დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა სამსახურის უფროსის პარლამენტში დაბარებას ითხოვენ

საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართავენ და მოითხოვენ კომიტეტის სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის დასწრებას, რათა მან დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ 2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) […]
საგამოძიებო სამსახურის უფროსს მომიტინგეებზე ძალადობის საქმეებზე პარლამენტში იბარებენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ანგარიშის წარსადგენად პარლამენტში იბარებენ. შესაბამისი მოთხოვნით საპარლამენტო ჯგუფის, “საქართველოსთვის” წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ბექა ლილუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, რატი იონათამიშვილს მიმართეს. დეპუტატები კაციტაძის ანგარიშს კომიტეტის უახლოეს სხდომაზე ელიან. დეპუტატებს აინტერესებთ ინფორმაცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მშვიდობიანი […]
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ – ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა. როგორც მან კლინიკის დატოვებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოკუპაციის ხაზს და ქუჩაში პროტესტს. „ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, იმიტომ, რომ მათ სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან. იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა, რომელიც საკმაოდ ბრუტალური იყო. ეს ხდება […]
„ოცნების დეპუტატებო, იცოდეთ, ივანიშვილი გატყუებთ“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი „პოლიტიკოს“ პუბლიკაციას ეხმაურება: „ოცნების დეპუტატებო, იცოდეთ, ივანიშვილი გატყუებთ, როცა გეუბნებათ, რომ რამეს გამოივაჭრებს დასავლეთისგან და სანქციები არ იქნება. ვერაფერს ვერ გამოივაჭრებს, თუ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევთ. ვიცი რომ ბევრი შფოთავთ, სრულიად მართებულადაც, რადგან მართლაც მოგიწევთ თქვენ და თქვენს შვილებს მთელი ცხოვრება “მგლის ბილეთით“ ცხოვრება და ცივილიზებულ სამყაროში ცხვირს ვერ შეყოფთ. ჩვენ ამ შეშლილ […]
„პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩვენს გაოცებას განაგრძობს” – კარასინი ზურაბიშვილზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის ნაბიჯებით უკმაყოფილოა: „პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩვენს გაოცებას განაგრძობს. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პრეზიდენტ მაკრონის მივწევა საერთაშორისო პრაქტიკას სრულად შეესაბამება, თუმცა მაშინ რაღა საჭიროა, ქალბატონო პრეზიდენტო, იმის ხმამაღლა გაჟღერება, რომ ვიზიტი მიზნად “კავკასიის საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენისგან გათავისუფლებას“ ისახავს? სააკაშვილის სტანდარტების მანიაკალური გაგრძელებაა, […]
ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა: „მე არ ვიცი რამდენი წლის ბრძანდებით თქვენ, მაგრამ ჩვენ და ის დეპუტატები, ვინც პარლამენტში ბრძანდებიან, საპარლამენტო უმრავლესობის, ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე. აი, ეს არის ჩემი პასუხი.”
ოკუპირებული აფხაზეთი რუსებისთვის ყველაზე პოპულარული და იაფი მიმართულებაა – რუსული მედია

ოკუპირებული აფხაზეთი 2024 წლის პირველ კვარტალში რუსებისთვის ყველაზე პოპულარული და იაფი ტურისტული მიმართულებაა იყო, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. იგივე წერს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ოკუპირებულ აფხაზეთში 899 000-მა რუსეთის მოქალაქემ იმოგზაურა. რუსებისთვის ყველაზე იაფი და პოპულარული მიმართულებების ხუთეულში ოკუპირებული აფხაზეთის გარდა მოხვდა: · […]
წულუკიანი: ლარს საფრთხე არ ემუქრება, ეკონომიკის მდგრადი სისტემა გვაქვს, რყევებს უძლებს

როდესაც ასეთი პროცესებია სახეზე, იქ, რა თქმა უნდა, კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები არ იქმნება, როგორც წესი, ვინც ამას გეგმავს და ახორციელებს, დოკუმენტურ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებთ იმის შესახებ, რომ ვიღაცამ ეს დაგეგმა და განხორციელების პროცესი წამოიწყო. მაგრამ არის უკვე შემდგარი ფაქტები ფაქტები, თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც ისეთი კვალიფიციური ადამიანი, ჩვენი ყოფილი კოლეგა, ქალბატონი ნათია თურნავა ჩაუდგა […]
წულუკიანი: ვეტო აუცილებლად დაიძლევა, პრეზიდენტმა მავნებლურად დახურა დიალოგის სივრცე

გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან. ამ კანონის მიღებით არ სრულდება და არ დაწყებულა ყველაფერი მათთან ურთიერთობაში. საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, როდესაც განზრახ დახურა ყველანაირი დიალოგის შესაძლებლობა. მისი მხრიდან ეს არის განზრახი აქტი. იცოდა რა, რომ ლამის ავტომატურ რეჟიმში იმეორებდა საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველა დეპუტატი, ავტომოპასუხესავით ყველა ვიმეორებდით, რომ დიალოგის სივრცე კვლავ არის და რომ ეს შეიძლება გაიმართოს […]
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის […]