სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა – “ჩელსის” ნახევარმცველმა მოედნის ცენტრიდან გაიტანა [VIDEO]

პრემიერლიგის ბოლო ტურში “ჩელსიმ” “ბორნმუთი” 2:1 დაამარცხა. “არისტოკრატების” რიგებში მოიზეს კაისედომ ახალი გუნდის რიგებში პირველი გოლი გაიტანა. “ბრაიტონიდან” “ჩელსიში” 115 მილიონ ევროდ გადაბარგებულმა ჩამშლელმა შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა. ეკვადორელმა გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. 48-ე წუთზე სტერლინგმა მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ერთ წუთში კი ბადიაშილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა. […]

ვის შეიძლება დაუწესოს სანქციები აშშ-მ საქართველოში – POLITICO-მ კანონპროექტის ვერსია მოიპოვა

POLITICO-მ მოიპოვა კანონპროექტის ვერსია, რომლის წარდგენასაც აშშ-ის კონგრესში კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ აპირებს და რომელიც სანქციებს ითვალისწინებს. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტით, სანქციები პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, სამართალდამცავ ორგანოებზეც გავრცელდება. გამოცემის თანახმად, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება რუსეთთან შეთანხმების პოლიტიკას ეწევა. POLITICO წერს, რომ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში “უცხოელი […]

გიორგი ვაშაძე – პრეზიდენტი სწორად მოიქცა – კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია

პრეზიდენტი სწორად მოიქცა. ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადებას. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მთელი მისი შინაარსით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არის რუსული და მისი 11-ვე მუხლი არის კოპირებული რუსეთში მიღებული კანონიდან. “პრეზიდენტი სწორად […]

თინა ბოკუჩავა – პრეზიდენტისგან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორია, რადგან „რუსული კანონი“ შელამაზებას არ ექვემდებარება – თუ რაიმე გონივრულის გაკეთება შეუძლია ივანიშვილის პარტიას, არის ის, რომ ვეტო არ გადალახოს

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური, ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ “რუსული კანონი” გაკეთილშობილებას, შელამაზებას და შესაბამისად, მოდიფიკაციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ეს პოლიტიკურად ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი იყო. “პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური, ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, […]

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი აირჩიეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის გარდაცვალების შემდეგ, მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი აირჩიეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ალი ბაგერი კანი ხელმძღვანელობდა ირანის დელეგაციებს, რომლებიც, არაპირდაპირი მოლაპარაკებების გზით, შეერთებულ შტატებთან ბირთვულ და პატიმრების გაცვლის საკითხებზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთად იმ 9 ადამიანს შორის იყო, რომელიც ირანის […]

აპრილში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა – რომელ ჯგუფებზე შეიცვალა ფასების ინდექსი?

2024 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.9%-იანი მატება. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: · სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 19.7%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.13 პროცენტული პუნქტით აისახა. […]

ქართველ ხალხს დასცინის, რომ ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ – შალვა პაპუაშვილი

კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით განაცხადა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. „ეს არის საზოგადოების დაცინვა. ქალბატონმა სალომემ ყველა მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ აჩვენოს ერთი რამ: ის თავს არ მიიჩნევს ამ ქვეყნის მოქალაქედ, […]

2024 წლის 4 თვეში საქართველოში $28 მლნ-ის საფრენი და კოსმოსური აპარატები შემოვიდა – 80% კატარიდან

2024 წლის 4 თვეში საქართველოში 27 718 740 აშშ დოლარის საფრენი აპარატები, კოსმოსური აპარატები და მათი ნაწილები შემოვიდა. იმპორტის 80% კატარიდან განხორციელდა, რამაც თანხობრივად 22 012 850 აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა ყაზახეთი, საიდანაც 3 700 000 აშშ დოლარის საფრენი აპარატები შემოვიდა. ხუთეულში ასევე არიან აშშ, იტალია და ლატვია, თუმცა იმპორტი ამ ქვეყნებიდან ნახევარ მილიონს […]

ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანში, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები პირების გარდაცვალების გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის გარდა, კიდევ 7 პირი იმყოფებოდა: […]

პაპუაშვილი “გლობალური ომის პარტიაზე” ლაშხის განცხადებას “პირობით შედარებას” უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “გლობალური ომის პარტიაზე” ქართული ოცნების დეპუტატის მარიამ ლაშხის განცხადებას “პირობით შედარებას” უწოდებს. “რაც შეეხება ტერმინოლოგიურ საკითხებს თუ ასე ვთქვათ, მითითებებს, მე მგონი, თუკი არ ავყვებით ამ ფაშისტურ კამპანიას და საღი აზრით შევხედავთ, რაზე იყო ის საუბარი – ეს იყო საუბარი, ასე ვთქვათ პირობითი შედარება, იცით რომ კითხვა შეეხებოდა გლობალური ომის პარტიას, […]