ოთარ გრიგოლია – რადიკალური ოპოზიციისთვის დემოკრატია და ევროპა კარგია მაშინ, როცა ეს მათ სასარგებლოდ მუშაობს. როდესაც დემოკრატია და ევროპა საუბრობს სამართლიანობაზე, მათთვის ეს მიუღებელია

რადიკალური ოპოზიციისთვის დემოკრატია და ევროპა კარგია მაშინ, როცა ეს მათ სასარგებლოდ მუშაობს. როდესაც დემოკრატია და ევროპა საუბრობს სამართლიანობაზე, მათთვის ეს მიუღებელია,- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლიამ, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, რომელმაც საკმაოდ კონსტრუქციული წინადადება ჩამოიტანა და მოლაპარაკებებს აწარმოებს. ოთარ […]

დავით მათიკაშვილი – ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ევროპელი თანამდებობის პირი მზაობას აცხადებს, კანონთან მიმართებით, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით იყოს მხარეთა შორის მსჯელობა და აზრთა გაცვლა

ეს არის მართლაც ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ევროპელი თანამდებობის პირი მზაობას აცხადებს, რომ კანონთან მიმართებით, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით იყოს მხარეთა შორის მსჯელობა და აზრთა გაცვლა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას. მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პასაჟს, რაც გენერალურმა მდივანმა თუნდაც გამჭვირვალობის კანონთან მიმართებით […]

ევროკომისია ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს

ევროკომისია დღეს ევროპულ საბჭოს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ შეთავაზებას წარუდგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია აღნიშნული. „თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ყოფნისთვის ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნულია პრესრელიზში. […]

ლევან მახაშვილი – ოპოზიცია რომ ამ პროცესის მიმართ დესტრუქციას მოაწყობდა, ალენ ბერსეს ვიზიტის დაწყებისას ჩანდა – არ გაგვიკვირდება, თუ მას უახლოეს მომავალში შერაცხავენ, როგორც რუსეთის აგენტს და რუსეთუმეს

ოპოზიცია რომ ამ პროცესის მიმართ ყველანაირ დესტრუქციას მოაწყობდა, ამ ვიზიტის დაწყებისას ჩანდა – სამწუხაროდ, არ გაგვიკვირდება, თუ ამ ადამიანს უახლოეს მომავალში შერაცხავენ, როგორც რუსეთის აგენტს და რუსეთუმეს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დიალოგთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ალენ ბერსეს ვიზიტით პირველი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, […]

სალომე ზურაბიშვილი – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ცოტა გაუგებრობაშია – ნათლად ავუხსენი, რომ მათი მანდატი არ არის, რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან და მით უმეტეს, „რუსული კანონი“ განიხილონ

ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს [ალენ ბერსე] და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს, განიხილონ „რუსული კანონი“, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ევროსაბჭოს, როგორც ყველაზე ძველი ევროპული ორგანიზაციის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, ხმა ამოიღოს „ხალხის […]

საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გარეთ უორდი დაიბარეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრიტანელ დიპლომატს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა. „შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო. მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას. […]

შალვა პაპუაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ე.წ. პროფესიული წევრების ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ე.წ. პროფესიული წევრების ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა. მანვე შექმნა საკონკურსო კომისია, რომელიც კანდიდატებს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. ცესკოს პროფესიული წევრებიდან ერთს უფლებამოსილების ვადა მომავალ კვირას გასდის, ხოლო სამ წევრს – თებერვალში. ამიტომ კონკურსის გამოცხადება გახდა საჭირო, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, უკვე პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივას წარმოადგენს. […]

2025 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში თბილისის მერი 24 დეკემბერს წარადგენს

2025 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში თბილისის მერი, კახა კალაძე 24 დეკემბერს წარადგენს. აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, გრიგოლიამ საკრებულოს ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ სხდომაზე მივიდნენ და თავიანთი ვალდებულება შეასრულონ. „თბილისის მერის, კახა კალაძის მოსმენა 24 დეკემბერს იგეგმება. თბილისის მერი 24 დეკემბერს საკრებულოში მოვა და განვიხილავთ მიმდინარე საკითხებთან […]

პატარაია: არანაირ რუსულ კანონებზე მოლაპარაკებას არ ვაპირებთ! რეჟიმი უნდა დასრულდეს!

მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბერსესთან საუბარში არც ერთხელ არ უხსენებიათ რუსული კანონი ან მისი გაუქმება. ვისაუბრეთ წამებაზე და უფლებების მასიურ დარღვევებზე და ჩვენი მოთხოვნები უცვლელად გავაჟღერეთ: 1. თავისუფლება პოლიტპატიმრებს; 2. ახალი არჩევნები საქართველოს! არანაირ რუსულ კანონებზე მოლაპარაკებას არ ვაპირებთ! არალეგიტიმური და მოძალადე რეჟიმი უნდა დასრულდეს!

EU-კომისია: ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს EU-ში სამოგზაუროდ ვიზა დასჭირდებათ

დღეს ევროკომისია წარადგენს წინადადებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ქართველი დიპლომატების შემთხვევაში შეჩერდეს. როგორც ევროკომისიის საიტზეა განმარტებული, თუ საბჭომ მიიღო ეს წინადადება, ქართველ დიპლომატებს, მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, ევროკავშირში გამგზავრებისთვის ვიზა დასჭირდებათ. სავიზო რეჟიმის გამარტივება, როგორიცაა განაცხადის ხანმოკლე დრო, დაბალი სავიზო მოსაკრებლები და ნაკლები დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა, ასევე […]