„მათ ცხოვრება მიუძღვნეს ხალხისადმი სამსახურს“ – ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს განცხადება

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ქვეყნის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „მათ ცხოვრება მიუძღვნეს ხალხისადმი სამსახურს და მათმა წვლილმა წარუშლელი კვალი დატოვა ირანის ისტორიასა და ამ ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებზე“. „ღრმა მწუხარებით და დიდი გულისტკივილით ვიუწყებით ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის აიათოლა სეიედ ებრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის […]
ნატალია ყიფშიძის სასამართლო პროცესი იწყება

ნატალია ყიფშიძის სასამართლო პროცესი იწყება. რამდენიმე წუთის წინ სხდომათა დარბაზში მხარეები შეიყვანეს. ყიფშიძის ცნობით, მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით არის შედგენილი, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტზე – თუ მართლა მიაჩნდა, რომ კანონი პრობლემატურია, რატომ არ გაწერა კონკრეტული მოტივირებული შენიშვნები? – ხომ ძლიერად არიან აღჭურვილნი არგუმენტებში, მაშინ როგორ შეიძლება არგუმენტი გქონდეს და ვერ დაწერო ტექსტში?

თუ მას [სალომე ზურაბიშვილს] მართლა მიაჩნდა, რომ ეს კანონი პრობლემატურია, რატომ არ დაასაბუთა, რატომ არ გაწერა კონკრეტული მოტივირებული შენიშვნები, რატომ არ ახსნა? – ხომ ძალიან ძლიერად არიან აღჭურვილნი არგუმენტებში, მაშინ როგორ შეიძლება არგუმენტი გქონდეს და ვერ დაწერო ტექსტში? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” […]
საფინანსო კომიტეტმა „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტმა დღეს, 20 მაისს, განიხილა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. 19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ […]
რად ღირს კანონი, როცა ასეთ ზარალს აყენებ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე კონკრეტულ სექტორებს, განსაკუთრებით ტურიზმს, რომელიც დღესაც „შუშის ფეხებზე“ დგას – შალვა ალავერდაშვილი

რად ღირს კანონი, როცა ასეთ ზარალს აყენებ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე კონკრეტულ სექტორებს, განსაკუთრებით ტურიზმს, რომელიც დღესაც „შუშის ფეხებზე“ დგას – შალვა ალავერდაშვილი მინდა ვიკითხო: რად ღირს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, როდესაც ასეთ ზარალს აყენებ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე კონკრეტულ სექტორებს, განსაკუთრებით ტურიზმს, რომელიც დღესაც „შუშის ფეხებზე“ დგას და ძალიან მარტივია მისი ჩამონგრევა, – […]
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს განიხილა. სხდომის წევრებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში კი ხაზგასმულია, რომ […]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, გაფიცულ სტუდენტთა პროტესტი გრძელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, გაფიცულ სტუდენტთა პროტესტი გრძელდება. ისინი საქართველოს პარლამენტში მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ. თსუ-ს ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა გარკვეული მოთხოვნებიც გააჟღერეს. ისინი, უნივერსიტეტისგან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის აკადემიური საქმიანობის შეჩერებასა და უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას ხელმოწერის გამოთხოვას ითხოვენ. „სტუდენტების ბოიკოტი არასასიამოვნოა განათლების სამინისტროსთვის, რექტორები და დეკანები თავიანთი […]
გია ვოლსკი – ვეტო შენიშვნების გარეშე არის კონსტიტუციის დარღვევა – რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების საჭიროებას არ გაითვალისწინებდა

რასაკვირველია, ის [სალომე ზურაბიშვილი] არ გაითვალისწინებდა არც ვენეციის კომისიის დასკვნებისთვის დალოდების საჭიროებას და არც შარლ მიშელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტებმა კიდევ შეიძლება დამატებით ამ თემაზე [“უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე”] იმსჯელონ – ვეტო შენიშვნების გარეშე არის კონსტიტუციის დარღვევა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მან “უცხოური გავლენის […]
Politico – კონგრესში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყონვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ, – ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მზარდად და სამწუხაროდ ადგას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკას“. კანონპროექტის თანახმად, თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ ორგანიზაციებს, […]
BAG – ლარის კურსი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი ბარომეტრია

ლარის გაცვლითი კურსი არის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბარომეტრი და კურსის ვარდნა ყოველთვის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნეს სუბიექტებსა და შესაბამისად ეკონომიკაზე,-ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ბიზენს ასოციაციის განცხადებაში. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, როგორც ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას საქართველოში, გვსურს გამოვეხმაუროთ გასულ კვირაში ლარის კურსის რყევის პროცესს. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ლარის გაცვლითი კურსი არის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი […]