ინოვაცია ქართულ აგრარულ სექტორში-თანამედროვე მექანიზებული, ჯიპიეს სისტემით მართვადი ჩამრგველი ტექნიკა, რომლითაც გაშენდა 100ჰა-მდე ზეთისხილის ბაღები კახეთში, დედოფლისწყაროში

ინოვაცია ქართულ აგრარულ სექტორში-თანამედროვე მექანიზებული, ჯიპიეს სისტემით მართვადი ჩამრგველი ტექნიკა, რომლითაც გაშენდა 100ჰა-მდე ზეთისხილის ბაღები კახეთში, დედოფლისწყაროში

„ბოლო ზარი აქციაზე“ – დღეს “გამჭვირვალობის შესახებ” მოწინააღმდეგეთა მორიგი პერფორმანსი დაანონსდა

„ბოლო ზარი აქციაზე“ – ამ სახელწოდებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქცია დღეს, 18:00 საათზეა დაანონსებული. აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროდან პარლამენტის მიმართულებით „ახალგაზრდების მარშს“ გამართავენ. “ერთად აღვნიშნოთ ბოლო ზარი აქციაზე თეთრი პერანგებით. წამოვიღოთ ფერად-ფერადი მარკერები და ბუშტები. ვეპატიჟებით, რა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ნებისმიერ მსურველს”, – წერენ აქციის ორგანიზატორები. რაც შეეხება […]

კონგრესმენი უილსონი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დასაწესებლად კანონპროექტს წარადგენს

აშშ-ს ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ “X”-ზე წერს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეჩერდეს რუსული კანონი და გადარჩეს საქართველოს სუვერენიტეტი. კომისია ამ განცხადებას თან ურთავს გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარი იმაზეა, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი სანქციების შემუშავებაზე მუშაობს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის რუსული ყაიდის კანონის მიღების გამო. უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. “რუსეთისგან შთაგონებულმა კანონმა […]

რამდენი მგზავრი გადაიყვანა საქართველოს რკინიგზამ I კვარტალში

2024 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 465 900 მგზავრი, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 128.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 6.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 462 100 მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი […]

ადგილობრივი ექსპორტი 18.3%-ით შემცირდა – უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1.763 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 805.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, 2024 წლის იანვარ-აპრილში ათი […]

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის პრემია 850 000 ლარიდან 3 მლნ-მდე გაიზრდება – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებული პრემია საფეხბურთო ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ მან დღეს, 20 მაისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა […]

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ, – ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა. „პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ“, – განაცხადა წყარომ Reuters-თან, რომელმაც, საკითხის სენსიტიურობის გამო, ანომიმურობის დაცვა ითხოვა. ამასთან, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, “ვერტმფრენის ყველა მგზავრი, მათ შორის ირანის […]

ირაკლი კობახიძე – აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების – ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, მათ სურთ საქართველოს უკრაინიზაცია, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ

აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების. მათ სურთ უკრაინის ბედი გაიზიაროს საქართველომ, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, რაც არის წინსვლის და განვითარების აუცილებელი პირობა. „აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების. პირდაპირ […]

პრემიერი – ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა

ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა ვერ გარისკა, – ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძის თქმით, ახალგაზრდებისადმი შეთავაზება ძალაში რჩება და იმედი აქვს, რომ “ერთი ჯგუფი მაინც დააღწევს თავს ბულინგს და საჯარო დისკუსიაში […]

ბექა ლილუაშვილი – პრეზიდენტმა არ დატოვა სივრცე კანონის გაკეთილშობილებისთვის, რადგან ეს შეუძლებელია მოხდეს – კობახიძემ რაც არ უნდა იკეკლუცოს და სცადოს პრეზიდენტს გადაუზიაროს პასუხისმგებლობა, ვერ მოახერხებს

პრეზიდენტმა რომ არ დატოვა სივრცე კანონის გაკეთილშობილებისთვის, რაც კანონის მიზნებიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელია რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს „ქართული ოცნებისთვის” შეიძლება იყოს პროპაგანდის გაჩაღების საფუძველი, მაგრამ ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ ადამიანები აღარ ექცევიან, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ რაც არ უნდა “იკეკლუცოს” ეთერების საშუალებით […]