როგორ შეიძლება ასეთ განვითარებულ დემოკრატიაში, ასეთ ეკონომიკური ზრდადობის პირობებში ქვეყანაში ხდებოდეს დემოკრატიის უკუსვლა

როგორ შეიძლება ასეთ განვითარებულ დემოკრატიაში, ასეთ ეკონომიკური ზრდადობის პირობებში ქვეყანაში ხდებოდეს დემოკრატიის უკუსვლა. ეს ხომ უბრალოდ საუბარია თეთრზე შავის და ამ ყველაფერს ხომ საზოგადოება ხედავს – პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. „ძალიან გულსატკენია იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის გახდა უკვე ნათელი როდესაც პარტნიორი, მეგობარი, ამდენი წლის მეგობრები ნათლად, ყველანაირი პოლიტიკური სიმულაციების გარეშე პირდაპირ […]
იტალიური ტელეარხმა Rai-მ ჟურნალისტები უკან გაიწვია სუჯაზე სიუჟეტის შემდეგ

იტალიურმა ტელერადიოკომპანია Rai-მ კორესპონდენტი სტეფანი ბატისტინი და ოპერატორი სიმონი ტრაინი, უსაფრთხოების მიზნით, იტალიაში გამიწვია რუსეთის კურსკის რეგიონიდან მათი რეპორტაჟის შემდეგ. 17 აგვისტოს, უფრო ადრე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურმა – ეფესბემ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იტალიელი ჟურნალისტების წინააღმდეგ – ქალაქ სუჯიდან მათი სიუჟეტის შემდეგ. გადამღები ჯგუფი იქ უკრაინელ სამხედროებთან ერთად ჩავიდა, ვიდეო გადაიღო და […]
ყველაზე მეტ ფულად გზავნილს სისტემა RIA მოემსახურა

ივლისში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს სისტემა RIA მოემსახურა. ეროვნული ბანკის მონაცემებით RIA -ს მეშვეობით საქართველოში 70.4 მლნ დოლარი ჩაირიცხა, რაც სისტემისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამავე სისტემის გამოყენებით გადარიცხულმა თანხამ კი 5.76 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა Zolataia Korona, სისტემა 70.27 მლნ დოლარის გზავნილებს მოემსახურა. თუმცა ამ სისტემით რეკორდული იყო საქართველოდან გადარიცხული თანხის მოცულობა. გასულ თვეში […]
“ბარსელანასთან” “ვალენსიას” კარს მამარდაშვილი დაიცავს

ლა ლიგის პირველ ტურში „ვალენსია“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. “ღამურების” კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომელიც შეიძლება მალე “ლივერპულმა” შეიძინოს. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დიწყება.
ევროკავშირმა ჩინურ ბიოდიზელს დროებით ანტიდემპინგური გადასახადები დაუწესა

ევროკავშირმა ჩინეთიდან ბიოდიზელის იმპორტზე დროებითი ანტიდემპინგური გადასახადები დააწესა. გადასახადები, მწარმოებლების მიხედვით, 12,8%-დან 36,4%-მდე მერყეობს და ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს. გადაწყვეტილება ევროკომისიამ მიიღო ბიოსაწვავის ევროპელი მწარმოებლების საჩივრების საფუძველზე ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით. ევროპის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის ფედერაციამ (Transport & Environment, T&E) მხარი დაუჭირა ჩინურ ბიოდიზელზე ანტიდემპინგური გადასახადების შემოღებას, რადგან ჩათვალა, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია ევროპული ბაზრის […]
ყველა შეტევის ორგანიზატორი. ჩაკვეტაძის საგოლე პასი – “უოტფორდმა” ისევ მოიგო[VIDEO]

ჩემპიონშიფის მეორე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „სტოკი“ 3:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის შეტევებს ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა, სამჯერ გაიყვანა პარტნიორები ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს. გიორგიმ ორჯერ უშედეგოდ სცადა საჯრიმოდან გატანა, შესვენების შემდეგ კი „უოტფორდმა“ ორწუთიან ინტერვალში ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. თავი კაიემბემ და ენდრიუსმა გამოიჩინეს. მერე ჩაკვეტაძის სწრაფი გარღვევისა და პასის შედეგად კაიემბემ გაიტანა და […]
რისგან უნდა აშენდეს მიწისძვრის გამძლე შენობები – ექსპერტების განმარება

თუქრეთში მომხდარმა მიწისძვრებმა დაამტკიცა, რომ არასწორი საინჟინრო პრაქტიკა იწვევს დიდ კატასტროფებს. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბეტონი სერიოზული ზიანის მომტანია და საჭიროა ალტერნატიულ მასალებზე კონცენტრირება როგორიცაა ფოლადი და ხე, რათა შენობები მიწისძვრებს ნაკლები ზიანით გადაურჩეს. თურქეთის სტრუქტურული ფოლადის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მელიჰ შიმშეკმა განუცხადა AA-ს კორესპონდენტს, რომ მსოფლიოში ცნობილი მიწისძვრების დროს ფოლადის კონსტრუქციები გაცილებით ნაკლებად […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკის რეგიონში ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც იგეგმებოდა, ჩვენი იქ ყოფნის პლაცდარმი სულ უფრო ძლიერდება

კურსკის რეგიონში ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც იგეგმებოდა, ჩვენი იქ ყოფნის პლაცდარმი სულ უფრო ძლიერდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “დღეს გენერალი სირსკი ანგარიშს გვაბარებდა კურსკის რეგიონში ჩვენი მოძრაობის გაგრძელების შესახებაც. ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც ჩვენ ვგეგმავდით. უკრაინელების სიმამაცე დიდ რაღაცებს შვება. სხვა ჩვენს პოზიციებს ვამყარებთ. ჩვენი [კურსკის ოლქში] ყოფნის […]
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთი 75:57 გაანადგურა და ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ, А დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ეს მოხდა დღეს, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი მიმდინარეობს და რამდენიმე საათში ჩემპიონი გამოვლინდება. ფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ფინალი კი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოგეხსენებათ, ასაკობრივ ჩემპიონატებზე ყველა ადგილი თამაშდება, რადგან პრიზიორებთან ერთად გამოსავლენია ის […]
კობა ნაყოფია – მივესალმები ყველანაირ გაერთიანებას, ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ, ახლა ერთიანობისა და გაძლიერების დროა, რადგან მეორე მხარეს არის პრორუსული “ქართული ოცნება”

მივესალმები ყველანაირ გაერთიანებას, ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ, ახლა ერთიანობისა და გაძლიერების დროა, რადგან მეორე მხარეს არის პრორუსული “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა ნაყოფია განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ერთობის მომხრეა, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პარტია ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს. […]