აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებაზე სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა

„უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ, დაუშვებლად ცნო „უფლებები საქართველოს” სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა თბილისი საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით, საექსტრადიციო 3- თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. როგორც განმარტავენ, საგანგაშოა, რომ […]

აზერბაიჯანული ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების ჩატარებისთვის თანაბარი პირობების არარსებობის გამო აკრიტიკებს

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სახელმწიფო და საჯარო მოხელეები დაავალდებულა ხელი მოეწერათ პროსახელისუფლებო დეპუტატების სასარგებლოდ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. აზერბაიჯანელი აქტივისტები აცხადებენ, რომ გარდა ამისა, ოფიციალური პირები ხელს უწყობენ ფიქციურ ოპოზიციას, რომელიც ქმნის კონკურენციის სახეს. აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 300 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 125 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობის […]

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ფეხბურთელმა გუნდი შეიცვალა

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალ ფეხბურთელად მიჩნეულმა 24 წლის ხორვატმა ანა მარია მარკოვიჩმა გუნდი შეიცვალა და ამიერიდან პორტუგალიური “ბრაგას” მაისურს მოირგებს. “გპირდებით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გავცემ. ყოველთვის პოზიტიური განწყობილება მექნება და იმედი მაქვს, რომ მოედანზე რაც შეიძლება სწრად მიხილავთ”, – დაწერა მარკოვიჩმა Instagram-ზე. მარკოვიჩი ხორვატიაში დაიბადა, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად […]

უკრაინა აცხადებს, რომ კურსკის ოლქის 82 დასახლებაზე დაამყარა კონტროლი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამხედრო შტაბის სხდომაზე თქვა, რომ უკრაინამ შექმნა პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამავე სხდომაზე მან განაცხადა, რომ კურსკის ოლქში შეტევის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა 82 დასახლებაზე, შესაბამისად, 1 150 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი. “საბოლოო ჯამში, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან ჩვენმა სამხედროებმა 35 კილომეტრის […]

სემეკი მოუწოდებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები

სემეკი მოუწოდებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პროცედურების დარღვევის გამო სს „თელასი“ დააჯარიმა. კომპანიას დაევალა სემეკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დარღვევების აღმოფხვრა და დაკისრებული ჯარიმის – 5000 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. კერძოდ, სს „თელასმა“ მომართა სემეკს […]

კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

15 აგვისტოს, 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და განმარტავს, რომ შეზღუდვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება. „სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს, 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის […]

Reuters – დოჰაში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

დოჰაში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, სავარაუდოდ, ამერიკელ და ეგვიპტელ კოლეგებთან და კატარის პრემიერ-მინისტრთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას „მოსადის“ დირექტორი, დევიდ ბარნეაც მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, გაგზავნა თუ არა „ჰამასმა“ მოლაპარაკებებზე წარმომადგენლები.

მთავრობა ოლიმპიელებს დახურულ სივრცეში დააჯილდოებს

დღეს, 15 აგვისტოს, 20 საათზე, ცერემონიების სასახლეში [პრეზიდენტის ყოფილი სასახლე] ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია მთავრობის ადმინისტრაცია. მას დაესწრებიან როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის წევრები, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. თუმცა, ღონისძიებას არ დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და დაასახელა ორი მიზეზი, რის გამოც არ სურს მთავრობის მიერ დაგეგმილ […]

მიხაილო პოდოლიაკი კურსკის ოპერაციაზე – იყო განხილვები პარტნიორ ძალებთან, მაგრამ არა საჯარო დონეზე

უკრაინის მოულოდნელი თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ვაიძულოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რომ უკრაინელების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრამ რუსებს ვლადიმერ პუტინის ომის მკაცრი რეალობა აჩვენა. „ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აბსოლუტურად მკაფიო ინსტრუმენტები, რათა ვაიძულოთ რუსეთი მოლაპარაკებაში ჩაერთოს. ერთ-ერთი […]

საქართველოს პრეზიდენტს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გარეტ ედუარდ უორდმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.