ირაკლი კობახიძე – შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ჩვენს მაგალითზე, ყველაზე კარგად გამოჩნდება – იმედი გვაქვს, რომ „დიფ სტეიტის“ დამარცხებით, მშვიდობა დაისადგურებს მსოფლიოში

რისკები, ბუნებრივია რჩება, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ეს გამოჩნდება უკვე 20 იანვრის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე ნათლად საქართველოს მაგალითზე გამოჩნდება, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია რამდენად შეძლებს „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, რაც, თავის მხრივ, მსოფლიოში მშვიდობის დასადგურებას შეუწყობს ხელს. „დაველოდოთ […]

ვახტანგ გომელაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს – ჭოუ ციენს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. შეხვედრის […]

კახა კალაძე – ის განცხადებები, რასაც ვისმენთ თუნდაც ზელენსკის მხრიდან, უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს

მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, უკრაინა „უმძიმეს მდგომარეობაშია“. „რეალურად, უმძიმეს მდგომარეობაშია უკრაინა. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც იქ ხდება. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ თუნდაც ზელენსკის მხრიდან, მეტყველებს მათ […]

ნიკა მელია ალენ ბერსეზე – ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს: „რუსული კანონის“ შელამაზება და ა.შ. – პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა: ახალი არჩევნები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის დღევანდელი განცხადებები რეალობას მოწყვეტილ, ბიძინა ივანიშვილის „საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს“ ეხებოდა. მელიას ამბობს, რომ ბერსეს მისი კოალიცია არ შეხვდა, რასაც კონკრეტული მიზეზები ჰქონდა. „გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ […]

“მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ – გიორგი გახარია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაზე

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ალენ ბერსემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ კანონს შეცვლის “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმაურება. “მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“, – წერს გიორგი გახარია საკუთარ ფეისბუკგვერდზე. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ […]

პრემიერი – ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე დაკავებულები გათავისუფლდებიან – ეს არ ეხებათ მათ, ვინც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან – ეს განმარტება მივეცით გენერალურ მდივანს

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოში არსებული ვითარება განვუმარტეთ – ძალადობრივი აქტების გამო ძირითადად ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა და განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული წესით პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან განთავისუფლებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან შეხვედრების თაობაზე განაცხადა. […]

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში საპროტესტო აქციები არ შეწყდება!

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ორმაგი მიზანი აქვს: პირველი პროტესტი არჩევნებთან დაკავშირებით, მისი არმიღება. „დამიბრუნეთ ჩემი ხმა“ არის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი და მთავარი მოთხოვნა. საპროტესტო აქციები არ შეწყდება! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დამიბრუნეთ ჩემი ხმა“ ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ისევე როგორც მის მიერ დამტკიცებული […]

ზურაბ ჯაფარიძე – ერთადერთი დიალოგი, რომელიც ამ ხელისუფლებასთან იქნება, ხელახალი არჩევნებია – რაც არ უნდა ილაპარაკოს ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა ან სხვამ

ერთადერთი დიალოგი, რომელიც ამ ხელისუფლებასთან იქნება, ხელახალი არჩევნებია, – ასე გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეიცვლება. ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგი გამორიცხულია. „სხვა არანაირი დიალოგი არ მოხდება და ამაში არ ჩაერთვება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ, რაც არ უნდა ილაპარაკოს ევრო […]

ალენ ბერსე – უდავოდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქვეყანაში – თუმცა ყველა დაპირება, რაც მივიღეთ საბოლოოდ, მივიღეთ მთავრობისგან

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ეხებოდა საქართველოში არსებულ სიტუაციას, მის განვითარებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში – ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა და ის ვალდებულებები, რაც არსებობს – უდავოდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქვეყანაში,- ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მან ასევე, […]

მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 ხელმძღვანელ პირს, მათ შორის ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურსა და მირზა კეზევაძეს ღირსების ორდენზე წარადგენს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ღირსების ორდენზე წარსადგენთა შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარვადგინო შს-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.11 თანამდებობის პირზეა საუბარი. ესენი არიან შს მინისტრი, ვიცე – […]