ლევან დავითაშვილი – სანქციების შესახებ კონგრესის გარკვეული წევრების ინიციატივა ალბათ, არ იქნება მიღებული – ეს არ არის ის ფორმა, რითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ

გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მე ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა [კონკრეტული მაღალჩინოსნების სანქცირებასთან დაკავშირებით], ალბათ, არ იქნება მიღებული,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. საქართველოს ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომელი ფორმითაც პარტნიორები ერთმანეთთან […]
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო – სიტყვიერი დაპირისპირება მარიამ ლაშხის განცხადების კონტექსტში, მასონების ხსენებას მოჰყვა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, ხმაური იყო. კერძოდ, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატ ხატია დეკანოიძესა და კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძეს შორის. კვიჟინაძემ დეკანოიძეს საუბარი მაშინ შეაწყვეტინა, როდესაც მან მასონების თაობაზე დეპუტატ მარიამ ლაშხის განცხადება ახსენა. კვიჟინაძემ ოპოზიციონერ კოლეგას მოუწოდა, განსახილველ საკითხზე ისაუბროს და კონკრეტული კითხვა დასვას. „ეს განვიხილოთ? თქვენი […]
ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მოჰამად მოხბერი დაინიშნა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების დროებით ხელმძღვანელად ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი დაამტკიცა. „მოხბერი მართავს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ვალდებულია, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს ხელმძღვანელებთან ერთად, მაქსიმუმ 50 დღის ვადაში ახალი პრეზიდენტის არჩევა მოაგვაროს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ. ამასთან, მან ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. „ვაცხადებ ხუთდღიან სახალხო გლოვას […]
თეა წულუკიანი ჟურნალისტებს – გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ, ვეტოს გადალახვას

გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ, ვეტოს გადალახვას, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების კითხვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. კულტურის მინისტრს მედიამ კითხვა დაუსვა, შეუძლია თუ არა დაასახელოს ის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაცხადებით, ამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონს მოსახლეობის 60% უჭერს მხარს. წულუკიანმა აღნიშნული […]
ანა ნაცვლიშვილი – აღარ არის საუბარი ერთ მავნე კანონზე – აქ საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება რეპრესიული პოლიტიკით ცდილობს ქვეყანა გადააქციოს სახელმწიფოდ, რომელიც თავიდან ბოლომდე მოემსახურება კრემლის ინტერესებს

ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ვამხელთ “რუსულ კანონს” და ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების ამ გეგმას, არის მოცემულობა, როდესაც კანონი [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] ძალაში ჯერ არც შესულა, მაგრამ ხელისუფლება უკვე მიყვება ამ კანონის სულისკვეთებას, მიზნებს და ამოცანებს, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან […]
აშშ-ში „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე კანონპროექტი მზადაა და კონგრესს შეიძლება დღეს წარედგინოს – POLITICO

POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ-ში „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე კანონპროექტი მზადაა და აშშ-ს კონგრესს გადაეგზავნება განსახილველად. კანონი შეეხება იმ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში რუსული სტილის ე.წ „უცხო აგენტების“ კანონის მიღებაზე და მათ შეიძლება დაემუქროთ აქტივების გაყინვა და სავიზო აკრძალვა. კანონპროექტის კონგრესში წარდგენა დღეს შეიძლება მოხდეს. POLITICO წერს, რომ თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ს და სხვა […]
ზუგდიდი-მესტიის გზაზე მანქანა მდინარეში გადავარდა – დაიღუპა 2 ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ეცერის ტერიტორიაზე, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან მდინარეში გადავარდა. დაღუპულები ეცერიდან, ძმები არიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს.
ეკა მჟავანაძის ცეკვა სოციალურ ქსელს იპყრობს – მსახიობის საოცრი შესრულება და ცხოვრების საინტერესო ამბები – Marao

მსახიობი ეკა მჟავანაძე ბავშობაში, ფაქტობრივად, მარჯანიშვილის თეატრში იზრდებოდა. მისი მამა, კუკური მჟავანაძე ამ თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ და პატარა ეკა სამსახურში ხშირად მიჰყავდა. ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერი იყო, რომ პროფესიის არჩევისას სხვა არაფერზე უფიქრია. ეკა მჟავანაძე ახლა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.ჰაყვს ოჯახი, ორი შვილი და აქტიურად აგრძელებს სამსახიობო კარიერას როგორც თეატრის სცენაზე, ისე კინოში. ამჯერად […]
თუ ვითარება გამწვავდება, უნდა შეწყდეს საერთაშორისო დაფინანსება – Bankwatch-ის დირექტორი საქართველოზე

Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ მარტინი ყირგიზეთსა და საქართველოში რუსული სტილის “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მარტინის თქმით, თუ სიტუაცია გაუარესდება, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა შეაჩერონ საქართველოს სახელმწიფო სექტორის ნებისმიერი დაფინანსება. “სამწუხაროდ, ვითარება უარესდება იმის გამო, რომ ყირგიზეთში უკვე მიიღეს კანონი “უცხოური წარმომადგენლების” შესახებ, საქართველოში კი ანალოგიური კანონი დამტკიცების მოლოდინშია. თუ ვითარება ესკალაციას განაგრძობს, […]
პაპუაშვილი ლაშხზე: რაც შეეხება ტერმინოლოგიას – ეს პირობითი შედარება იყო

რაც შეეხება ტერმინოლოგიურ საკითხებსა თუ მითითებებს […] ეს პირობითი შედარება იყო. კითხვა შეეხებოდა იმას, გლობალური ომის პარტია ვინ არის, რა არის, რას ვგულისხმობთ. მან [მარიამ ლაშხმა] შედარება გააკეთა, საზოგადოებაში რა აღქმებიც შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. შედარება სწორედ აქედან გამომდინარე გააკეთა […] როცა ჩვენ გლობალური ომის პარტიაზე ვსაუბრობთ, ეს პირობითი სახელია. შეგიძლიათ, თქვენ ამაში ყველა […]