16 აგვისტოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკების მეორე დღეა

შუამავლები 16 აგვისტოს კვლავ იკრიბებიან კატარში, რათა გააგრძელონ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება. კატარის დედაქალაქში, დოჰაში, შეხვედრა 15 აგვისტოს ჰამასის მონაწილეობის გარეშე დაიწყო. (ჰამასი აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული.) ჰამასი ისრაელს ბრალად სდებს, რომ შეთანხმების მიღწევას ეწინააღმდეგება და მოითხოვს ადრე შეთანხმებული პირობების შესრულებას. თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ცეცხლის შეწყვეტის […]

პატრუშევის მტკიცებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აშშ-ის ბრალია

რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე, ნიკოლაი პატრუშევი აგვისტოს ომზე ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს და ომის დაწყებას ამერიკის შეერთებულ შტატებს აბრალებს. პატრუშევი კრემლის რიტორიკას ავითარებს და ამბობს, რომ აშშ საქართველოს საქმეებში ერეოდა. “ტყუილი და პროვოკაცია – ეს არის ვაშინგტონის და დასავლეთის სხვა ქვეყნების თანამგზავრები. ზუსტად ამერიკელებმა 2008 წლის აგვისტოში დააორგანიზეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა, თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ამასთან არანაირ კავშირში […]

გია ჯაფარიძე – იმის ნაცვლად, რომ „ქართული ოცნება“ ფინანსებს იზიდავდეს, ფიქრობდეს ევროკავშირიდან ინვესტიციებზე, ებრძოდეს სიღარიბეს, უმუშევრობას, ის ჭრის სასიცოცხლო ხაზებს პარტნიორებთან, უსპობს საქართველოს ევროპულ მომავალს

იმის ნაცვლად, რომ “ქართული ოცნება” ასეთ ფინანსებს იზიდავდეს საქართველოში, ფიქრობდეს ევროკავშირიდან ინვესტიციებზე, ებრძოდეს სიღარიბეს, უმუშევრობას, უპერსპექტივობას, ის ჭრის ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან, სასიცოცხლო ხაზებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, უსპობს საქართველოს ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ გია ჯაფარიძე “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ, ლიეტუვას სეიმის ვიცე-სპიკერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” პოლიტიკა საქართველოს […]

ნიკოლაი პატრუშევი – 2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა ამერიკელების ორგანიზებული იყო

2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა შეერთებული შტატების მიერ იყო ორგანიზებული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. „ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. აშშ-ის პირდაპირმა […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ქსოვრისი, ცხვარიჭამია და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ისრაელის პრეზიდენტმა, თეთრმა სახლმა დაგმეს ებრაელი ახალმოსახლეების ძალადობა პალესტინელების მიმართ

თეთრმა სახლმა 16 აგვისტოს დაგმო ებრაელი ახალმოსახლეების, როგორც უწოდა, „მიუღებელი“ თავდასხმა პალესტინელებზე, რის შედეგადაც მოკლულია ერთი პალესტინელი, ხოლო მეორე დაჭრეს. თავდასხმა მოხდა პალესტინელთა ტერიტორიაზევე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. “მოძალადე ახალმოსახლეების თავდასხმა პალესტინელ მოქალაქეებზე დასავლეთ ნაპირზე მიუღებელია და უნდა შეწყდეს”, – ნათქვამია აშშ-ის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებაში. „ისრაელის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რათა ყველა თემი იყოს დაცული […]

დე ლიხტი: ვეცდები, “მანჩესტერ იუნაიტედი” უმაღლეს მწვერვალზე დავააბრუნო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა მატაის დე ლიხტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის თქმით, იგი ეცდება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” უმაღლეს მწვერვალზე დააბრუნოს. “იმედი მაქვს, მე და ის ფეხბურთელები, რომლებიც კლუბს ახლახანს შეუერთდნენ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” დავაბრუნოთ იქ, სადაც მათი ადგილია. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, “იუნაიტედს” პრემიერლიგა დიდი ხნის განმავლობაში არ მოუგია, მაგრამ მათ ინგლისის […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ველისციხეში, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, […]

6 თვეში თავისუფლების აღკვეთა 2 115 პირს მიესაჯა – ბოლო 12 წლის სტატისტიკა

2024 წლის 6 თვეში მსჯავრი 9.193 ადამიანს დაედო, მათ შორის 2 115-ს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით საქსტატი ავრცელებს. პირობითი მსჯავრი მიესაჯა 4 731-ს, ჯარიმა 1 837, განაჩენის აღსრულება გადაედო 8 პირს, 446-ს კი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაევალა. შეეხება 2024 წლის 6 თვეში მსჯავრდებულთა რიცხოვნობას დანაშაულის სახეების მიხედვით, (9 193 […]

მინიშნებაა, რომ კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნოდ რუსული კანონის კრიტიკის ჩახშობის აქტორი იქნება – GDI “მთავარი არხის” დაჯარიმებაზე

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” [GDI] განცხადებაში, კომუნიკაციების კომისიის მიერ, “მთავარი არხის” დაჯარიმებასთან დაკავშირებით, წერია: “2024 წლის 15 აგვისტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “მთავარი არხი” არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების საფუძვლით 2500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მთავარი არხის ეთერში განთავსებულ ორ ვიდეორგოლს. პირველ ვიდეორგოლში ნახსენებია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ნაკლებად პოპულარული იყო ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, თუმცა სამოქალაქო […]