“რუსებმა ჩამოკიდეს თეთრი დროშა და ჩაგვბარდნენ” – უკრაინა კურსკში ოპერაციის პირველი საათების ვიდეოკადრებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების პრესსამსახური კურსკის ოლქში უკრაინული სამხედრო ოპერაციის პირველი საათების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაარღვიეს თავდაცვის ხაზი, გაანადგურეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ტყვედ აიყვანეს 50-ზე მეტი რუსი. “უკრაინული ტანკების დანახვისას სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე, რუსებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს – ჩამოკიდეს თეთრი დროშა და ჩაბარდნენ უკრაინელ ჯარისკაცებს“, – ნათქვამია მე-80 […]

გია ჯაფარიძე – საქართველოსთვის შეიძინეს უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატურა, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მსუბუქი მანქანების შემოწმებას ახდენს – ეს უნდა დამონტაჟდეს ამერიკული კომპანიის მიერ, თუმცა „ოცნების” ანტიევროპული პოლიტიკის გამო ეს დახმარებაც შეჩერებულია

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეიძინეს უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატურა, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მსუბუქი მანქანების შემოწმებას ახდენს – ამის დამონტაჟება უნდა მოხდეს ამერიკული კომპანიის მიერ, თუმცა „ქართული ოცნების” ანტიევროპული პოლიტიკის გამო ეს დახმარებაც შეჩერებულია, როგორც სხვა დანარჩენი,“- ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნულ აპარატურას შეუძლია საზღვარზე გააკონტროლოს ტვირთი, რომ ქვეყნის შიგნით […]

გია ვოლსკი – რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს – რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი

რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს – რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთმაც კარგად იცის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ის აგრესორადაც და ოკუპანტადაც დაასახელა, ახლა კი დასადგენია […]

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი – „გამომყევი აჭარაში“ კამპანიის შედეგები 80 მილიონს აღწევს

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აქტიურ ფაზაშია და კამპანიის ფარგლებში, აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტების წვდომები უკვე 80 მილიონს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 30-ამდე „ინფლუენსერი“, კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი თვეზე მეტია აჭარაში მოგზაურობს და თავიანთ შთაბეჭდილებებს ასიათასობით შიდა ტურისტს უზიარებს. „გასული წლის მსგავსად, კონკურენცია მთავარი პრიზის […]

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ არ დარეგისტრირდება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 300-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, უარს ამბობს „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირებაზე. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორგანიზაციაში რიგგარეშე კრება ჩატარდა. 14 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე წევრები დაეთანხმნენ საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია რეგისტრაციაზე უარის თქმასთან ერთად, საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

Bayer–მა, აშშ-ში ჰერბიციდ Roundup-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მოიგო

ფილადელფიის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გერმანული ქიმიური კომპანიის Bayer-ის სასარგებლოდ სარჩელში, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრულია ჰერბიციდ Roundup-ის გამო. სარჩელში, რომელიც ბაიერმა გაასაჩივრა, ნათქვამია, რომ კომპანიას Roundup-ის პოტენციური მომხმარებლები უნდა ეცნობებინა კიბოს რისკის შესახებ. Roundup არის Monsanto-ს პროდუქტი, რომელიც ბაიერმა 2018 წელს 63 მილიარდ დოლარად შეიძინა. ამერიკული სასამართლოები განიხილავენ ბევრ სარჩელს Monsanto-ს წინააღმდეგ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ […]

პატრუშევი: 2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა ამერიკელებმა მოაწყვეს

გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში, რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ამჟამად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე ნიკოლაი პატრუშევი ამბობს, რომ „2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა“ აშშ-მა მოაწყო. „სიცრუე და პროვოკაციები – ეს ვაშინგტონისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების პოლიტიკის თანმდევია. კონკრეტულად ამერიკელებმა მოაწყვეს 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ამასთან არავითარი კავშირი […]

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, კვლევა აჩვენებს, რომ აშშ დოლარში გამოსახულ უძრავი ქონების ფასზე გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი მოქმედი ფაქტორია. საქართველოს შემთხვევაში, შედარებით ძლიერი გაუფასურებების ეპიზოდებში, ზეგავლენა თითქმის 50%-ს შეადგენს. ასევე, იკვეთება კავშირი გამყარების შემთხვევებშიც. ამდენად, შეიძლება […]

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი „ცხენისწყალი 1 ჰესი“ აშენდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის – შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“-ის დირექტორმა, გიორგი მარგებაძემ BMG-სთან განაცხადა, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30-დან 35 მლნ დოლარამდეა და ამჟამად დაფინანსებასთან დაკავშირებით ბანკთან მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია. როგორც გიორგი მარგებაძე აღნიშნავს, პროექტმა პირველ CFD აუქციონში […]

ახალციხის საკრებულოს 4 დეპუტატისა და მათი ოჯახის წევრების კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებით 6 480 666 ლარი მიიღეს – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ახალციხის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კვლევა 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. ანგარიშის მიხედვით, საკრებულო აღმასრულებელ ორგანოზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა და უმეტეს შემთხვევაში, კონტროლი ფორმალურ ხასიათს ატარებდა. TI-ს ცნობითვე, ახალციხის საკრებულომ მკვეთრად გააუარესა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა. 2023 წელს საკრებულოს 4 დეპუტატის და მათი ოჯახის წევრების […]