თიბისის პარტნიორი, ავტომანქანების თანამგზავრულ-სანავიგაციო სისტემების კომპანია „ჯიპიეს ჯორჯია“, ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია

ავტომანქანების თანამგზავრულ-სანავიგაციო და დაცვითი სისტემების ქართულ ბაზარზე „ჯიპიეს ჯორჯია“ ერთ-ერთი ლიდერია. მოთხოვნა GPS მონიტორინგის თანამედროვე და მაღალი ხარისხის სისტემების დამონტაჟებაზე ინდივიდუალურ თუ კორპორატიულ სატრანსპორტო საშუალებებზე სტაბილურად იზრდება. ამას „ჯიპიეს ჯორჯიას“ ისტორია და ზრდის დინამიკა ადასტურებს. კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჩუგოშვილმა, ბიზნეს პარტნიორ რატი მაღლაფერიძესთან ერთად, უკვე არსებული კომპანია რამდენიმე წლის წინ შეიძინა. იმ დროს კომპანიას დაახლოებით […]

“ჩუმად იყავი, სანამ “კვარაზე” უკეთეს ფეხბურთელს არ დავასახელებ” – ნახეთ, იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევის არჩევანი [VIDEO]

იტალიის ნაკრების ყოფილ შემტევს ემანუელე ჯაკერინის Dazn-ის ჟურნალისტმა სთხოვა ჩუმად ყოფილიყო იქამდე, სანამ “ნაპოლის” შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთეს ფეხბურთელს არ დაასახელებდა. ჯაკერინიმ “კვარა” ფედერიკო კიეზას (იუვენტუსი), რაფაელ ლეაუს (მილანი) და სხვა სერია A-ს ცნობილ შემტევებს ამჯობინა. შეგახსენებთ, ემანუელეს იტალიის ნაკრების რიგებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული.

1871 წლის 16 აგვისტოს ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა

1871 წლის 16 აგვისტოს დაიბადა ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი. მუსიკალური განათლება უფროსი ძმის ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში; სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორღანზე დაკვრას; მღეროდა ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში – ლ. აღნიაშვილის გუნდში; 1891 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას; 1896 წლიდან დაიწყო ქართული ხალხური […]

გიორგი ვაშაძე – თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი! – „ქართული ოცნება“ თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ

თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი! – „ქართული ოცნება“ თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ, – ასე გამოეხმაურა “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე Meta-ს გადაწყვეტილებას, კომპანიის პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელების წაშლას. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში რეალური პრობლემების მოგვარების მაგივრად, რუსეთის მხარდაჭერით საქართველოში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. „წარმოუდგენელ რეალობაში […]

გიორგი ბარამიძე – ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია, პუტინს მეხუთე კოლონის დაკარგვის – „ქართული ოცნება“ ცდილობს რუსეთს სისხლიანი ხელები მოწმინდოს და ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

ჩვენ გუშინ ვიხილეთ “ქართულ ოცნებად” წოდებული ამ კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომლებმაც კი არ აღიარეს, რომ შეცდომა მოუვიდათ და შეეშალათ, კვლავ გააგრძელეს რუსეთის საამებლად საქართველოს დადანაშაულება, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანი, გიორგი ბარამიძე შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას. გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის […]

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ხსენებული მაგისტრალის 190.3 კილომეტრზე რედუცირების კვანძის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდება. მათივე ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 19 აგვისტოს 07:00-დან 12:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გაზგამანაწილებელ სადგურ „შპს „ყამარი მ”-ის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება სოფელ […]

დიმიტრი ხუნდაძე – მადლობა “ქართული ოცნების” გუნდს მორიგი ნდობისთვის და საზოგადოებას აქამდე, არაერთგზის, გაწეული თანადგომისთვის

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე “ქართული ოცნების” გუნდს ნდობისთვის და მისი მცხეთა-მთიანეთის დელეგატად წარდგენისთვის მადლობას უხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით ხუნდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „არჩევანიც საზოგადოების მხრიდან მშვიდობის და განვითარების სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს, ამის გარანტი კი მხოლოდ “ქართული ოცნებაა”. „ნებისმიერი სხვა არჩევანი რისკის ზონაა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში და […]

„უკვე კარგად ვარ… მეკარე წელში მუხლით დამეჯახა“ – ბუდუ ზივზივაძე

გუშინ საღამოს გერმანული მედია ბუდუ ზივზივაძის შესაძლო ტრავმაზე წერდა. „ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“, – წერია bnn.de-ის გავრცელებულ ცნობაში. საბედნიეროდ, გაირკვა, რომ ქართველ ფორვარდს სერიოზული ტრავმა არ მიუღია. „გუშინ ვარჯიშზე, მეკარე წელში მუხლით დამეჯახა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, დღეს უკვე კარგად […]

სა­ყო­ველ­თაო­ ჯან­დაც­ვის­ და­ნა­ხარ­ჯებ­ის ­რეა­ლუ­რი­ დო­ნე­ გაიზარდა – GNOMON WISE

2023 ­წელს­ სა­ყო­ველ­თაო­ ჯან­დაც­ვის­ და­ნა­ხარ­ჯებ­ის ­რეა­ლუ­რი­ დო­ნე ­თვალ­სა­ჩი­ნოდ­ გაიზარდა, – ამის შესახებ ორგანიზაცია GNOMON WISE-ს კვლევაშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, 2023­ წელს,­ წი­ნა­ წელ­თან­ შედარებით,­ ერთ­ მო­სარ­გებ­ლე­ზე­ სა­შუა­ლო­ და­ნა­ხარ­ჯებ­ის ­რეალურ­მა­ ზრდამ­ 27.1%­ შეადგინა,­ ხო­ლო ­პრე­პან­დე­მიურ ­პერ­იოდ­თან ­შედ­ა­რე­ბით ­ზრდა ­33.2%­ია. გასულ წელს საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები 1.062 მლრდ ლარს შეადგენდა, 2022 წელს 946.2 მილიონი ლარი, ხოლო 2021 წელს […]

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. აღნიშნული მატებით, ჩინეთმა საქართველოს 1.2-მილიარდიან ავტოიმპორტის სექტორში მეხუთე ადგილი დაიკავა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პეიროდში ჩინეთს საქართველოს ავტოიმპორტის რეიტინგში მეთერთმეტე ადგილი ეკავა. საქსტატის თანახმად, პერიოდის განმავლობაში […]