პარაძიუდოში გრან-პრის გათამაშებაზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობდა პარაძიუდოში გრან-პრის გათამაშება, რომელიც პარიზის პარალიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირი იყო. ტურნირის პირველ დღეს ქართველმა პარაძიუდოისტებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი ტიაგო და სილვა დაამარცხა, გიორგი ქალდანმა (73 კგ) კი უზბეკ ფერუზ საიდოვს სძლია. თბილისი პარაძიუდოში გრან-პრის გათამაშებას პირველად უმასპინძლა. ჩემპიონატში 46 ქვეყნის 400-ამდე […]
რომელ მაღალჩინოსნებს შეიძლება შეეხოს აშშ-ს სანქციები და როდის დარეგისტრირდება კანონპროექტი კონგრესში? – Politico-ს სტატია

აშშ-მა შესაძლოა სანქციები დაუწესოს ქართველ პოლიტიკოსებს, რათა საქართველოში დემოკრატია დაიცვას – ამ სათაურით სტატიას POLITICO აქვეყნებს და წერს, რომ ნახეს სანქციების კანონპროექტის დრაფტი. გამოცემის ცნობით, მისი სამიზნეები არიან მმართველი პარტიის დეპუტატები, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლები, ასევე, სავარაუდო რუსეთის აგენტები ქვეყანაში. სტატიაში აღნიშნულია, რომ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში რუსული სტილის “უცხოეთის აგენტების” კანონის მიღებაზე, შეიძლება […]
“ბიძინა რა შუაშია? დაბნელებული გაქვთ თვალები” – ხმაური პარლამენტში

დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს პარლამენტში ოფშორების კანონის განხილვა: იცით, რომ ოფშორებიდან არ არის სავალდებულო საჯარო იყოს ინფორმაცია, საიდან, როგორ…“ – ამბობდა მსხილაძე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვა გააწყვეტინა. ბიძინა რა შუაშია, დაბნელებული გაქვთ თვალები, კანონზე ვსაუბრობთ, ბიძინა რა შუაშია, სირცხვილი არ არის, გიხაროდეს საქართველოში რაიმე სანქციის მიღება? ასეთი სამარცხვინო არ ვიცი, რა არსებობს. მე პერსონალური და ერთიანი, […]
ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფორმულას ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან სოფელ ეცერის ტერიტორიაზე გადავიდა და მდინარეში გადავარდა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ვეტოს დავძლევთ, რადგან ოფშორების კანონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისათვის – ბეჟან წაქაძე

ვეტო დაძლეული იქნება, იმიტომ რომ ოფშორების კანონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისათვის, ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა ოფშორების კანონის მიღებით დიდ მოგებას ნახავს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები 2030 წლამდე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულები იქნებიან. „კანონპროექტში საუბარია ქონების გადასახადის გადავადებაზე. ჩვენი ოპონენტები გაიძახიან, ქონება, ქონება, ქონება. ეს […]
„მოველით, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები შეაჩერებენ საჯარო სექტორის დაფინანსებას“ – Bankwatch რუსულ კანონზე

არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური ქსელის, Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ მარტინი საქართველოში, ყირგიზეთსა და EBRD-ის წევრ სხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მარკ მარტინის განცხადებაში ნათქვამია, რომ Bankwatch-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის ვითარების გაუარესების შესახებ განგაში ატეხა. მარტინის განცხადებით, მათი მიზანია, მათი მონიტორინგის ქვეშ მყოფი საერთაშორისო ინსტიტუტების […]
„ჩვენი მოლოდინია, რომ შრომის ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება და გაძლიერდება“ – ვახტანგ ცინცაძე

უმუშევრობის შემცირების და დასაქმების მზარდი დინამიკა 2024 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დასაქმებულთა რაოდენობისა და დასაქმების დონის მიმართულებით. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და […]
არ მინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული ვუწოდო – ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი
2024 წლის 16 მაისს საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა პრაღაში რიგით მეორე ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი გახსნეს. ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩეხური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა მის ქართველ კოლეგა რატი ბრეგაძესთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “საქართველოს კანონის თაობაზე და მისთვის გასაგებია საქართველოს მთავრობის პოზიცია არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით მედიისთვის მიცემული […]
რადიკალურ ოპოზიციას ბევრი ფული სჭირდება ქვეყნის ასარევად, ქვეყნის ომში ჩასათრევად
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომლის თანახმად, ჩვენ გვჭირდება, ომის ნაცვლად მშვიდობა და სიძულვილის ნაცვლად სიყვარულით გაერთიანება. მისი განცხადებით, ამ ხელისუფლებამ მშვიდობა დაამკვიდრა ქვეყანაში, ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია, სპორტში ინვესტიციები ჩადო და შედეგებიც შესაბამისია. “სწორედაც რომ მშვიდობა გვჭირდება ომის ნაცვლად, განვითარება გვჭირდება, მეტი განათლება, მეტი ჯანსაღი ცხოვრება, სპორტში მეტი მიღწევები და გამარჯვება გვჭირდება. […]
ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებისთვის კონგრესმენი ვილსონი კანონპროექტს წარადგენს

კონგრესმენი ჯო უილსონი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების შემუშავებაზე მუშაობს, მათ მიერ რუსული ყაიდის კანონის მიღების გამო. როგორც გამოცემა Politico თავის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით წერს, დოკუმენტი რაც შეიძლება მალე, “ორშაბათს“, წარედგინება აშშ-ის კონგრესს. პროექტით, რომელსაც POLITICO -ს გაეცნო, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, სამწუხაროდ, ეწევა „რუსეთის ფედერაციასთან შემრიგებლურ პოლიტიკას“, რასაც “არალიბერალური შემობრუნების“ ნაწილად განიხილავს. კანონპროექტში ნათქვამია, რომ […]