„წადი ქალო სახლში“ – გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილს

გიორგი გამსახურდია X-ზე სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება: „რუსულ რეჟიმზეო, იძახის ქალი, რომლის განცხადებული მეტრი დიპლომატიაში არის ლავროვი.მეორე კიდევ, მზად ვარ შევხვდეო, თან ულტიმატუმნარევი ტონით. ჩაამთავრე რა ეს დღეები მშვიდობიანად და წადი ქალო სახლში.იქნებ რაიმე დოზით სახე შეინარჩუნო.შეხვედრები კიდევ შენ ამფსონებთან გამართე ნაცმოძიდან.“
ლელა წურწუმია აქციების დროს დაკავებულების დასახმარებლად კონცერტს გამართავს

ლელა წურწუმია აქციების დროს დაკავებულების დასახმარებლად კონცერტს გამართავს – ამის შესახებ მომღერალმა “შაბათის ეთერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. წურწუმია, რომელიც მეგრელების მარშზე იმყოფება, ამბობს, რომ კონცერტის ჰონორარით საჯარიმო თანხების ნაწილის გადახდაში მაინც დაეხმარება დაკავებულ მომიტინგეებს. გადავწყვიტე გავმართო კონცერტი და ის თანხა, ჩემი კონცერტის ჰონორარი გადავრიცხო ფონდში, რომელიც დაეხმარება უსამართლოდ დაპატიმრებულ ადამიანებს საჯარიმო თანხების გადახდაში. რა თქმა […]
“ხორუმით ევროპისკენ” – მოცეკვავეების მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ

“ხორუმით ევროპისკენ” – ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ქართველი მოცეკვავეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ისმის შეძახილები, “საქართველოს გაუმარჯოს”. პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად, ხორუმის მწკრივში რიგითი მოქალაქეებიც არიან ჩაბმული. (მთავარი არხი)
ქართველი მოცეკვავეები ოპერიდან პარლამენტისკენ ხორუმის ცეკვით მიდიან

ფილარმონიასთან შეკრებილი მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით ოპერასთან მივიდნენ. მათ ბანერი წარწერით – „ხორუმით ევროპისკენ“ ჰქონდათ გაშლილი. ამასთან, მოცეკვავეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ, გზადაგზა კი სკანდირებდნენ – „საქართველო“. ოპერასთან მოცეკვავეები ხორუმს ცეკვავენ, რის შემდეგაც ისინი პარლამენტისკენ გაემართებიან. დღეს, მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეები – ქუთაისელები, აჭარლები, რაჭველები, მეგრელები, სვანები – სხვადასხვა ლოკაციებზე იკრიბებოდნენ. ისინი საბოლოო ჯამში მსვლელობებით […]
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზეა. „ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შემოსულა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ“, – განაცხადეს უწყებაში.
ლიეტუვაში ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების შესახებ არასრულწლოვანთა ინფორმირების აკრძალვა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა

18 დეკემბერს, ლიეტუვას საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონის დებულება, რომელიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის შესახებ არასრულწლოვანთა ინფორმირებას კრძალავს, არაკონსტიტუციურია. ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ყოფილმა მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვა, შეეფასებინა არასრულწლოვანთა დაცვის კანონის კონსტიტუციურობა იმ ნაწილში, რომელიც საჯარო ინფორმაციის უარყოფითი გავლენას შეეხებოდა. კანონში ნათქვამია, რომ არასრულწლოვანებზე უარყოფითად მოქმედებს ინფორმაცია, რომელიც „აკნინებს ოჯახურ ღირებულებებს და პროპაგანდას […]
თბილისში აქციები გრძელდება – 21 დეკემბერს 20-ზე მეტი მარში გაიმართა

რუსთაველის გამზირზე ისევ ხალხმრავლობაა – ავტომობილების სავალი გზა გადაკეტილია. მთავარ აქციას თანდათან უერთდებიან დღის განმავლობაში დაგეგმილი აქცია-მსვლელობების მონაწილეები. პროტესტის 24-ე დღეს, 21 დეკემბერს, თბილისში 20-ზე მეტი მარში იყო დაგეგმილი. მეგრელები – თსუ-სთან, ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბნენ, სვანები – ფილარმონიასთან; ქართლელები – მზიურის პარკთან, იმერლები – მარჯანიშვილის მოედანზე; რაჭველები – ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ, ხოლო მესხების […]
წადით, თორე, როგორც ეს ნახვაწა დაიმსხვრევა, ისე ჩამოიმსხვრევით – ია ფარულავა “ოცნებას”

პროტესტის 24-ე დღე. სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ. ოცნების ანტიევროპულ და არასახელმწიფოებრივ ნაბიჯებს რუსთაველის გამზირზე მარშით მისული მეგრელები, რაჭველები, მესხები, მთიულები, სვანები და სხვა კუთხის წარმომადგენლები აპროტესტებენ. ია ფარულავა მეგრელების მარშზე ნახვაწით მივიდა. „წადით თორე, როგორც ეს ნახვაწა დაიმსხვრევა, ისე ჩამოიმსხვრევით – ეუბნება “ოცნებას” მსახიობი და ამბობს, რომ “ოცნების” გულშემატკივრობა უკვე ძალიან სირცხვილია. ფოტო-ტვპირველი
ძიუდო – “გოლდენ გორმა” ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დღეს, 21 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა გაიმართა, სადაც საქართველოდან მონაწილეობა “გოლდენ გორმა” მიიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბოლო წლებში ევროპის საკლუბო ტურნირებზე ყოველთვის ორი წარმომადგენელი გვყავდა – გორის კლუბი და შინაგან საქმეთა სამინისტროს “მებრძოლი”, რომელიც უმეტესად ეროვნული ნაკრების ბაზაზე იყო დაკომპლექტებული. თუმცა 2022 წელს, როცა ამ ტურნირს გორმა უმასპინძლა, ჩვენგან მესამე […]
ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” “ბარნლისთან” მარცხი განიცადა

ჩემპიონშიფის ოცდამეორე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ბარნლისთან“ 1:2 დამარცხდა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 7.5, whoscored 6.8, flashscore 6.8. ამით შეწყდა ყველა ტურნირზე „უოტფორდის“ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 34 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 26 დეკემბერს „პორტსმუთს“ უმასპინძლებს. ბარნლი – უოტფორდი 2:1 გოლები: 1:0 ენტონი (9), 2:0 […]