ნებისმიერი კანონი შეიძლება შეიცვალოს, თუ იქნება დიალოგი – ვიცეპრემიერი

სამწუხაროდ, ჩვენ საწყისი პერიოდიდან დღემდე გვქონდა საქმე მხოლოდ დესტრუქციასთან, ჩვენ არ გვქონდა არანაირ კონსტრუქციულ დიალოგთან საქმე, იმიტომ, რომ განხილვის, დიალოგის, დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენებით ყველაფრის მიღწევა შეიძლებოდა. თუ არსებობდა კონკრეტული კითხვები… არა” არ არის არგუმენტი, ჰო? “არა”-ს შეიძლება ჰქონდეს რაღაცა არგუმენტები, “ამიტომ არა” და ასე შემდეგ, თუ ასეთი იყო, ჩვენს ოპოზიციას შეეძლო, ეს პარლამენტის ფორმატში დაეფიქსირებინა. […]
„ევრო-2024-ის ავიაბილეთების სუბსიდირება, ბიუჯეტს 2 მლნ ლარამდე დაუჯდება”- ლევან დავითაშვილი

„ჩვენი წინასწარი გათვლებით, ევრო-2024-ის ავიაბილეთების სუბსიდირება ბიუჯეტს დაახლოებით 2 მლნ ევრო დაუჯდება”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სუბსიდირებული ფრენები დაინიშნა, რომლით სარგებლობასაც 3000 ქომაგი შეძლებს. „პრემიერმა უკვე გააკეთა განცხადება ევრო-2024 ის ბილეთებთან დაკავშირებით – 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრებს აქვს თამაშები, […]
ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი სპეციალური საგამოძიებოს ხელმძღვანელს კომიტეტზე იბარებს

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს, კოკა კაციტაძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იბარებს. ამის შესახებ განცხადება ბრიფინგზე პარტია საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ გააკეთეს. მათი თქმით, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასა და რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა ტერორთან დაკავშირებით კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. “ეს, პირველ რიგში, ეხება ბუნებრივია, სპეციალურ […]
დავით ქაცარავამ კლინიკა დატოვა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა, კლინიკა დატოვა. დავით ქაცარავამ ჟურნალისტებთან დაკავების დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ დაკავებისას სპეცრაზმელებს მისი გაგუდვის მცდელობა ჰქონდათ. მისი თქმით, ამჟამად მძიმე ტვინის შერყევა და მხედველობის პრობლემა აქვს. დავით ქაცარავას თქმით, კლინიკიდან პირდაპირ სამხარაულის ბიუროში მიდის, რათა ექსპერტიზა ჩაუტარდეს. […]
კრიპტოვალუტის ბაზრებზე მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკური მოვლენების გავლენა

კრიპტოვალუტის ბაზრებზე მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკური მოვლენების გავლენა
ლელა მებურიშვილის შთამბეჭდავი კადრები: “ნებისმიერ ასაკში შეგიძლია და უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს და ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებს” – Marao

“ნებისმიერ ასაკში შეგიძლია და უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს და ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებს. საყვარელი ადამიანები მაძლევთ თავდაჯერებულობას და ძალას, რომ წინ ვიარო და ახლი აღმოჩენები გავაკეთო”, – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ლელა მებურიშვილი და შთამბეჭდავ კადრებს აქვეყნებს. ლელა მებურიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 […]
Bild: გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 3.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ არაოფიციალურად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უკრაინის დასახმარებლად დამატებითი თანხების გამოყოფის შესახებ. ინფორმაციას Bild am Sonntag სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის დახმარებისთვის 3.8 მილიარდი ევრო მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ დრომდე გამოყოფილი 7.1 მილიარდი ევრო მთლიანად დაიხარჯა და ახალი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად მხოლოდ 300 […]
მთავრობის სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია სოფლის მეურნეობის პოტენციალის ათვისებას და არსებული გამოწვევების დაძლევას ითვალისწინებს. სტრატეგიის 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმა არსებული გამოცდილების და მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე შეიქმნა. პროექტის განხორციელების ჯამური ღირებულება 4 276 021 657 ლარს შეადგენს, […]
არიან ოპოზიციასთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებმაც ოფშორებიდან საქართველოში საკუთარი აქტივების გადმოტანა განახორციელეს – გიორგი კაკაურიძე

არიან ოპოზიციასთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებმაც ოფშორებიდან საქართველოში საკუთარი აქტივების გადმოტანა განახორციელეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანის კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო უკვე დაადო ქვეყანაში ფულის გათეთრების რისკების მხრივ არაფერს არ ცვლის და არც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებთანაა დაკავშირებული. „3 ათას კომპანიას აქვს ოფშორებთან კავშირი და ყველა […]
აქციები გააუფასურა მიზანმიმართულმა დეზინფორმაციამ, რომელიც მიმართული იყო ინვესტორების განწყობის შეცვლისკენ – დავითაშვილი

ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომელიც მიმართულია ინვესტორების განწყობის შეცვლისკენ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ განხორციელებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა მიზანმიმართულმა პროცესმა განაპირობა „არახალია, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ შეტევა მიიტანონ ყველაფერზე. ამ შემთხვევაში, ეს არის მიზანმიმართული პროცესი საკუთარი ქვეყნის ინტერესების […]