გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

უამინდობის გამო (ძლიერი თოვა, ქარი) საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე – პოლიციელებისგან შორს ეს ბინძური ხელები! – ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ არა მომიტინგეს, არამედ იმ ხელებს, რომლებიც საცეცებივით, ასე ცუდი, ბოროტი პიარის სახით უპირისპირდება ქვეყანას და პოლიციას

პოლიციელებისგან შორს ეს ბინძური ხელები! ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ არა მომიტინგეს, არამედ იმ ხელებს, რომელიც საცეცებივით, ასე ცუდი, ნეგატიური, ბოროტი პიარის სახით უპირისპირდება ქვეყანას და უპირისპირდება პოლიციას, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. მანამდე კი, მდინარაძემ ისაუბრა აქციაზე დაშავებული ადამიანების ფოტოების ჩვენებაზე. როგორც მან აღნიშნა, მათი „ძირითადი ნაწილი, არიან პოლიციაზე მოძალადეები […]

თინა ბოკუჩავა – ხვალ ეწყობა ერთგვარი პოლიტიკური ცირკი, სადაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს ე.წ. თვითმარქვია და არალეგიტიმურ პრეზიდენტს

ხვალ ეწყობა ერთგვარი პოლიტიკური ცირკი, სადაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს ე.წ. თვითმარქვია და არალეგიტიმურ პრეზიდენტს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი განმარტებით, ქვეყნის მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული. „ლეგიტიმური პრეზიდენტის ინსტიტუტი კვლავ დარჩება სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც პირდაპირი წესითაა არჩეული უმაღლესი მთავარსარდალია და ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ივანიშვილის რუსული […]

“ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით” – რას ამბობს თბილისის მერი

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თემაზე: “არ ვიცი უკვე მერამდენედ ხდება ამ ტიპის სანქციების გამოცხადება. ფაქტი ერთია, რომ არსებული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააუარესოს ურთიერთობები და ჩიხში შეიყვანოს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, გაჯანსაღდეს. ასეთი […]

დიდუბის რაიონში მდებარე N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობა უფრო დიდი შენობით ნაცვლდება – თბილისის მერია

დიდუბის რაიონში N6 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს და უფრო დიდი შენობა შენდება. სამშენებლო სამუშაოებს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ბაღის ახალი შენობა გათვლილია 450 ბავშვზე, ძველ შენობაში კი მხოლოდ 180 ბავშვის მიღება იყო შესაძლებელი. „დიდუბის რაიონში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. […]

ვფიქრობ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე რთულ ვითარებაში ვართ, გამომდინარე იქიდან, თუ რა რეალობა გვაქვს – შოთა ბურჯანაძე

ვფიქრობ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე რთულ ვითარებაში ვართ, გამომდინარე იქიდან, თუ რა რეალობა გვაქვს, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მან შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, კრიზისის დასაძლევად ნაბიჯები გადაიდგას. „კრიზისს ქმნის და კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობა არის მთავრობაზე, ეს 2X2=4-ია. მეორე მხარე ვინ არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს: ,,უამინდობის გამო (ძლიერი თოვა, ქარი) საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”

“მოვითხოვთ “ოცნების” დასანქცირებას!” – სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი

მოვითხოვთ ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებას! – სენატორი შაჰინი და სენატორი რიში “ოცნების” წინააღმდეგ ერთიანდებიან. მაღალი რანგის ევროპელმა პოლისიკოესებმა კოლეგებს სენატში გამართული სხდომიდან მოუწოდეს, დააჩქარონ არალეგიტუმური ხელისუფლების დასანქცირება. სენატორები ფიქრობენ, რომ მომდევნო ორი კვირა საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება და სწორედ ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს ივანიშვილის ხელისუფლების დასანქცირება. მათი განცხადებით, ადამიანების დევნა, ძალადობა და სახლებში შევარდნა დაუსჯელი არ […]

სასამართლომ გიორგი ნაკაშიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე და ის გაამართლა, თუმცა, სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე. სასამართლოს გიორგი ნაკაშიძის მხარდასაჭერად ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანები. სასამართლოში მივიდა რეჟისორი ქეთი დოლიძეც. დოლიძემ რამდენიმე დღის წინ, “ფეისბუქზე” სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც […]

შალვა პაპუაშვილი – აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის დროსაც, როცა ადამიანების წამებამ სასტიკი სახე მიიღო, განადგურდა თავისუფალი მედია – ჩვენ არ გვახსოვს არამცთუ სანქცია, კრიტიკული პოზიციაც კი

აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ სასტიკი სახე მიიღო, განადგურდა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არამცთუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, სწორედ ამ ფაქტორების გამო ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს […]