Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები (რ)

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის, 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდებისთვის, გაიმართა. წლევანდელ კონკურსში […]
ირაკლი ქადაგიშვილი – ვინაა ოპოზიცია: ორთოდოქსი „ნაცმოძრაობაა“ ხაბეიშვილი, რევიზიონისტი – გვარამია-მელია, „ნაცმოძრაობასთან“ მჭიდროდ აფილირებული – „ლელო“, ოპორტუნისტი – გირჩი ჯაფარიძე – ერთიან სიას სიახლე ვერ ექნება

ამ საერთო [ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო] სიის შემადგენელი ნაწილების 99% იქნება სხვადასხვა ფორმით დაშლილი “ნაციონალური მოძრაობა” – ვინ არის ეს ოპოზიცია: ორთოდოქსი “ნაციონალური მოძრაობა” ხაბეიშვილი, რევიზიონისტი “ნაციონალური მოძრაობა” გვარამია და მელია, “ნაციონალური მოძრაობასთან” მჭიდროდ აფილირებული და ხშირ შემთხვევაში მისი ჩამნაცვლებელი “ლელო”, ოპორტუნისტი “ნაციონალური მოძრაობა” გირჩი ჯაფარიძე. ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, […]
კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები

საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ დასავლურ დედაქალაქებში განიხილება “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო ზომები. მიმდინარე კვირაში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ისაუბრა ამერიკის კონგრესში ახალი კანონის შესაძლო ინიცირებაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის გაგრძელების შემთხვევაში, სანქციებს ითვალისწინებს. როგორია თეთრი სახლის პოზიცია ე.წ. “აგენტების კანონის”, საქართველოს ხელისუფლების ტრაექტორიასა და შესაძლო სანქციებზე, […]
მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი

მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი „ხელისუფლებას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს დღევანდელ ხელისუფლებას, მხარს უჭერს იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა“-განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე. […]
ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა მიიღო. ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრი არის ევროპის საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ემსახურება საბჭოს […]
„თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“- კახა კალაძე

„თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ კანონპროექტს. კითხვაზე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის თუ არა მკაფიო უარი აშშ-ის შემოთავაზებაზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ პირიქით, ეს არის დასტური, რომ „თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა, […]
ხელფასების მატების მოთხოვნით, საბერძნეთში საჯარო სექტორის თანამშრომელთა ფედერაციამ 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა

საბერძნეთში საჯარო სექტორის თანამშრომელთა ფედერაციამ, ხელფასების ზრდის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ekathimerini-ი ავრცელებს. გაფიცვის პარალელურად ფედერაციამ დასაქმებულებს ათენში ეკონომიკის სამინისტროს წინ შეკრებისკენ მოუწოდა, რამაც შესაძლოა, ქალაქის ცენტრში მოძრაობის პრობლემები შექმნას. გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა ხელფასების 10%-ით ზრდა, შრომითი ანაზღაურებასთან დაკავშირებული კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება, ასევე დაუბეგრავი მინიმუმის 12 ათას ევრომდე გაზრდა.
საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტის ყველაზე დიდი წილი უზბეკეთსა და აზერბაიჯანზე მოდის

იანვარ-აპრილში საქართველოდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტმა 37 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისივე ცნობით, შარშან იგივე პერიოდში აღნიშნულ მაჩვენებელი 30 მილიონ დოლარს შეადგენდა. იანვარ-აპრილის მონაცემებით, ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 18,6 მილიონი დოლარი უზბეკეთში ფიქსირდება, მას მოსდევს აზერბაიჯანი 8,1 მილიონი დოლარით, სომხეთი 3,6 მილიონით, შემდეგია ყირგიზეთი 1,2 მილიონით. ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებულმა ექსპორტმა 333 […]
ბოკერია Megobari Act-ზე: რეჟიმის შეცვლის გარეშე ჩვენ ამ შანსს კვლავ ხელიდან გავუშვებთ

პირველად 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოს აქვს შანსი, გავაღწიოთ ამ რუსული გავლენის, პოსტსაბჭოთა გავლენის ჭაობიდან, მივაღწიოთ მაქსიმალურ დაცულობას ჩვენი მტრის აგრესიისგან, რუსული აგრესიისგან, მივაღწიოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას და გავხდეთ იმ სამყაროს ნაწილი, რომლის ბუნებრივი შემოქმედიც ვიყავით ისტორიის განმავლობაში, დასავლური ცივილიზაციის, ევროპის, ევროატლანტიკური სივრცის. დღეს, პირველად 90-იანი წლების შემდეგ, გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება და როგორც ევროპისგან, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე […]
სლოვაკებმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესაძენად 4 მილიონი ევრო შეაგროვეს

აპრილის შუა რიცხვებში დაწყებულმა ინიციატივამ “საბრძოლო მასალა უკრაინისთვის” 67 ათასი დონაციით 4 მილიონზე მეტი ევროს შეგროვება შეძლო. ინიციატივის ავტორები სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. იდეის ავტორი ფოტოჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია საზოგადოების ფონდის” ხელმძღვანელია. ინიციატივას წინ უძღოდა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იურაი ბლანარის მიერ მარტის ბოლოს გაკეთებული განცხადება უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. “არ არსებობს […]