ანდრეი ერმაკი – რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის ჯერ მზად არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ჯერ არ არის მზად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის იარაღის დეფიციტის გამო და იმის გამო, რომ ქვეყანა ნატო-ში გასაწევრიანებლად არ მიუწვევიათ და უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები არ არსებობს.
ამის შესახებ ერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კერძოდ, კითხვაზე, არის თუ არა უკრაინა მზად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის, მან უპასუხა, რომ ჯერ არა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინა ძლიერი უნდა იყოს და შემდეგ შეძლებს რუსეთის ფედერაციასთან თანაბარ პირობებში საუბარს.
„დღეს ჯერ კიდევ არ ვართ მზად. გვაკლია იარაღი, გვაკლია ის სტატუსი, რაზეც ვსაუბრობთ, საუბარია ნატო-ში მიწვევაზე და მკაფიო გარანტიების გაგებაზე, რაც დაგვარწმუნებს, რომ პუტინი არ დაბრუნდება ორ-სამ წელიწადში“, – აღნიშნა ერმაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ