შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია – ის, რაც მისაღებია ევროკავშირისთვის, რატომღაც ჩვენთვის არ უნდა იყოს – უსაფრთხო გარემო რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა უცხოური გავლენის გამჭვირვალობა

ჩვენს გარშემო პროცესებს ხედავთ, ფაქტობრივად ცეცხლის რკალშია საქართველო და იმისთვის, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემო შევინარჩუნოთ, საჭიროა, ნებისმიერი უცხოური გავლენა ქართველი ხალხისთვის გამჭვირვალე იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ფაქტები უცხოური გავლენის შეზღუდვის საჭიროებას აჩვენებს. „სხვა დროსაც მითქვამს, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი [უცხოელი] პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოთხოვნებს წამოგვიყენებენ – მეგობარი, რომელიც შენ ოჯახში შემოდის და თავის გემოვნებით ავეჯის გადადგმას იწყებს, ეს უკვე მეგობარი აღარაა

ადამიანები, ვინც ჩვენ გვთხოვდნენ, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები რუსეთისთვის, გაგვეშვა მოხალისეები და არ გვთავაზობდა უსაფრთხოების გარანტიას (თვითონ რომ ნატო-ს ქოლგის ქვეშ არიან), გვწირავდნენ ეკონომიკური კოლაფსისთვის და დიდი ალბათობით, ომისთვის, ესაა რეალობა – მეგობარი, რომელიც შენ ოჯახში შემოდის და თავის გემოვნებით ავეჯის გადადგმას იწყებს, ეს უკვე მეგობარი აღარაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს პარტნიორებზე […]
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 417.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 35.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 417.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 35.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მათივე ცნობით, აეროპორტებმა მიიღო 697.5 ათასი მგზავრი (36.5 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 719.8 ათასი მგზავრი (34.0 პროცენტით მეტი). „2024 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 112.9 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ […]
რა გავლენა ექნება კანონსა და სანქციებს საქართველოზე? – გიგა ბედინეიშვილის მოსაზრება

რუსული კანონის მიღების ფონზე, 15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად დაეცა. პარალელურად, გაუფასურდა ლარიც – ჯამში, დოლართან 8 თეთრით, ხოლო ევროსთან – 11 თეთრით. ბოლო, 17 მაისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა მცირედით, 0.1 თეთრით გამყარდა – თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ბანკი […]
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის

სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა, სამწუხაროდ, ჯანსაღი დისკუსიისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. როგორც ირაკლი […]
პრემიერი – ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს – ეს პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებაზე

ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს, რაც ბუნებრივია, პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და უმუშევრობის შემცირებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, “საქსტატის” მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს კარგი დინამიკა აქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით. „დღეს გამოქვეყნდა დასაქმების მონაცემები “საქსტატის” მიერ. ძალიან კარგი მაჩვენებლები […]
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი აეროპორტის აშენება ვაზიანის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას გამოწვევებს არ შეუქმნის. როგორც უწყებამ „ინტერპრესნიუსის“ მიერ გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, შესწავლის შედეგად, არ გამოკვეთილა ვაზიანის ტერიტორიაზე სასწავლო პოლიგონის ფუნქციონირების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლებების ხელისშემშლელი გარემოება. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი შესაბამისი კომპეტენტური ჯგუფების მონაწილეობით, შიდაუწყებრივ დონეზე იქნა შესწავლილი. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პირველი […]
პრემიერი – გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, ჩარტერული და რეგულარული ფრენების სუბსიდირება მოხდება – მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ფრენის ბილეთებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, დაინიშნება ჩარტერული რეისებიც. პრემიერის თქმით, ორი გზის ბილეთის ღირებულება 390 ევრო იქნება და მისი შეძენა 3 ათას გულშემატკივარს შეეძლება. „18, 22, 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, […]
რუსთაველის გამზირზე 24 აპრილს დაკავებულების ადვოკატი – როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტებოდა

მკვდარი კანონები გააცოცხლეს. მე კონსტიტუციით ვხელმძღვანელობ, სადაც წერია, რომ ყველას აქვს მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება. როდესაც აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია, გზა ხელოვნურად ვერ გადაიკეტებოდა, – ამის შესახებ 24 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა და გზის გადაკეტვა ხელოვნურად ვერ მოხდებოდა და მიაჩნია, რომ […]
მთავრობა ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებს პრემიას 3 მილიონ ლარამდე უზრდის

საქართველოს მთავრობამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრების პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაზარდა. ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. “როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის – 850 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 […]