ნონა ქურდოვანიძე – კანონები, რომელიც პარლამენტმა მიიღო დაჩქარებული წესით, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს – ევროსაბჭოს დელეგაციას ვთხოვე ვენეციის კომისიის წინაშე დააყენონ საკითხი, რომ მომზადდეს შესაბამისი შეფასებები

ვთხოვე, მათი მხრიდან ვენეციის კომისიის წინაშე დაყენებულიყო საკითხი, რომ მომზადდეს შესაბამისი შეფასებები კანონპროექტებთან დაკავშირებით – კანონები, რომელიც პარლამენტმა მიიღო დაჩქარებული წესით, საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს ,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაკავება, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სანქციების გაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში […]
FED-მა საპროცენტო განაკვეთი 25 პუნქტით შეამცირა

FED-მა საპროცენტო განაკვეთი 25 პუნქტით შეამცირა აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed), რომელიც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, საბაზისო წლიური საპროცენტო განაკვეთი 25 პუნქტით, 4,25-4,5%-მდე შეამცირა. ამასთან, 2025 წლისთვის აშშ-ში ინფლაციის პროგნოზი 2.1%-დან 2.5%-მდე გაზარდა. საპროცენტო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება დაემთხვა ანალიტიკოსებისა და ეკონომისტების უმეტესობის მოლოდინებს. მათი დიდი ნაწილი ასევე მოელის, რომ დეკემბერში Fed-ი განაკვეთს კიდევ 25 […]
ეუთოს 17 ქვეყანა: ვგმობთ “ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას

განცხადებაში, რომელიც ნიდერლანდის წარმომადგენელმა წარუდგინა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს, ვკითხულობთ: “ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება, თუმცა ჩვენ მკაცრად ვგმობთ “ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც იყენებენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს”. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ქვეყნები: ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, […]
მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ – ვლადიმერ პუტინი

მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ – ვლადიმერ პუტინი მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბატონი ჯონსონი, კარგი ვარცხნილობით, ჩავიდა და მან თქვა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იბრძოლონ. ისინიც იბრძვიან, მაგრამ ის უკრაინელები, რომელთაც ბრძოლა სურთ, მალე ამოიწურება. ჩემი აზრით, […]
გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად – 17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად – 17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , – ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში […]
16 ქვეყანა გმობს „ოცნების“ ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებზე

აშშ, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესტონეთი, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ფინეთი და შვედეთი მკაცრად გმობენ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეების მიმართ. საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელზეც ხელმოწერები გრძელდება, ვენაში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოში ნიდერლანდების ელჩმა წარადგინა. „ჩვენ შეძრწუნებული […]
ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალისტებს და დემონსტრანტებს ხვდება

ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალისტებს და დემონსტრანტებს ხვდება. კერძოდ, ამ წუთებში, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე არიან ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა, “ტვ პირველის” ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, დაზარალებული მოქალაქე, დავით გოგილაშვილი და სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციების წევრები. გარდა ამისა, დღეს ევროპის საბჭოს დელეგაცია ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
მეტროში ახალგაზრდის ცემაში ბრალდებულები მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა მეტროში ახალგაზრდის ცემაში ბრალდებული ორი კაცი. მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიჩნია, რომ 2000-ლარიანი გირაო დააზღვევდა მათგან ხელახალი დანაშაულის ჩადენის რისკებს. „შელაპარაკების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს დაზარალებულს. კერძოდ, ხელი დაარტყეს სახის არეში, ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოუჭირა ყელის არეში. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი“, – თქვა საქმის პროკურორმა. პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ […]
ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა მინისტრ გომელაურს, „ხარებას“ და პოლიციის სამ მაღალჩინოსანს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 19 დეკემბერს სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე. სანქცირებული არიან: · ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი; · ალექსანდრე დარახველიძე – შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე; · […]
“ჩემი “ბოლტის“ კურიერი 19 წლის გახდა… ძალიან დიდ ვალში ვარ ჩემს შვილთან…“ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

“ნიკუშა ახლა რომელიღაც შორეულ აზიურ ქვეყანაშია (ჩვენც არ გვეუბნება რომელში) და სწავლობს იქაურ ენას. მანამდე კარგად ისწავლა იაპონური. სკოლაში სწავლის პარალელურად.თბილისში “ბოლტის“ კურიერად მუშაობდა თითქმის ერთი წელი. აზიაში ხელახლა წასვლის წინ კი 2 თვის განმავლობაში ფეხით მოიარა საქართველო. (მხოლოდ 3-4-ჯერ ისარგებლა ავტოსტოპით) თავის დროზე ნიკუშა, რომელიც ნიკოლოზობაზე დაიბადა, სამებაში მონათლეს უკრაინის და პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტებმა, […]