18 წ. | როტაციით და ცვლილებებით ინგლისთან

“უმცროსი ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. საქართველო 16 აგვისტოს პაარლის გიმნაზიის მოედანზე ინგლისს ჩვენი დროით 15:30 საათზე ეთამაშება. პირველ მატჩში “უმცროსი ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკას შეხვდნენ და მასპინძლებმა 20:3 მოიგეს, ინგლისს კი ირლანდიამ 42:28 მოუგო. სამწუხაროდ, აფრიკელებთან მატჩში ორივე მარჯვენა ბურჯი დაშავდა – გიორგი ტურაშვილი და ნიკოლოზ კუმარიტოვი. მათ […]

“სააკაშვილის ბრალეულობა არ გამორიცხავს რუსეთის ბრალეულობას” – კობახიძე 2008 წლის ომის გამო “ნაცმოძრაობის” გასამართლებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტია “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დმიტრი პოლიანსკის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. პოლიანსკიმ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება გაიმეორა 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე. კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის “ნაკლებად საინტერესოა, სხვა რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს სიმართლე იმ ღალატზე, […]

უკრაინა და რუსეთი კურსკის ოლქში ცხარე ბრძოლების ფონზე წარმატებას იტყობინებიან

უკრაინამ ტყვედ ჩაიგდო 102 რუსი ჯარისკაცი კურსკის ოლქში, აცნობა რადიო თავისუფლებას უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმირებულმა წყარომ. ეს ინფორმაცია ერთია იმ მრავალ ურთიერთგამომრიცხავ ცნობას შორის, რომლებსაც ორივე მხარე ავრცელებს რუსეთის დასავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედების შესახებ. „ეს არის უკრაინის უშიშროების ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგი“ – განაცხადა წყარომ წინა დღეს. Telegram- არხი, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან არის […]

სააპელაციომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საჩივარი განუხილველი დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი, რომლითაც მისი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებას ითხოვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომელიც მის უფლებებს იცავდა, აცხადებს, რომ სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. „სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა აფგან სადიგოვის განცხადება, საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ, საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით… საგანგაშოა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ახალი გარემოება“, […]

„მაიმუნის ყვავილი“ – ჯანმომ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორედ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალისტები ამბობენ, რომ 2022-2023 წლებისგან განსხვავებით წელს, „მაიმუნის ყვავილის“ გაცილებით საშიში შტამია გავრცელებული. ვირუსის ეპიცენტრი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც 14 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 500-ს აღემატება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამი, გაცილებით მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე […]

საფრანგეთში ყოფილი ელჩი „ოცნების“ განცხადებებს აგვისტოს ომზე, საზიანოს უწოდებს

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, “ეფემერულ პოლიტიკურ ეფექტზეა” გათვლილი, რომელთაც რუსეთი სათავისოდ იყენებს და რომლებიც დიდ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას. ამის შესახებ ყოფილმა ელჩმა, რომელმაც პოსტი რუსული კანონის გამო დატოვა, სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა. „სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ […]

“ეს ივანიშვილის ნოუ–ჰაუა – ეს არაა პოლიტიკური საკითხი” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადების ციტირების ფაქტსზე, ამბობს: ოკუპირებული საფრანგეთის, ჰიტლერის მარიონეტულ ვიშის მთავრობასაც კი არ მოსვლია აზრად იმ თანამემამულეების გასამართლება, რომლებიც გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. ასეთი გააფთრებული, თავზეხელაღებული ღალატი ივანიშვილის ნოუ-ჰაუა და ნათელი სიგნალია ყველასთვის, ვისაც საქართველო […]

“რა შუაშია ივანიშვილი? ხომ არ გეშლებათ? შვილზე მთავრდება ორივე…” – კობახიძე ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე

პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჰელსინკის კომისიის მწვავე განცხადებას პასუხობს: „ძალიან შემაშფოთებელი მდგომარეობაა, იცით, რომ არის ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც არის მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში, ის ცხოვრობს ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში და ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ეს არის ის სურათი, რომელთან დაკავშირებითაც საჭიროა კიდევ უფრო მეტი სიცხადე, თუმცა ეს არის რეალური მოცემულობა. რაც შეეხება ჰელსინკის კომისიის […]

ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 07:00 საათიდან 07:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების (ნაწილობრივ), ავჭალის გზატკეცილის, დიდგორის, სხვიტორის, აბაშვილის, შალვა ტრაპაიძის, გრიგოლ ხანძთელის, ულიანოვის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან […]

საქართველოში ხორბლის იმპორტის მოცულობა 69.1%-ით გაიზარდა

საქართველოში ხორბლის იმპორტის მოცულობა 69.1%-ით გაიზარდა 2024 წლის 6 თვეში ხორბლის იმპორტის ღირებულება წლიურად 33.5%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობა 69.1%-ით, რაც შემცირებული საშუალო იმპორტის ფასითაა გამოწვეული (-21.1% წ/წ), – ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს. ხორბლის იმპორტის ღირებულებამ წლის პირველ ნახევარში 28 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7 მლნ დოლარით მეტია. „2024 წლის ივლისში ხორბლის […]