უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიევს იანვარში ეწვევა

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიევს იანვარში ეწვევა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს იანვრის დასაწყისში შედგება. ჩვენ ბატონ კელოგს ველოდებით და შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა აქვს მას მხედველობაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე […]

„დიდი გაუფასურების აცილება მოხერხდა და წლის ბოლომდე ლარი 2,77-2,84-იან შუალედში იმერყევებს“ – ნიკა შენგელია

არჩევნებიდან მოყოლებული, ლარის კურსმა არაერთ შემოტევას გაუძლო და სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს. მართალია, ფსიქოლოგიური ფაქტორი არ მოხსნილა და ისევ ძალაშია, თუმცა მინიმუმ წლის ბოლომდე მკვეთრი რყევები მოსალოდნელი აღარ არის, რაზეც სპეციალისტებიც საუბრობენ და მთავრობაც ოპტიმისტურ მოლოდინს ინარჩუნებს. ამ მხრივ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რაც ლარის სტაბილურობას უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტისთვის ერთ-ერთ კრიზისულ პერიოდში. როგორც ქვეყნის […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლა იყო – ერთი დეპუტატი დაიღუპა, ერთი დაიჭრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლა იყო. ტელეგრამ არხი AMRA-life წერს, რომ სროლის შედეგად ერთი დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, ერთი კი, ოპოზიციონერი კან კვარჩია დაიჭრა. ტელეგრამ არხზე გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის კანონპროექტი განიხილებოდა. დაპირისპირება ადგურ ხარაზიასა და კან კვარჩიას შორის მოხდა, რა დროსაც, ხარაზიამ იარაღი ამოიღო და კვარჩიას ესროლა, გოლანძია კი მათ გაშველებას […]

საფრანგეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელიც უცნობებს ინტერნეტით სთავაზობდა თავისი ცოლის გაუპატიურებას

საფრანგეთის ქალაქ ავინიონის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 72 წლის დომინიკ პელიკოს, რომელიც წლების განმავალობაში დამამშვიდებელი პრეპარატებით აძინებდა საკუთარ ცოლს და შემდეგ უცნობ პირებს ინტერნეტით სთავაზობდა მის გაუპატიურებას, რასაც კამერით იღებდა. სასამართლომ პელიკო ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნო. მასთან ერთად დამნაშავედ ცნეს 51 სხვა პირი. პელიკომ დანაშაული აღიარა, მაგრამ, როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, შეიძლება […]

პროტესტი თეატრალურ უნივერსიტეტში – სტუდენტები რექტორისგან ძალადობის დაგმობას ითხოვენ

პროტესტის ეპიცენტრში თეატრალური უნივერსიტეტია – სტუდენტები ამ წუთებში რექტორს ხვდებიან, რომლისგანაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გავრცელებას ითხოვენ. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ ახლა საჭიროა, ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა საჯარო განცხადება გამოაქვეყნოს, რომლითაც საპოლიციო ძალების მიერ მსახიობებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ ძალადობას კატეგორიულად დაგმობს. “კითხვაზე, რატომ გაუჭირდა უნივერსიტეტს ამ განცხადების დაწერა, ჩვენ არ გვაქვს. […]

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის პრეზიდენტი ყაველაშვილია – დაპირისპირება და რექტორის პასუხი სტუდენტებს

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. სტუდენტებმა ადგილზე აქცია გამართეს. ისინი რექტორისგან, დავით გურგენიძისგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირებას და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ძალადობის დაგმობას მოითხოვდნენ. ახალგაზრდების მოთხოვნებს შორისაა, ასევე, წაიშალოს უნივერსიტეტის ფეისბუქ და ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ ყაველაშვილის “გაპრეზიდენტების” მისალოცი განცხადება, რომელიც რექტორ გურგენიძის სახელით გამოქვეყნდა. პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებთან ჩავიდნენ თავად რექტორიც […]

(ვიდეო) – “ასე ემუქრება რექტორი ჩემს შვილს!” – ლიკა ჭელიძე

ასე ემუქრება რექტორი ჩემს შვილს! ქეთო ხომერიკი იმედია, არ გეშინია ამ სუბიექტის შვილო! დავით გურგენიძე, თქვენ ხართ სამარცხვინო ადამიანი!!! ვის მოუვიდა აზრად თქვენი რექტორობა?! რეჟიმის პროპაგანდისტად ჩამოყალობდით! მე თქვენი სამჯერ ნასამართლეობის სულ არ მეშინია!!! ბავშვები თქვენ როგორ გეყვარებათ?! ბავშვის გატაცებაზე ნასამართლევ ადამიანს! არსად კაცად არ მოგიხსენიეთ, ეს შეამჩნიეთ ალბათ! ქეთო ხომერიკი შენ მართალი ხარ! შენი […]

დეზინფორმაციაა, თითქოს ზურაბიშვილს ევროპარლამენტში ჩაწერილი ტაშით დახვდნენ

მტკიცება, თითქოს საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში ჩაწერილი ტაშით დახვდნენ, დეზინფორმაციულია. კადრებში ჩანს, რომ ევროპარლამენტარები ზურაბიშვილს ტაშს უკრავენ. ინფორმაცია, რომ გამოსვლისას ტაშის ჩანაწერი ჩართეს, უარყვეს ევროპარლამენტშიც. “მითების დეტექტორი” დასაზუსტებლად, ჩართული იყო თუ არა დარბაზში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას ტაშის ჩანაწერი, ევროპარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მათ პროსახელისუფლებო მედიის მტკიცება უარყვეს: “გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “ჩაწერილი ტაში” არ ყოფილა. […]

“კრემლის პროპაგანდისტი დაძრწის აქციებზე და წერს, რომ “ქართველების უმეტესობა მხარს არ უჭერს პროტესტს” – ნიკა ფარულავა

კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი, ნიკა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსი პროპაგანდისტი პატრიკ ლანკასტერი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიაში მუშაობდა, საქართველოშია და საპროტესტო აქციებზე დადის. კრემლის პროპაგანდისტი პატრიკ ლანკასტერი დაძრწის აქციებზე, დემონსტრანტებს ინგლისურად ესაუბრება და ეცნობა, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი. რამდენიმე ვლოგი გადაიღო ბოლო დემონსტრაციების შესახებ და ასე გააშუქა: “დემონსტრანტები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს”, “ქართველების უმეტესობა მხარს არ […]

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს – სტატისტიკა

2024 წლის 11 თვეში საქართველომ უცხოეთიდან 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.43 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 13%-ით, რაოდენობრივად კი 12%-ით მეტია. 2024 წელს საქართველომ რუსეთიდან $471 მილიონი დოლარის ღირებულების 630 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წლიურად 8%-ით არის შემცირებული. სავარაუდოდ, შემცირების მიზეზი თავად რუსეთის მიერ ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც […]