ზურაბიშვილი EU-ზე: გვჭირდება ცხადი გზავნილი და არ უნდა იყოს მოწოდებები კომპრომისზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემასთან, Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რაც მას თბილისში მიმდინარე მოვლენების პარალელურად აქვს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროკავშირის გზავნილებში მკაფიო იყოს მოსახლეობის მხარდაჭერა, რომელიც იბრძვის ევროპული მომავლისთვის და ამავდროულად, კრიტიკული გზავნილები, რომელიც ხელისუფლებისკენ არის მიმართული უნდა იყოს უფრო ცხადი. ამავდროულად, ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლს მიშელის რიტორიკა, […]

ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი გადაჰყავდა, ჩამოვარდა

ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი გადაჰყვდა, ჩამოვარდა. რაისი აზერბაიჯანიდან ირანში ბრუნდებოდა, როცა მის ვერტმფრენს ქალაქ ჯოლფაში პრობლემა შეექმნა. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის კოლონაში აღნიშნული ვერტმფრენის გარდა ორი სხვა ვერტმფრენიც შედიოდა, რომლებმაც დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მიაღწიეს. პრეზიდენტთან ერთად ვერტმფრენში საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ანტურაჟის ნაწილი შტაბ-ბინას უსაფრთხოდ […]

“დავაი” რა მართლა, საკუთარ გატაცებებთან და ესთეტიკასთან ყოფნისას თქვენ რომ უნდა გებოდიშოთ” – ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე: რა მაგის პასუხია და “ვინც ახლა ჩიტებს და ყვავილებს პოსტავს, მათი ბრალია, ჩვენ რომ ჩეჩმაში ვართ”… რომ აიტაცებთ ხოლმე ვიღაცის “გენიალურ მიგნებას”, დავაი რა მართლა. საკუთარ გატაცებებთან და ესთეტიკასთან ყოფნისას თქვენ რომ უნდა გებოდიშოთ და სპეციალური კომენტარის თანხლებით დავდო, “აი ახლა რა დროს ესაა, მაგრამ… მომიტევეთ, შემიწყალეთ”… თან მაინცდამაინც ყვავილებს და ჩიტებს […]

“მაკრონს მივწერე, რომ 26 მაისს თბილისში ველოდები” – ზურაბიშვილი La Tribune Dimanche-თან

“ემანუელ მაკრონს მივწერე, რომ 26 მაისს თბილისში ველოდები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა. “ემანუელ მაკრონი პრაქტიკულად ჩემი არჩევის შემდეგ, 2018 წელს დამპირდა, რომ ჩამოვიდოდა [საქართველოში]. მან ეს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა გააკეთოს… მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ მე ველოდები მას [თბილისში] საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. […]

ხარკოვის ხელისუფლების ცნობით, დაბომბვის შემდეგ არიან დაღუპულები და დაჭრილები

ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა, 15 – დაშავდა რუსეთის მიერ ხარკოვის რაიონის მალოდანილოვსკის თემის დაბომბვის შემდეგ, 19 მაისს. ამის შესახებ განაცხადა ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ სინეგუბოვმა. მისი თქმით, დაშავებულთა შორის არის სასწრაფო დახმარების მედდა. თემის უფროსის, ოლექსანდრ გოლოლობოვის ცნობით, დარტყმა იმ ადგილზე განხორციელდა, სადაც ხალხი ისვენებდა. ყველა დაშავებული, მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეა. თავის […]

უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ – ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო

უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ – ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე დონორ ორგანიზაციებში და უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. მისი თქმით, უცხოური გრანტით ერთმა პირმა საკუთარი ქორწილი დააფინანსა, ხოლო მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო. […]

ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?

ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული? ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ […]

პრეზიდენტის ვეტო სამართლებრივი ნონსენსია – გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს სამართლებრივ ნონსენსად აფასებს. ჟურნალისტებთან საუბარში მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ იურისტებს დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ მსჯელობა, რამდენად არის კონსტიტუციური პრეზიდენტის მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე დადებული ვეტო. „ეს სამართლებრივი ნონსენსია. დიდი ხნის განმავლობაში იქნება მსჯელობა იურისტებში, რამდენად არის კონსტიტუციური. რა თქმა უნდა, ეს ვეტო […]

სალომემ პენალტი გაიტანა საკუთარ კარში

იმპიჩმინტირებულმა, მაგრამ კოლექტიური ნაცმოძრაობის, მიერ პრეზიდენტობა შენარჩუნებულმა სალომემ, დღეს კიდევ ერთი პენალტი გაიტანა საკუთარ კარში!- ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონზე” სალომე ზურაბიშვილის ვეტოს. ექსპერტის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალის შემუშავებული ლოზუნგი-სტიგმა “არა რუსულ კანონს” გუბაზასა და ელისაშვილივით სრული სიყალბეა და მხოლოდ კეზერაშვილისნაირებისათვის ფულის გამოძალვას ისახავს მიზნად! “იმპიჩმინტირებულმა, […]

ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არ აქვს

სალომე ზურაბიშვილი, ისე როგორც ხდება მავნებლებისა და უვიცების შემთხვევაში, ისე აჩვენებს ქართული კანონის აუცილებლობას, რომ თვითონ აზრზეც არ არის. უარგუმენტოდ(!) ვეტოს დადებით მან დაამტკიცა, რომ კანონს ხარვეზიც კი არა აქვს, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით. მისი თქმით, ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით თავის უგუნურ რადიკალიზმს გაუსვა ხაზი. “სალომე ზურაბიშვილი, […]