ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას ეხმაურება. მისივე შეფასებით, როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. „საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. როდესაც არჩევნები დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხის ქვეშაა“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.
ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აშშ-ის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის და საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის ძირითად აქცენტებს აქვეყნებს. როგორც წილოსანი აღნიშნავს, ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც მმართველ პარტიას აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება. “ეუთო/ოდირის დასკვნა აშშ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ 1. მიუხედავად იმისა რომ […]
საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვებით ვართ დაღუპულთა ოჯახებთან. საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში. მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
როგორ გამოიყურება საშობაო ნაძვის ხეები უკრაინის ქალაქებში? (ფოტორეპორტაჟი)

როგორ ემზადებიან უკრაინის ქალაქები შობა-ახალი წლისთვის? უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მუდმივი დაუცველობის მიუხედავად, უკრაინის ქალაქები იმედითა და შუქით არის სავსე, ხოლო სადღესასწაულოდ მორთული ნაძვის ხეები ხალხს შობის სითბოს ახსენებს. პროექტ „კოლაიდერის“ (Collider) გუნდმა თავი მოუყარა ულამაზეს ნაძვის ხეებს უკრაინის სხვადასხვა კუთხიდან, რათა მათ ადამიანებს სიხარული და იმედი ჩაუნერგონ.
ევროპელები ბიზნეს ინტერესებით მაინც ჩამოდიან – მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია

„ევროპელები ბიზნეს ინტერესებით მაინც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი მაინც არის,მიუხედავად არსებული სიტუაციისა“, – ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ტყემალაძემ, გადაცემა “აგრო სიახლეებს” განუცხადა და მაგალითად მისი გერმანელებთან ბოლოდროინდელი შეხვედრა დაასახელა. მისი შეფასებით ევროპელების კულტურა ბევრ სიკეთეს მოუტანს საქართველოს, ფინანსურადაც და მენტალურადაც. „გერმანელები მყავს სტუმრად. რამდენიმე დღეა, თითქმის, ერთი კვირაა, […]
შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე – საია-მ უთხრას მოქალაქეებს, ჰქონდათ თუ არა მოთხოვნილი სტრასბურგის სასამართლოსთვის დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება, ან შესაძლოა მიმართეს და უარიც კი მიიღეს ამასთან დაკავშირებით, რაც ასევე, კიდევ უფრო უარესი იქნებოდა

გახსოვთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით მთელი არმაგედონი დასახეს, რომ თითქოს ეს იქნებოდა დასასრული თითქოს ყველაფრის, აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაშია არასამთავრობო ორგანიზაცია, რაღაც სერვისები შეეზღუდებოდა ამა თუ იმ ჯგუფებს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ ორგანიზაციათა უმრავლესობა დარეგისტრირდა რეესტრში და აგრძელებენ […]
“ბათუმმა” “კავკასიას” ბოლო წუთებზე მოუგო და სუპერლიგის ცხრილში გადაასწრო

სუპერლიგის მე-10 ტური დღეს ბათუმში დაიწყო. აჭარის დედაქალაქში ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ჩავიდა. ამ მატჩის პრინციპულობაზე სატურნირო ცხრილი კარგად მეტყველებდა – ორივე გუნდს 3 მოგების წილ 5 მარცხი ჰქონდა. შესაბამისად, ორივესთვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. მატჩის გმირი გახდა ლუკა კალატოზიშვილი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში […]
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტს შეადგენს. 41 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 90 მძიმედ და 80-ზე მეტი მსუბუქად დაშავდა. 20 დეკემბერს საღამოს, საქსონია-ანჰალტის დედაქალაქის საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა. დანაშაულის მოტივი უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე განიხილავს, რომ თავდასხმა განხორციელდა მარტოხელა თავდამსხმელის […]
Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს გამართავენ. მარშის მონაწილეები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეიკრიბებიან და აქცია-მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. ამ ფორმით ისინი არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას გააპროტესტებენ “ჩვენ ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას. გადაწყვეტილებას, რომელიც […]
თავისუფალი ბიზნესების განცხადებას უკვე 1809 ხელმომწერი ჰყავს

თავისუფალი ბიზნესების განცხადებას უკვე 1809 ხელმომწერი ჰყავს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას 1809 ხელმომწერი ჰყავს. საერთო განცხადებაით ბიზნესები ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მუშავდება 971 განაცხადი.(24:27 სთ-ის მონაცემები) “არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული […]