აგრომაღაზია ბარაქა: ყველაფერი, რაც თქვენს მეურნეობას სჭირდება

სოფლის მეურნეობაში თავდაუზოგავი შრომა არის ის, რაც რეალური შედეგის მომტანია. ფერმერის ყოველდღიურობა გამოწვევებითაა აღსავსე, სადაც აუცილებელია სამეურნეო კულტურების მოყვანისთვის პროდუქციის სწორად შერჩევა, რომლებიც დაეხმარება მცენარეს ზრდა-განვითარებაში. სწორედ, ამიტომ აგრომაღაზია “ბარაქა” გთავაზობთ უკლებლივ ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც თქვენი მოსავლის მოყვანისთვისაა საჭირო. აქ დაგხვდებათ სოკოვანი დაავადების და მავნებლების წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატები, ასევე მცენარის გამოკვებისთვის აუცილებელი ნიადაგში შესატანი […]
IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები გაერთიანებულ მსვლელობას კვლავ გმირთა მოედნის მიმართულებით მართავენ

IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები გაერთიანებულ მსვლელობას კვლავ გმირთა მოედნის მიმართულებით მართავენ. რამდენიმე წუთის წინ ვარაზისხევის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე გაერთიანებულ მარშს მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობაც შეუერთდა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო“, „გაიფიცე“. ასევე, მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა […]
“დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობა” – მშენებლებს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება 2028 წლამდე გადაუვადდათ

დაუმთავრებელ მშენებლობებს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების ვადა 2028 წლამდე გადაუვადდათ. კანონის პროექტი პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა და დაამტკიცა. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე და ნიკა ელისაშვილი. კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ “კანონპროექტის მიღებით მოხდება დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობა. კერძოდ, იმ ობიექტის მშენებლებს, რომლებიც ჩართული […]
ჯგუფში ნაცნობ მეტოქესთან – 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა. საქართველოს ნაკრები, რომელიც მესამე კალათაში იყო, E ჯგუფში ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს, თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება. 12 ჯგუფიდან პირდაპირ მუნდიალის საგზურს თითოეული ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, საკვალიფიკაციო ეტაპს 5-გუნდიან ჯგუფში მოხვედრილები 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ხოლო 4-გუნდიანში მყოფები – სექტემბერში. ასპარეზობა ნოემბერში დასრულდება. ძალიან სამწუხაროა ,მაგრამ რეალობა ძალიან არასაიმედო […]
მშენებლებს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება 2028 წლამდე გადაუვადდათ

დაუმთავრებელ მშენებლობებს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების ვადა 2028 წლამდე გადაუვადდათ. კანონის პროექტი პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა და დაამტკიცა. მოქმედი კანონმდებლობით, დაუმთავრებელი მშენებლობები თავისუფლდებიან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისგან, იმ დათქმით, რომ ობიექტი 2025 წლის 1 იანვრამდე უნდა იყოს ექსპლუატაციაში მიღებული. კანონპროექტით კი, ეს ვადა 2028 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს. “აღნიშნული სამართლებრივი […]
ის, რაც ლართან დაკავშირებით Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ბოლო პერიოდში ხდება, წმინდად აჟიოტაჟური ფონია – პაატა ბაირახტარი

ეკონომისტ პაატა ბაირახტარის შეფასებით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების მთავარი მიზეზი აჟიოტაჟური მოთხოვნაა. მისი თქმით, მართალია, ქვეყანაში რთული პოლიტიკური ფონია და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენდა. „ის, რაც ლართან დაკავშირებით ხდება Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე წმინდად აჟიოტაჟური ფონია. არა იმიტომ, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი წესრიგში გვაქვს, იმიტომ, რომ ეს პარამეტრები […]
საშობაო ბაზრობაზე მონაწილეობას 300-ზე მეტი ბიზნესი არ აპირებს

წლევანდელი წინასაახალწლო ღონისძიებები განსხვავებულად რომ ჩაივლის, სიახლეს აღარავისთვის წარმოადგენს. ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარებისა და აქციების ფონზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობებზე უარი ამ დროისთვის ოფიციალურად 300-ზე მეტმა ბიზნესმა თქვა. მათგან ზოგი საკმაოდ მსხვილი, ზოგიც საშუალო ან მცირე ბიზნესის წარმომადგენელია. „მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით, მოცემულ სიტუაციაში არამართებულად მიგვაჩნია საზეიმო ღონისძიების ჩატარება“, […]
აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

3 დეკემბრის აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე, რომელიც სპეცრაზმის მიერ ცემაზე მიუთითებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქეთ დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა. ნაკაშიძე სამართალდარღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გიორგი ნაკაშიძის თქმით, 3 დეკემბრის აქციაზე მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევიდა წინა პერიმეტრზე, როდესაც 3 ადამიანთან ერთად დააკავეს. „მანქანაში […]
რუსეთმა უკრაინაზე მასირებულ შეტევას ტაგანროგის სამხედრო აეროდრომზე დარტყმის პასუხი უწოდა

13 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დღევანდელი თავდასხმის სამიზნე ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა გამოიყენა 94 ბალისტიკური, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და 193 უპილოტო საფრენი აპარატი. სარდლობის მონაცემებით, საჰაერო და თავდაცვის ძალების საზენიტო და რადიოელექტრონული ბრძოლის ჯგუფებმა და ავიაციამ, მათ […]
გერმანიაში დაიწყო სასამართლო პროცესი ისლამისტური ტერაქტების საქმეზე, რომელშიც სამი მოზარდია ბრალდებული

დიუსელდორფში დაიწყო პროცესი დაგეგმილი ისლამისტური ტერაქტების საქმეზე, რომელშიც გერმანიის მოქალაქე სამი არასრულწლოვანია ბრალდებული. გამომძიებლების ინფორმაციით, 16 წლის გოგო და 15 და 17 წლის ბიჭები გასულ გაზაფხულზე ქრისტიანულ ეკლესიებზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ. დანაშაულის სავარაუდო ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე, სამივე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში დააკავეს. სასამართლო პროცესი დახურულია, ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვანები არიან. სამივეს სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი მძიმე დანაშაულის მომზადება […]