18-19 მაისის ღამით უკრაინამ 37 უპილოტო თვითმფრინავის შეტევა მოიგერია

ხერსონის რაიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, აცხადებს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი. მისი თქმით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ხერსონსა და რეგიონის ათზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. არის ნგრევა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის თავზე 37 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს – უკრაინული მხარის გამცხადებით, რუსეთი მათ ამჯერად […]
“არ დაძლიოთ ვეტო” – აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი საქართველოს პარლამენტს

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ედრიენ უოტსონი, საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს, გამოიჩინონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მსგავსი გამბედაობა და არ დაძლიონ მისი ვეტო. ედრიენ უოტსონი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “X”-ზე წერს. “სასიხარულოა იმის ყურება, როგორ დაიცვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და ვეტო დაადო უცხოური აგენტების შესახებ კანონს. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოავლინონ ასეთივე გამბედაობა და არ […]
პარლამენტში ხვალ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს “საგადასახო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის შეფასებით, ოფშორებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. პრეზიდენტი “მიუღებელს” და […]
როგორ მოიგო ლაშა ბექაურმა ოლიმპიადა – ტოკიოს გახსენება პარიზის წინ [VIDEO]

მოგეხსენებათ, XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. ტურნირზე, ტრადიციულად, ბევრ ქართულ მედალს ველით. 26 ივლისამდე საკმაოდ დიდი დროა, ივნისში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი გველის. მანამდე გავიხსენოთ პირველი ოქროს მედალი, რომელიც გასულ, 2020 წლის ოლიმპიადაზე (ისე, მოგეხსენებათ, ტურნირი 2021 წელს გაიმართა) მოვიპოვეთ და ის ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90) შეძლო. საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა, რომელიც 34 სპორტსმენისგან […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის დამარცხების წინაპირობად მიიჩნევს ბენი განცის მოთხოვნების შესრულებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ პასუხობს ისრაელის ომის კაბინეტის წევრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბენი განცის მოთხოვნებს და ამბობს, რომ მათი შესრულება ომის დასრულებას და ისრაელის დამარცხებას ნიშნავს. ასევე, „მძევლების მიტოვებას, „ჰამასის“ დატოვებას ხელისუფლებაში და პალესტინის სახელმწიფოს შექმნას“. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ განცის პრიორიტეტი ეროვნული ინტერესებია და არა მთავრობის დამხობა, მან უნდა […]
“ვესტ ჰემი” ოცნების ასრულებაში უნდა დაგვეხმაროს” – მიკელ არტეტა

დღეს, 19 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტური გაიმართება და ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჟურნალისტებთან “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ჰემის” დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დევიდ მოიესის გუნდის იმედი აქვს. “ძალიან აღელვებული ვარ, დარწმუნებული ვარ, “ემირეითსზე” შეკრებილი 60 000 ადამიანი დღეს “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ჰემის” მატჩს უყურებს. ვესაუბრე თუ არა მოიესს? […]
მედია – გერმანიის თავდაცვის მინისტრი მთავრობას უკრაინისთვის დამატებით 3.8 მილიარდ ევროს სთხოვს

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ფედერალურ მთავრობას მიმდინარე ფინანსურ წელს უკრაინის დასახმარებლად დამატებით 3.8 მილიარდი ევრო სთხოვა. Bild-ის ცნობით, წელს ბერლინმა კიევს 7.1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია. თანხა გამოიყენებოდა სამხედრო საქონლის საფასურის დასაფარად, რომელსაც უკრაინა ყიდულობდა. გარდა ამისა, თანხა გამოიყენება იარაღის ხელახალი შეკვეთის დასაფინანსებლად, რომელიც ბუნდესვერმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა. Bild- წერს, რომ ახლა, როცა უკრაინას […]
უკრაინამ 8 ოლქში რუსების ყველა დრონი ჩამოაგდო

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 37 დრონით შეუტიეს, უკრაიელებმა 37-ვე დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონები კიევის, ოდესის, ნიკოლაევის, სუმის, ვინიცას, ჟიტომირის, ჩერკასისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი – მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო

მიხარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს “უცხოელი აგენტების” კანონზე ვეტოს დადების გზით, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი, ედრიენ უოტსონი სოციალურ ქსელში წეეს. „მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო“, – აცხადებს ედრიენ უოტსონი.
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს სულთმოფენობას ულოცავს. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მილოცვაშია აღნიშნული. „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა […]