წერეთლის ცნობილი ე.წ. მეორადების ადგილას სასტუმრო, ბიზნეს ცენტრი და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

თბილისში, წერეთლის გამზირზე ცნობილი ე.წ. მეორადების ტერიტორიაზე შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. მრავალჯერ შეცვლილი პროექტის გრგ დედაქალაქის მთავრობასთან უკვე შეთანხმებულია. არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, 14 708 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსდება 3 მრავალსართულიანი კორპუსი. პროექტის რენდერების მიხედვით, პირველი 25 სართულიანი შენობა საცხოვრებელი იქნება, მეორე 26 სართულიანი – ბიზნეს ცენტრი, ხოლო მესამე 21 […]

“ან გამოხატოს მადლიერება დე ლაურენტისისადმი, ან საუდის არაბეთში წავიდეს” – იტალიელი საფეხბურთო აგენტის რჩევა კვარაცხელიას

“ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ახალ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით ვერ უთანხმდება. იტალიური პრესის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია და შეთანხმების მიღწევას სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულში შეეცდებიან. საფეხბურთო აგენტმა ვინჩენცო მორაბიტომ Radio Marte-სთან ინტერვიუში ქართველი გააკრიტიკა და ურჩია, რომ დე ლაურენტისის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდეს. “მაქვს თუ არა რაიმე ინფორმაცია “კვარას” კონტრაქტის თაობაზე? იმედი მაქვს შეთავაზებას დათანხმდება და ახალი პროექტის […]

ანდრეი ერმაკი – უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის ჯერ მზად არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინა ჯერ არ არის მზად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის იარაღის დეფიციტის გამო და იმის გამო, რომ ქვეყანა ნატო-ში გასაწევრიანებლად არ მიუწვევიათ და უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები არ არსებობს. ამის შესახებ ერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. კერძოდ, კითხვაზე, არის თუ არა უკრაინა მზად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის, მან უპასუხა, რომ ჯერ არა. […]

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Korean Air-მა Asiana Airlines-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა

სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air Lines-მა დაასრულა კონკურენტი Asiana Airlines-ის საკონტროლო წილის 1 მილიარდ დოლარად შეძენის გარიგება, რომელიც დაანონსდა ჯერ კიდევ 2020 წელს. Korean Air-მა განაცხადა, რომ მან გადაიხადა ჯამურად 1,5 ტრილიონი სამხრეთ კორეული ვონი (1,05 მილიარდი დოლარი) Asiana-ს 63,88%-იანი წილისთვის. Asiana 16 იანვარს გამართავს აქციონერთა საგანგებო კრებას, რათა დირექტორთა საბჭოში დანიშნოს Korean Air-ის წარდგენილი […]

„გააღეთ, თორემ კარს შემოვამტვრევთ“ — აქტივისტის დედა იხსენებს ჩხრეკას

აქტივისტ ანა კვანჭილაშვილის დედა, მარინა კვანჭილაშვილი-ბასილაშვილი იხსენებს, როგორ ჩაატარა პოლიციამ ჩხრეკა მის სახლში, როცა იქ მისი შვილებიც იმყოფებოდნენ. მან ამის შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ვარ საავადმყოფო ფურცელზე, ტყუპები ჩემთან არიან. ჩემთან არიან იმიტომ, რომ ანუკი აქციაზეა. ანუკი ღამე ჩვენთან დარჩა და მიამბო, რომ ვერაზე, ეზოში საეჭვო ტიპი შენიშნა და არ მოეწონა. […]

ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება

ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე, რაზეც ამჟამად მხოლოდ 1 000 ლარიანი ჯარიმაა. ასევე, შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან – 15 000 ლარამდე. გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება. კერძოდ, […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს ვიზების შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზების გაცემას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის […]

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ძლიერი თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

WSJ – დონალდ ტრამპმა საფრანგეთის და უკრაინის ლიდერებს განუცხადა, რომ სურს, ევროპულმა ჯარებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გააკონტროლონ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგისთვის თავიანთი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განათავსონ, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის წყაროების თქმით, ეს ინიციატივა 7 დეკემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას გახდა ცნობილი. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპმა ზელენსკის და მაკრონს განუცხადა, […]