისტებმა მიუნხენის აეროპორტის შიდა არეალში შეაღწიეს და თავი მიიწებეს ასაფრენ ბილიკზე. გარკვეული დროით, თვითმფრინავების მოძრაობა მთლიანად შეწყდა. გაუქმდა 60-ზე მეტი აფრენა და დაშვება, მაგრამ აეროპორტის ხელმძღვანელობამ მალევე შეძლო ვითარების ნორმალიზება და დილის შვიდ საათზე ჩრდილოეთის ასაფრენი ბილიკიდან პირველი თვითმფრინავი აფრინდა. პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, “უკანასკნელი თაობა” იტყობინება, რომ […]

სრებრენიცაში გენოციდის შესახებ რეზოლუციის საბოლოო ტექსტზე შეთანხმება მოხდა

გაეროში ბოსნია-ჰერცეგოვინის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოხდა სრებრენიცაში გენოციდის შესახებ რეზოლუციის საბოლოო ტექსტზე. ზლატკო ლაგუმჯიამ შეთანხმების შესახებ განაცხადა X-ის საშუალებით 17 მაისს და თქვა, რომ მონტენეგროს მიერ შეთავაზებული შესწორებები განიხილეს ბოლო დღეებში და რეზოლუციის ტექსტში ძირითადად ისინი გათვალისწინებულია. ლაგუმჯიას თანახმად, ბოლო შესწორებებმა „მიგვიყვანეს უფრო სრულყოფილ – ბოლომდე „დამუშავებულ“ ტექსტთან ორი შესწორებით, რომლებიც დოკუმენტის განუყოფელ […]

უოტსონი: ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ ვეტო

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უცხოური აგენტების კანონზე ვეტოს დადებით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ მსგავსი გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო.

7-კაცა | თასის მეოთხედფინალში ლიდერ ურუგვაისთან

საქართველოს 7-კაცამ გერმანიაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნით ეტაპზე, ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და თასის მეოთხედფინალში ითამაშებს. მიუნხენში პირველი თამაში მასპინძელ გერმანიასთან გვქონდა და დებიუტში გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით. ტაიმის შუაში რომან მახათაძემ ჩვენს ნახევარზე გაჭრა ხაზი, ლელომდე 60-70 მეტრი ირბინა და ბოჭვის მიუხედავად ალამთან ცალი ხელით ლელოც დაამიწა, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი […]

სპეცოპერაცია “არა რუსულ კანონს” დასრულებულად არის გამოცხადებული

“სპეცოპერაცია “არარუსულკანონს”, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნატა ფერაძის ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებით და ნაცების მესამე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ “გამჭვირვალობის კანონზე” ვეტოს დაჩქარებული წესით დადებით (დავადევიო) – დასრულებულად არის გამოცხადებული,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. ქართველიშვილის თქმით, ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო საკუთარი პატრონების ფარისევლური წუხილი ერთის მხრივ იმით იყო განპირობებული, […]

ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის

საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს და ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის შუა დერეფნის გლობალური პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქტორია. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა ისიც, რომ ზოგადად ქვეყნები ცდილობენ ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას ჩინეთთან და საქართველო, მიუხედავად ამ თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობისა, მაინც […]

გაეროს სააგენტოს განცხადებით, 800 ათასი ადამიანი “გახდა იძულებული გაქცეულიყო” რაფაჰიდან ისრაელის ოპერაციის დაწყების შემდეგ

18 მაისს, გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 800 ათასი ადამიანი “გახდა იძულებული გაქცეულიყო” ღაზის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰიდან მას შემდეგ, რაც იქ ისრაელმა სამხედრო ოპერაციები დაიწყო. “რაფაჰის მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 800 ათასი ადამიანი გზაშია, რადგან იძულებული იყვნენ გაქცეულიყვნენ მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ამ არეალში სამხედრო ოპერაციები დაიწყეს 6 მაისს”, – […]

ზურაბიშვილი: ხელისუფლება ევროპულ მომავალს გვართმევს

ხელისუფლება ევროპულ მომავალს გვართმევს. მეორე მხარეს არ უნდა ინერვიულოს. მოსახლეობა რევოლუციას არ ქმნის, ხელისუფლება არ უნდა დაემხოს. ეს მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება. ეს სწორედ ისაა რაც არ მესმის ევროკავშირის მესიჯის შესახებ. როგორ შეიძლება ვისაუბროთ დიალოგის დაწყებაზე, თუ მთავრობა ცხადად არ იტყვის უარს მტრულ რიტორიკაზე? პირველი მოთხოვნა უნდა იყოს საბოლოოდ შეწყვიტოს ჩვენთვის დესტაბილიზაციის აგენტების წოდება. ბალტიის […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება. შეკრების ერთი ლოკაცია ევროპის მოედანი იქნება, სადაც ლოზუნგით – „ხელი ჩავჭიდოთ გამარჯვებისთვის”, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. აქცია-პერფორმანსი 16:00 საათზე დაიწყება. „არ ვშინდებით, არ ვიღლებით – ვიბრძვით. გელოდებით აქცია-პერფორმანსზე, ჩვენი მომავლის დასაცავად! ჩვენ ერთად დგომით გავიმარჯვებთ!”- აღნიშნავენ ორგანიზატორები. კანონის მოწინააღმდეგეების ნაწილი, 17:00 საათზე, ვაჟა […]