დეკანოიძე: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირება ამომრჩევლისთვის არცერთ მმართველს გაუბედავს

ასეთი წინასაარჩევნო დაპირებები [ოპოზიციური პარტიების აკრძალვა] არ გაუცია, არ გაუბედავს თავისი ამომრჩევლისთვის არცერთ ქართველ, თუ სხვა მმართველს. მესმის, რომ გვაქვს ქართული ოცნების მხრიდან მრავალი პოპულისტური განცხადება, მაგრამ ამ ადამიანის [ბიძინა ივანიშვილის] ქვეცნობიერი დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ არის ძალიან უპატივცემულო. სწორედ ამიტომ ბედავს და აკეთებს ამ ყოველივეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არჩევნებზე ქართველი ხალხი საკადრის […]
ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! – სალომე ზურაბიშვილი

ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აღნიშნავს. „ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია – თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი […]
აფეთქება საფრანგეთში – დაშავებულია პოლიციელი

საფრანგეთში, ლა გრანდე მოტეში, სინაგოგის ავტოსადგომზე ავტომობილის აფეთქების შედეგად პოლიციელი დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეძებენ პირებს, რომლებიც ავტომობილის დაწვის უკან დგანან. „მინდა დავარწმუნო ჩვენი თანამემამულე ებრაელი მოქალაქეები და ქალაქის მაცხოვრებლები, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბრძანებით, ჩამდენ პირთა დასაკავებლად, ყველა საშუალებაა მობილიზებული“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.
დანიის ჰაერი უფრო სუფთაა დიზელზე მომუშავე ავტომობილებისგან თავისუფალი ზონების წყალობით

ჰაერის ხარისხი დანიის დიდ ქალაქებში საგრძნობლად გაუმჯობესდა დიზელისძრავიანი მანქანებისგან თავისუფალი ზონების შემოღებით. ამის შესახებ დანიის ეროვნული გარემოს ცენტრის მკვლევარებმა განაცხადეს, რომელსაც “ევროპულსი” ავრცელებს. ექსპერტების აზრით, თითქმის ერთი წლის განმავლობაში მავნე ნაწილაკების კონცენტრაცია დიდი ქალაქების ჰაერში „სუფთა“ ზონებით 36%-ით შემცირდა. უკვე თითქმის ერთი წელია, რაც დიზელის სამგზავრო მანქანებს ეკრძალებათ კოპენჰაგენისა და კიდევ ოთხი ქალაქის გარკვეულ რაიონებში […]
კამალა ჰარისი პირობას დებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

ჩიკაგოში აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ოფიციალურად წარადგინეს საპრეზიდენტო კანდიდატად. „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობის დასკვნით დღეს სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. ,,ნება მომეცით გითხრათ… ვიცი, რომ ამ საღამოს ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები გვიყურებენ. მინდა, პირობა დავდო, რომ მე თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები. […]
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა ევროკავშირის ქვეყნების 4 ობიექტით შეივსო

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სია ევროკავშირის ქვეყნებიდან 4 ობიექტით შეივსო. “ევროპულსის” ცნობით, სიაში იტალიიდან Via Appia მოხვდა. ეს არის გზა, რომელიც იწყება რომში და აღწევს აპენინის ნახევარკუნძულის ძირას. 500 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა ძვ.წ. 312 წელს რომის კონსულისა და არქიტექტორის კლაუდიო აპიუსის ხელმძღვანელობით აშენდა. Via Appia-ს ასაგებად რომაელმა ინჟინრებმა იმ დროის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები გამოიყენეს. Via […]
შვედი მეცნიერები არკვევენ, როგორ მოქმედებს მოსწავლეების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დილის ძილი

ჯონკოპინგში (შვედეთი) ჯანდაცვის უნივერსიტეტის მეცნიერები ემზადებიან კვლევის ჩასატარებლად, რათა გაარკვიონ, თუ როგორ მოქმედებს დილის გვიან გაღვიძება სკოლის მოსწავლეების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე, – ამის შესახებ “ევროპულსი იუწყება”. გამოცემის ცნობით, ექსპერიმენტში მონაწილეობას ქალაქ ბოროსის ერთ-ერთი სკოლის მე-8 და მე-9 კლასის 250-მდე მოსწავლე მიიღებს. სექტემბრიდან ისინი 8:00 საათის ნაცვლად, 9:00 საათზე დაიწყებენ გაკვეთილებზე მოსვლას. სპეციალისტები პერიოდულად […]
როგორაა დაცული უსაფრთხოება ბათუმის სანაპიროზე

დაღუპვის ერთი შემთხვევა, კიდურის ამპუტაცია, თავის ქალის მძიმე ტრავმები, სხვადასხვა სახის მძიმე თუ მსუბუქი დაზიანებები – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც სულ ცოტა, ბოლო ორი განმავლობაში მიიღეს ბათუმის ზღვაში დამსვენებლებმა. ტურისტების თქმით, ზღვაში შესვლის დროს ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, რადგან საზღვაო ტრანსპორტი საცურაო ზოლთან ახლოს მოდის, რაც იწვევს ზღვაში მყოფი ადამიანების დაზიანებას. ბოლო პერიოდში მინიმუმ […]
თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები დაასახელა

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის ავტონომიური უმაღლესის საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, დღეს მსურს, წარმოგიდგინოთ დელეგატები „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან, როგორც წამყვან პოზიციებზე უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტების მიზნით, ასევე ისინი გაუძღვებიან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე. მისივე თქმით, დელეგატების წარდგენის საფუძველი არის მათი […]
ოლაფ შოლცი ზოლინგენში მომხდარ თავდასხმაზე – დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს

დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ზოლინგენში მომხდარი თავდასხმა საშინელი მოვლენაა, რომელმაც შოკში ჩამაგდო. თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი სასტიკად მოკლა. დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ “, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერმა თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. ბოლო მონაცემებით, ქალაქ ზოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის […]