“სეზონურ სამუშაოს, სამეგრელოში ქალები მალავენ” – ბელქანია

სეზონურ სამუშაოს, სამეგრელოში ქალები მალავენ. არა იმიტომ რომ ვინმეს თხილის გაფერთხვა-მოგროვება-გასუფთავება ეუხერხულება. არა. აქ საქმეს არც არავინ წუნობს და არცაა ასარჩევად. არის აგვისტო-ოქტომბერი და კონკურენციაც დიდია. ანაზღაურებაც დღეში 60-70ლ უკვე ტარიფია. ქალები დღე და ღამე მუშაობენ რომ ოჯახი არჩინონ. საქმე ისაა, რომ როგორც კი მათ ანგარიშზე თუნდაც ერთი დღის ნამუშევარი დაირიცხება მათ სახელმწიფო ე.წ სოციალურ […]

მიხეილ სააკაშვილი – რაც გაერო-ში ვიხილეთ და რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე გაუგონარი ღალატია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში

ის, რაც გუშინ ვიხილეთ გაერო-ში და რაც განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამოჩნდა, არის ერთ-ერთი ყველაზე გაუგონარი ღალატი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გაეროში 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ციტატა წაიკითხა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აღნიშნული მოვლენები […]

გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბელადი – შემოიჭრა სიხარულის ველზე და ცდილობს, დაძაბულობა და დაპირისპირება განავითაროს

ზეიმია, უნდა გავიხაროთ ყველამ ერთად, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი განცხადებით შემოიჭრა სიხარულის ველზე და ცდილობს, დაძაბულობა და დაპირისპირება განავითაროს, რომ პოლიტიკურ მიზნებს დაუქვემდებაროს, თუნდაც აბსოლუტურად ყველასთვის სასიხარულო ფაქტი, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებას ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არ არის ერის ისეთი ავტორიტეტი, რომელიც გადაწყვეტს, როგორ უნდა ვიზეიმოთ […]

საფრანგეთში ყოფილი ელჩის თქმით, აგვისტოს ომზე ოცნების განცხადება ქვეყნისთვის საზიანოა

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის გოჩა ჯავახიშვილის თქმით, ქართული ოცნების განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “უზარმაზარ ზიანს აყენებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას”. გოჩა ჯავახიშვილის თქმით, ქვეყნის სამართლიან სტრატეგიას, რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი – “ეფემერული პოლიტიკური ეფექტის” ეშხით გაკეთებული განცხადებები აბათილებს. “სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის […]

რუსეთში ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ ჩამოვარდა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ჰიპერბგერითი ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ ჩამოვარდა, იტყობინება „მედუზა“. მომხდარი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. უწყების განცხადებით, კატასტროფის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. ტელეგრამ-არხების ცნობით, თვითმფრინავი ფედერალური ავტომაგისტრალის, „რ-225“-ისგან 100 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა. „მედუზა“ აღნიშნავს, რომ ბომბდამშენი გეგმიურ ფრენას ასრულებდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ თვითმფრინავს ჰაერში გაუჩნდა ცეცხლი. პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს და მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

უკრაინამ კურსკის ოლქში პირველი სამხედრო კომენდატურა შექმნა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი სამხედრო კომენდატურა შექმნეს. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინული ძალების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის 15 აგვისტოს თათბირზე მოახსენა. „კურსკის ოლქის ტერიტორიაზე დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა-განადგურება სუჯას და სამ სხვა დასახლებულ პუნქტში. მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის პირველადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად შეიქმნა სამხედრო კომენდატურა, მის […]

“გადავიანგარიშე და GORBI-ის კვლევით 6 მანდატი გვაკლია საკონსტიტუციო უმრავლესობამდე” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: “სურათი არის ზუსტად ასეთი – ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევები, რომელსაც კომპანია ატარებს და ეს [GORBI-ის კვლევა] არის მსგავსი. გადავიანგარიშე და 107 მანდატი გამოგვდის GORBI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციას – 43. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მონაცემებით მხოლოდ ექვსი მანდატი გვაკლია საკონსტიტუციო უმრავლესობამდე. ვფიქრობ, ეს დანაკლისი თავისუფლად აღმოფხვრადია. თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ საკონსტიტუციო […]

ComCom-მა “მთავარი არხი” 2 500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 2 500 ლარით დააჯარიმა. საუბარია 2 სოციალურ კლიპზე, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში გადიოდა. მთავარი არხის განცხადებით, ვიდეოების შინაარსი რუსულ კანონს უკავშირდებოდა, რაც კომისიამ არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად ჩათვალა, რომლის მიზანიც, მათი აზრით, “ქართული ოცნების” დისკრედიტაცია იყო. “მთავარ არხს” ეთერიდან კლიპის ამოღებაც დაეკისრა.

ქუთათელაძე მამარდაშვილს ნიჟნი-ნოვგოროდულ გუნდში უხმობს

“პარი ნნ”-ის თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ უპასუხა კითხვაზე, საქართველოს ნაკრებიდან ვის მიწვევას ისურვებდა ნიჟნი-ნოვგოროდის გუნდში. “მამარდაშვილი ძალიან ძლიერი მეკარეა. მე მას ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში შევხვდი. მას, ხვიჩას (კვარაცხელიას) და ზურიკოს (დავითაშვილს) – ისინი ყველანი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან. მამარდაშვილს “პარი ნნ”-ში ვუხმობდი, მაგრამ ჩვენ, მედვედევიც ძალიან კარგი მეკარე გვყავს”, – ციტირებს ქუთათელაძეს Metaratings-ი. ქართულ ფეხბურთში […]

რუსეთში ქალს უკრაინულ ფონდში $51 გადარიცხვისთვის 12 წელი მიუსაჯეს

რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე ქსენია კარელინას უკრაინული ფონდისთვის 50 დოლარის შეწირვისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კარელინა სახელმწიფო ღალატში ცნეს დამნაშავედ. განაჩენი დღეს სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა. ქსენია კარელინა 2024 წლის თებერვალში დააკავეს, როდესაც ის რუსეთში ჩავიდა. ФСБ-ს განცხადებით, თანხა სავარაუდოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის შესაძენად წავიდა. გამოძიება კარელინასთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.