„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია“ – ევროკავშირის ელჩი

მმართველ პარტიას მოვუწოდებთ, მოახდინოს დეესკალაცია და ბოლო მოუღოს მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალის სასტიკ და უკანონო გამოყენებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ელჩმა გამოთქვა სინანული ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან „ქართული ოცნების“ […]

პატრიარქი მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

პატრიარქი მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს: ,,ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა. ყოველი ადამიანი – დიდი თუ პატარა – უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს – სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! და ამის […]

,,ირაკლი ალასანიას სახელით რაღაც ფეიკ განცხადებას ავრცელებენ“ – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე: ,,ირაკლი ალასანიას სახელით რაღაც ფეიკ განცხადებას ავრცელებენ. არცერთი სიტყვა, რომელიც ჩემ კედელზე არ გამოქვეყნდება, მას არ უთქვამს. ერთადერთი განცხადება გააკეთა, რომელიც დევს ჩემს კედელზე და გამოქვეყნებულია ჩემს მიერ.”

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ხალხის ძალა“ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და ოპოზიციაში გადადის

ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიამ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად, არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია და „გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია”. „სამწუხაროდ, ყველა პრობლემასთან ერთად, ქვეყანაში […]

ელენე ხოშტარია – კახა კალაძე განასახიერებს რუსული რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე ცინიკურ, ამორალურ სახეს და ქვეყანაში ანიტიდასავლურობის სიმბოლოა

კახა კალაძე განასახიერებს ამ რუსული რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე ცინიკურ, ამორალურ სახეს და ამ ქვეყანაში ანიტიდასავლურობის სიმბოლოა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა წინააღმდეგია იმის, რაც ქვეყანაში ხდება. „საქართველოში არ არსებობს საჯარო უწყება, დაწესებულება, რომელიც არ არის პოლიტიზირებული. ყველა […]

მარკ რუტე – ვლადიმერ პუტინის აგრესია ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიმოქმედეთ – საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს – საფრთხე მთელი სისწრაფით მოიწევს ჩვენკენ

ვლადიმერ პუტინის აგრესიის ნიმუში ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არ ვიმოქმედეთ – საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და ბევრს არ სურდა დაეჯერებინა, რომ ის 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ომს წამოიწყებდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. „კიდევ რამდენი მაღვიძარის ზარი გვჭირდება? ღრმად უნდა ვიყოთ შეშფოთებული. ვიცი, […]

„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო

„ბიბლუსის“ ქსელში სრულ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფმა“ მასშტაბური საახალწლო ფესტივალი გააუქმა, ამიტომ მომხმარებელს 2025 წლის საახალწლო კოლექციაზე განახევრებულ ფასს სთავაზობს. შეთავაზება 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, არამედ ეკონომიკასა და საზოგადოების განწყობაზეც აისახება. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა მასშტაბური ღონისძიების […]

სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები, ასევე შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები აქცია-მსვლელობას მართავენ

სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები, ასევე სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები, თბილისში აქციას მართავენ. ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით მიემართებიან პარლამენტის შენობისკენ. მათი თქმით, აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გაცხადებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებას ეხება. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის სრულად აქვთ დაკავებული და გადაკეტილი ჭავჭავაძის გამზირი. მათ უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე […]

ნიკა ტყემალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა წარუდგინა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა ტყემალაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რწმუნებულის ადმინისტრაციაში წარუდგინა. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნიკა ტყემალაძემ დავით ვერავას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ამავე ინფორმაციით, წარდგენის დროს ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროექტებზე. „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მერებს საკრებულოს თავმჯდომარეებს და სახელმწიფო […]

ლევან მგალობლიშვილი – ჩვენი მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო კავშირები ჰქონდეთ

ჩვენი მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო კავშირები ჰქონდეთ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, დროებით დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობა […]