თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე მსჯელობისთვის – კობახიძე ე.წ. „რუსულ კანონზე“

ბატონი ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს განემარტა საქართველოში არსებული ვითარება, და ის, რომ ბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, აქედან გამომდინარე, საპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება აღარ არის. „მინდა კიდევ […]

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“ – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. […]

ზურაბ ჯაფარიძე – პატიმრობაში ალბათ, ვერ გამიშვებენ, რადგან თვლიან, რომ დეპუტატი ვარ – ალბათ, ჯარიმას და ან რამეს გამოიყენებენ

პატიმრობაში ალბათ, მე ვერ გამიშვებენ, რადგან ისინი თვლიან, რომ ჯერ დეპუტატი ვარ, იმის მიუხედავად, რომ განცხადება დაწერილი მაქვს. ალბათ, ჯარიმას და ან რამეს გამოიყენებენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც 2 დეკემბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უნდა იმსჯელონ. „მედავებიან […]

ალენ ბერსე – როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში – ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს

ყველა ძალა როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს -ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში. „პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ […]

მამუკა ხაზარაძე – „მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა იმის დემონსტრირება, რომ „ოცნება“ კრემლის მიერ მართული რუსული ძალაა

„მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ „ოცნება“ არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა საქართველოში, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, რაც უფრო მეტ „სანქცირებულს დააწინაურებს, მეტად გამოაჩენს საკუთარ უსუსურობას“. „ივანიშვილის არალეგიტიმურ მთავრობას უკვე ავტორიტარული რეჟიმის ოფიციალური სტატუსი […]

ალენ ბერსე – მე აბსოლუტურად ღია და მზად ვიყავი, რომ შევხვედროდი ყველას და მათ ჰკითხეთ, რატომ არ შემხვდნენ

ქართველები არიან ევროპელები, ევროპული ოჯახის სრული წევრები და ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ ეს ყველაფერი აკეთოს. მე აბსოლუტურად ღია და მზად ვიყავი, რომ შევხვედროდი ყველას და მათ ჰკითხეთ, რატომ არ შემხვდნენ, – ასე უპასუხა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ კითხვას, თუ რა პასუხი აქვს „კოალიცია ცვლილებებს“ ლიდერების განცხადებაზე, რითაც მათ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. […]

ირაკლი კობახიძე – თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის – ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული გვქონდა

თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ამ საკითხზე მსჯელობასთან მიმართებით ღიაობა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა. „ჩვენ გვქონდა მსჯელობა კანონმდებლობაზე, მათ შორის მსჯელობა გვქონდა „გამჭვირვალობის შესახებ“ […]

ელონ მასკი თვლის, რომ “მხოლოდ “ალტერნატივა გერმანიისთვის” გადაარჩენს გერმანიას

ამერიკელი მილიარდერი და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მრჩეველი, ელონ მასკი თვლის, რომ გერმანიას გადაარჩენს მხოლოდ პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD). მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ეს განცხადება X-ის საშუალებით გაავრცელა გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. მასკის განცხადება მიბმულია Youtube-ზე ვიდეოების გერმანელი ავტორის, პროდიუსერის, ნაომი ზაიბტის ვიდეოსთან. მასში ზაიბტი გერმანიის კანცლერის პოსტზე მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული […]

“ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას“- ანა დოლიძე

კოალიცია , “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე “ფეისბუქზე” წერს, რომ ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. “მეგობრებო, მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი. ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ნიდერლანდები იმუშავებს ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ამავე მიმართულებით. ეს არის მმართველი კოალიციის […]

აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის – ეს სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელია – ალენ ბერსე

აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის – საქართველოსთვის კრიტიკული დროა, საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბერსეს თქმით, მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ შეხვედროდა ყველას, რადგან ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის ქვაკუთხედი არის დიალოგი. „საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, […]