პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ლ.ქ., ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის დაკავებული არიან – 1989 წელს დაბადებული ო.ბ. და […]
მსახიობ ჯონი ვაქტორის მკვლელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს

მსახიობ ჯონი ვაქტორის მკვლელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს ლოს-ანჯელესში, ამერიკელი მსახიობის მკვლელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს ლოს-ანჯელესში, 37 წლის ამერიკელი მსახიობის ჯონი ვაქტორის მკვლელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს. პოლიციის ცნობით, რობერტ ბარსელოს, ლეონელ გუტიერესსა და სერხიო ესტრადას მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, ხოლო ფრენკ ოლანოს, მკვლელობის ხელშეწყობის ბრალდება ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 25 მაისს, გამთენიისას, ჯონი […]
საქართველო გამოხატვის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, 11 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოხატვის თავისუფლების ინდექსი 2023 გამოაქვეყნა. ინტერაქტიული ანგარიში ეფუძნება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მასშტაბურ გამოკვლევას, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 84,9% დაიმსახურა, რითაც გადაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და სხვადასხვა მაღალშემოსავლიან ქვეყნებს: საბერძნეთს, პოლონეთს, […]
მაქვს პატივი კვლავ წარმოვადგინო ფოთი, ხობი და სენაკი საქართველოს პარლამენტში დელეგატის რანგში, ჩემთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო საქმე, რომელიც მე და ირაკლიმ წლების წინ ერთად წამოვიწყეთ

მაქვს პატივი კვლავ წარმოვადგინო ფოთი, ხობი და სენაკი საქართველოს პარლამენტში დელეგატის რანგში, ჩემთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო საქმე, რომელიც მე და ირაკლიმ წლების წინ ერთად წამოვიწყეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი, რათა მოსახლეობასა და კანდიდატს შორის არ შესუსტდეს კავშირი და ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ […]
რუსეთმა ფრონტიდან კურსკის ოლქში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გადაისროლა – CNN

რუსეთმა კურსკის ოლქში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ათასკაციანი ბრიგადა გადაისროლა, მაგრამ არ შეუცვლია ფრონტზე არსებული მნიშვნელოვანი ძალები, ამის შესახებ CNN-ი წერს დასავლურ სადაზვერვო სამსახურთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით. „ითვლება, რომ რუსეთს ასობით ათასი ჯარისკაცი ჰყავს უკრაინის ფრონტზე, ამიტომ ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რამდენიმე ათასის გადაყვანას მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა დიდი შედეგები არ ჰქონდეს“, – წერს CNN-ი “არსებითი […]
ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ დელეგატებზე – ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული, ადგილობრივი ფეოდალები – ეს არის ის საყრდენი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოიყვანა არჩევნებზე

ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული, ადგილობრივი ფეოდალები – ეს არის ის საყრდენი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოიყვანა ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოსთვის” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ დელეგატთა სიას გამოეხმაურა. ნაცვლიშვილის თქმით, წარდგენილ ადამიანებს მოსახლეობის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს. „რუსეთის მსახური ხელისუფლება გარდაუვალად მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამის […]
ნატო-ს გენერალი – რუსეთის რეაქცია კურსკში მიმდინარე მოვლენებზე ნელი და დაბნეულია

ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მეთაურის, გენერალ კრისტოფერ კავოლის განცხადებით, რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციაზე რეაქციის ჩამოყალიბებას და ეს რეაქცია, ჯერჯერობით, ნელი და დაბნეულია. უკრაინული მედიის ცნობით, კავოლიმ საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოზე განაცხადა, რომ რუსეთის ასეთი რეაქცია რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ჯერ ერთი, არ არის გააზრებული, თუ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციის ფარგლებში […]
ანა ბუჩუკური – არჩევნებზე „ოცნების“ „ფეისები“ იქნებიან კორუმპირებული ფეოდალები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ მხოლოდ ხალხის ფულს იპარავდნენ და „ოცნების” პარტიულ სალაროს ავსებდნენ

არჩევნებზე „ოცნების“ „ფეისები“ იქნებიან კორუმპირებული ფეოდალები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ პარლამენტში და ტრიბუნა არასდროს გამოუყენებიათ, მხოლოდ ხალხის ფულს იპარავდნენ და “ოცნების” პარტიულ სალაროს ავსებდნენ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გუშინ „ქართული ოცნების” მიერ დასახელებული დელეგატების ძირითადი ნაწილი 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის” სალაროს ავსებდა. „არჩევნებზე […]
„შენ ძალიან მახინჯი ხარ როლისათვის” – ვინ უთხრა მერილ სტრიპს სიტყვები, რამაც მისი ცხოვრებას მოტივაცია შესძინა – Marao

ჰოლივუდის ვარსკვლავთა ცხოვრებასა და მიღწევებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს მსოფლიო დონის ვარსკვლავი მერილ სტრიპი, რომელმაც შეძლო და მთელი თავისი კარიერის განმავლობაში უამრავი საოცარი როლი შეასრულა. კინოკრიტიკოსთა აზრით, ის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია თანამედროვე ისტორიაში, რომელიც ყველაზე ბევრჯერ წარადგინეს „ოსკარის“ დაჯილდოებაზე. მსახიობის ფილმებს შორის არის ისეთი დაბალბიუჯეტური ფილმებიც, რომელთა გამოც მას ძალიან დაბალი ჰონორარი აქვს აღებული, თუმცა […]
საქართველოში რძის და კვერცხის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.1 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ კი 19.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 11.1 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 162.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.5 პროცენტით ნაკლებია.