თინა ბოკუჩავა – ხვალ ეწყობა ერთგვარი პოლიტიკური ცირკი, სადაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს ე.წ. თვითმარქვია და არალეგიტიმურ პრეზიდენტს

ხვალ ეწყობა ერთგვარი პოლიტიკური ცირკი, სადაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს ე.წ. თვითმარქვია და არალეგიტიმურ პრეზიდენტს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ქვეყნის მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული.
„ლეგიტიმური პრეზიდენტის ინსტიტუტი კვლავ დარჩება სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც პირდაპირი წესითაა არჩეული უმაღლესი მთავარსარდალია და ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ მიტაცებული არ არის”,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ის თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტიის სხვა წევრებთან ერთად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ დავით გედენიძის სასამართლო პროცესზე მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“