“ახლა მხოლოდ საქართველოს ბედი არ დევს სასწორზე” – ზურაბიშვილმა მაკრონი თბილისში დაპატიჟა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს საქართველოში ეპატიჟება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს და მოუწოდებს მას, რომ დაეხმაროს კავკასიას რუსული გავლენისგან გათავისუფლებაში. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა La Tribune წერს. “ემანუელ მაკრონი პრაქტიკულად ჩემი არჩევის შემდეგ, 2018 წელს დამპირდა, რომ ჩამოვიდოდა. მნიშვნელოვანია, რომ მან ის საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჩამოვიდეს. მე მივწერე მას, რომ ველოდები […]

პრეზიდენტი ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტს უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლს ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს

პრეზიდენტი ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტს უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლს ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი […]

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“ – მამუკა მდინარაძე

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“ – მამუკა მდინარაძე ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანი […]

ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სტუდენტები აქცია-პერფორმანსს – „ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“ მართავენ

თბილისში, ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია-პერფორმანსს მოწოდებით – „ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“ მართავენ. აქციის მონაწილეებს ევროპის მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ შეკრული. მანიფესტანტებს თან მოტანილი აქვთ, ევროკავშირის და საქართველოს დროშები. ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა. “პირველები სტუდენტები ვიყავით, რომლებმაც პროტესტის ახალ ფორმას მივმართეთ. ასევე, სტუდენტები ვაპირებთ, რომ პროტესტის ტალღა […]

პრეზიდენტის ვეტოს ერთადერთი შენიშვნით, რუსულმა კანონმა მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით უბრუნებს – კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს. პარლამენტისთვის გადაცემულ შენიშვნების დოკუმენტში სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი “ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას” და ამასთანავე აღნიშნავს, რომ იგი 2023 წლის მარტში გაწვეული კანონის იდენტურია, რომელთა შორის სხვაობაც მხოლოდ სახელწოდებებშია. დოკუმენტში […]

რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამის შესახებ BBC პრემიერის მოადგილეზე, რობერტ კალინაკზე დაყრდნობით წერს. კალინაკმა ასევე განმარტა, რომ ფიცოს კვლავ სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, თუმცა „იმ საფრთხემ, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა, გადაიარა, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის“. თავდასხმის შემდეგ, 59 წლის ფიცოს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლი გაუხსნეს, ის […]

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

აბუ-დაბის ტატამებზე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ასპარეზობის პირველ დღეს მედლების მოსაპოვებლად 60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან. საქართველოდან ჩემპიონობისთვის საბრძოლველად წარდგენილმა გიორგი სარდალაშვილმა ჩინელი კვან ჯინ ჩე და ტაივანელი ჩონ იუ ლინი დაამარცხა და პულის ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი ჰყავდა. ამ უკანასკნელ სარდალაშვილთან შეხვედრამდე ნიდერლანდელი თორნიკე ჭკადუა ჰყავდა, მას თავის მხრივ, კი […]

სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ორი ადამიანი

სენაკში, გორის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – მოკლულია 25 წლის ახალგაზრდა, დაჭრილია დაპირისპირებაში ჩართული კიდევ ორი პირი. აქედან ერთ-ერთი მოკლულის ძმაა. მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობამდე იყო ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და “წარსული კონფლიქტის გამო საქმის გარჩევა”, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მათი ცნობით, დაპირისპირებაში ჩართულებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. როგორც მეზობლები განმარტავენ, დაჭრილები ქუთაისის […]

,,მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც მსოფლიოზე გავლენა აქვს“ – ლაშხი გლობალური ომის პარტიაზე

ქართული ოცნების დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტზე, The News Agents-ზე ისაუბრა, რომლის წამყვანებიც ჟურნალისტები ემილი მეიტლისი, ჯონ სოპელი და ლუის გუდალი არიან. პოდკასტის ეპიზოდი რუსულ კანონს და საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხება. ლაშხმა გუდალთან ინტერვიუში გლობალური ომის პარტია მასონებს შეადარა, რომლებსაც “მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ”, მაგრამ თქვა, რომ არ იცის ამ ჯგუფის წევრები პიროვნულად […]

პოლიციამ სენაკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა რომ, სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ, 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის […]