რუსთავში ჰაერში მყარი მცირე ნაწილაკების მაჩვენებელი ნორმაზე მეტია

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 21 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული რუსთავშია. რუსთავშიც დაბინძურება ფიქსირდება 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 52.11 მკგ/მ3 და ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 72.35 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 116.38 მკგ/მ3. PM2. 5-ის შემთხვევაში 50 მკგ/მ3-ს ზემოთ მაჩვენებელი ძალიან ცუდ მდგომარეობად ითვლება. PM10-ის შემთხვევაში კი 100 […]

“ხორუმით ევროპისკენ” – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ – იგეგმება პარლამენტამდე ცეკვით მისვლა

“ხორუმით ევროპისკენ” – ამ ლოზუნგით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ქართველი მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ოპერასთან გაჩერდებიან, საიდანაც ცეკვით პარლამენტამდე მივლენ. გზის სავალ ნაწილზე მდგომი ავტომანქანები სიგნალებით დემონსტრანტების მხარდაჭერას გამოხატავენ. ამასთან, ისმის შეძახილები, “საქართველოს გაუმარჯოს”. დღეს, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები – ქუთაისელები, აჭარლები, რაჭველები, მეგრელები, სვანები, […]

შალვა პაპუაშვილი – შემირცხვენია ის ევროპა, ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები ბავშვებს ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. „შემირცხვენია ის ევროპა, ამ ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს”, – წერს შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე დღეს აინთო.

შემირცხვენია ის ევროპა, ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები ბავშვებს ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. „შემირცხვენია ის ევროპა, ამ ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს”, – წერს შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე დღეს, საპროტესტო აქციის ფონზე, აინთო.

უკრაინელ მიგრანტებს ლატვიის ბიუჯეტის შევსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ – ოფიციალური მონაცემები

სოციალურ ქსელებში გამოთქმული საყვედურები, რომ ლატვიაში თავშესაფრის მქონე უკრაინელები ტვირთად აწვებიან ამ ქვეყნის ბიუჯეტს, ეკონომიკური რეალობით არ დასტურდება. ამ ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებლის უკრაინულენოვანი და რუსულენოვანი სამსახურები (LSM+) ავრცელებენ. „უფრო პირიქით არის: უკრაინელ დევნილებს, ფაქტობრივად, უფრო მეტი თანხა შეაქვთ ლატვიის ხაზინაში, ვიდრე იქიდან იღებენ,“ – დაასკვნის LSM+, სამთავრობო უწყებების მონაცემებზე დაყრდნობით. ლატვიის სახელმწიფო ბიუჯეტმა, უკრაინელი […]

ვოლოგდაში სტალინის ძეგლი გახსნეს

რუსეთის ქალაქ ვოლოგდაში საბჭოთა პერიოდის დიქტატორის იოსებ სტალინის ძეგლი გახსნეს. მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ოლქის გუბერნატორმა, გიორგი ფილიმონოვმა, რომელიც ძეგლის გახსნასაც დაესწრო, ყვავილები მიიტანა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის მემორიალთან, იტყობინება Север.Реалии. ძეგლი დადგეს სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, სადაც სტალინი ცხოვრობდა გადასახლებაში 1911 წლის დეკემბრიდან 1912 წლის თებერვლამდე. გუბერნატორმა თქვა, რომ სტალინი ადამიანია, რომელმაც „წაუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის […]

“იმედის” მფლობელის ქალიშვილმა ქალზე იქორწინა – ირაკლი რუხაძის შვილის ისტორია

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთუ არასამთავრებო ორგანიზაციის წევრი, თამარ ჯაყელი, საზოგადოებას ტელეკომპანია “იმედის” მფლობელის, ირაკლი რუხაძის შვილის შესახებ წერს. “იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის შვილი, ალექსანდრა (ლექსი) რუხაძე ღიად ლესბოსელი ქალია. თავად ამერიკის მოქალაქე, ლექსი ამერიკელ ქალთანაა ქორწინებაში, 2022 წლიდან. ლექსი რუხაძე და მისი ცოლი, ჯილიან სიმორი ერთმანეთს პრესტიჟულ ქალთა კოლეჯში, Wellesley-ში სწავლისას შეხვდნენ, ჯერ კიდევ 2014 წელს. […]

რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში საცხოვრებელ შენობებს დრონებით შეუტიეს

21 დეკემბერს, ყაზანში საცხოვრებელ შენობებს შეეტაკა რამდენიმე დრონი. ქალაქის მერია აცხადებს, რომ ხანძარი გაჩნდა სოვეცკის, კიროვისა და პრივოლჟიეს რაიონებში. როგორც თათრეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურმა განაცხადა, ქალაქში აღირიცხა სულ რვა უკრაინული დრონი, მათ შორის სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე და საცხოვრებელ არეალებში. ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. თათრეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ყაზანის საავადმყოფოებში მაღალ მზადყოფნაში გამოაცხადა. დრონებით იერიში კერძოდ, Azure […]

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფარავნის უღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ120 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ტურისტულ სექტორში დასაქმებულები ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქციას მართავენ – იგეგმება მსვლელობაც

„იზოლირებულ საქართველოს სტუმრები არ ჰყავს“, – ამის შესახებ ტურისტულ სექტორში დასაქმებულმა განაცხადეს, რომლებიც ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, რომ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და ასევე, თბილისში აქციის დროს დაკავებულები გათავისუფლდნენ. ტურისტულ სექტორს დასაქმებულები აჭარის მთავრობის სახლის მიმართულებით მსვლელობასაც გეგმავენ.