ოცნების წევრი მშობლებს მოუწოდებს, დაასმინონ მასწავლებლები, რომლებიც რუსულ კანონზე საუბრობენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების წევრი და ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი მშობლებს მოუწოდებს, დაასმინონ მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში რუსულ კანონზე ლაპარაკობენ. მგალობლიშვილი აცხადებს, რომ მიუღებელია, სკოლის მოსწავლეებს რუსულ კანონზე ელაპარაკო, ასეთ მასწავლებლებს კი დასჯით ემუქრება. “მე მინდა, ვთხოვო მშობლებს, როდესაც ბავშვები მოვლენ სახლებში და გეტყვიან, რომ მათი მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკონ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე […]
Politico: კონგრესში ოცნების დეპუტატების სანქცირების კანონპროექტს დღეს წარადგენენ

აშშ-ს კონგრესში ინიცირებული იქნება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონს მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტის დრაფტი, რომელსაც Politico გაეცნო, მმართველ პარტიას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება “მზარდად და სამწუხაროდ დაკავებულია რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკის შეთანხმებით”. ამავდროულად, […]
რა ვიცით პრეზიდენტ რაისის დაღუპვის შესახებ და რა იქნება შემდეგ

20 მაისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვიცეპრეზიდენტი მოჰამად მოხბერი გახდება. მოხბერიმ პარლამენტის სპიკერთან და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელთან ერთად 50 დღის ვადაში საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს. წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირანულ მედიას განუცხადა, რომ შემთხვევის ადგილი სრულად დამწვარია და ვერტმფრენის მგზავრებს […]
შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

დღეს, 20 მაისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცემენ პრეზიდენტის ვეტოს (მოტივირებულ შენიშვნებს) „აგენტების შესახებ“ კანონის შესახებ. „ტექნიკურად, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი არის ეს პროექტი [პრეზიდენტის ვეტო]“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ კომიტეტში განხილვის შემდეგ, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის მომავალი კვირის განმავლობაში გაიტანენ. პაპუაშვილმა წინასწარ განაცხადა, […]
თინა ბოკუჩავა – დარწმუნებული ვარ, იმ შემაძრწუნებელი მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ივანიშვილმა შექმნა, ეუთო/ოდირი საქართველოში უპრეცედენტოდ დიდ მისიას გამოგზავნის

ეუთო/ოდირმა უნდა შეისწავლოს არსებული სიტუაცია და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით დააკვირდება არჩევნებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთო/ოდირის საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანია რომ მისია გამოიგზავნოს ადრეულ ეტაპზე იმისთვის, რომ დააკვირდნენ წინასაარჩევნო პროცესს და უზრუნველყოს ის, რომ არჩევნებმა ქართველი […]
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანში, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები პირების გარდაცვალების გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის გარდა, კიდევ 7 პირი იმყოფებოდა: […]
შალვა პაპუაშვილი – რანაირი სტანდარტია, როცა ევროკავშირი კანდიდატ ქვეყანაში ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს? რატომ არ აკეთებენ არაფერს ამ ქვეყნების საელჩოები, რომ ეს ფული გამჭვირვალე იყოს?

გერმანიაში ლობისტების რეესტრი არსებობს და უფრო მეტ ინფორმაციასაც ასაჯაროებს, ვიდრე ჩვენი კანონით არის მოთხოვნილი. საფრანგეთს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოაქვს და მათ შორის მიყურადების შესაძლებლობასაც კი იძლევიან გარკვეულ შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ესეც აჩვენებს, რომ ზოგიერთი ასე უყურებს სამყაროს, რომ […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დასრულდა. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ და „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ დამაარსებელმა, პროფესორმა მერაბ მიქელაშვილმა გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საგაზაფხულო სესიაში, რომელიც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და თბილისის ცამეტი საჯარო და კერძო სკოლების […]
პაპუაშვილი დეპუტატ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმრავლესობის დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ენჯეო“-„ნაციონალური მოძრაობის“ სიმბიოზი, ფაშისტური განწყობების სიმბიოზად იქცა და სოციალურ ქსელში თუ ისე, ფაშისტური მეთოდებით ადამიანების წალეკვას, ჩარეცხვას, გარიყვას ცდილობს“. „ჩვენი სოციალური ქსელის „ტროიკა“ მოსამართლეების […]
პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის ვეტოს მომდევნო სასესიო კვირაში დაძლევენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტოს შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევენ. მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში უკვე შესულია – დღეს ის ბიუროს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც განსახილველად გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მომდევნო კვირაში კი პლენარულ სხდომაზე მას დაძლევენ. ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა კანონზე ვეტოს დადებით ჩაკეტა […]