სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ ევროპელი პარტნიორები, ევროპული საბჭო და ევროკომისია მხარს დაუჭერენ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით მათ დემოკრატიულ გზას!

საქართველოს პრეზიდენტის,ს ალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ ევროპელი პარტნიორები ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ მისი ევროპული პარტნიორები, ევროპული საბჭო და ევროკომისია მხარს დაუჭერენ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით მათ დემოკრატიულ გზას!“ – წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს – მადლობა, რომ მხარს უჭერთ ქართველი ხალხის შეურყეველ ნებასა და სწრაფვას აღადგინონ ევრო-ატლანტიკური გზა პოლიტიკური და დემოკრატიული საშუალებით: ახალი არჩევნებით!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია”. ზურაბიშვილი ჯო უილსონს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „მადლობა, რომ მხარს უჭერთ ქართველი ხალხის შეურყეველ ნებასა და სწრაფვას აღადგინონ ევრო-ატლანტიკური გზა ერთადერთი ცნობილი პოლიტიკური და დემოკრატიული საშუალებით: ახალი არჩევნებით!“ […]

„მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, სანქციები დაუწესოს ივანიშვილს, კალაძეს და კობახიძეს“ – სენატორი როჯერ უიკერი

„ვიტყოდი, რომ აშშ-მა უფრო გაბედული და დროული გადაწყვეტილება უნდა აჩვენოს. ასეთ დროს ნახევარი ზომები მცდარი „მესიჯია“. მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს. საქართველო არის თავისუფლების მოყვარული ხალხის სახლი. ისინი ოდესღაც რუსეთის გავლენის ქვეშ იყვნენ, მაგრამ ახლა წარსულში დაბრუნება არ სურთ”, – ამბობს უიკერი.

თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?

„თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?“- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ იუთუბ არხზე „დილის პოლიტიკურ live“-ში განაცხადა. იაგო ხვიჩია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს, მათ შორის, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სანქციების საკითხსაც ეხება. „წარმოიდგინეთ რომელი გაგიყვანთ დემოკრატიულ მომავალში- გვარამია? ხაზარაძე? გახარია? ის […]

„მოსახლეობის 60%-ს ძილი აკლია“ – კარლოს ეგეა, ძილის საკითხების ექსპერტი

ძილის ნაკლებობა აუარესებს ჯანმრთელობას, პირად ურთიერთობებს, ემოციურ მდგომარეობას და პროდუქტიულობას. დოქტორ ეგეას განმარტებით, „ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძილის საათების საერთო რაოდენობაზეა დამოკიდებული“. ძილის დარღვევების მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში გაორმაგდა და მათი თავიდან ასაცილებლად, მილიონობით ადამიანი მედიკამენტებს მიმართავს. ბენზოდიაზეპინების, როგორც ანქსიოლიტიკის და ანტიდეპრესანტის მოხმარების მასშტაბით, ესპანეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში. „ძილი სუპერძალას ჰგავს და ჩვენ მას ვკარგავთ“, […]

„საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია“ – ჯო უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი და მეგობარი აქტის ავტორი, ჯო უილსონი X-ზე წერს: „კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკურ კრიზისში ის ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური ლიდერია ქვეყანაში და ვეთანხმები მას – საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მას წარმოადგენს.“

ჯო უილსონი: ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილს – წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია

კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკურ კრიზისში ის ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური ლიდერია ქვეყანაში და ვეთანხმები მას – საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი საშუალება ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მას წარმოადგენს.

სენატორი ვიკერი: მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, ოცნების ლიდერებს სანქციები დაუწესოს

რესპუბლიკელი სენატორი, როჯერ ვიკერი ბაიდენის ადმინისტრაციას, მოუწოდებს, რომ ოცნების ლიდერებს, ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესოს. ვიკერის კომენტარს ჰელსინკის კომისია X-ზე ავრცელებს. “ვფიქრობ, აშშ-მა უფრო გაბედული და დროული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ასეთ დროს არასაკმარისი ზომები არასწორი მესიჯია. მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს. საქართველო თავისუფლების მოყვარული […]

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე – კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ვეთანხმები მას – საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია

ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც უილსონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება იმაში, რომ „საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია“. „კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. პოლიტიკური კრიზისის ამ მომენტში ის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. […]

სენატორი როჯერ უიკერი – მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაასანქციროს “ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე

მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაასანქციროს “ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე, – ამის შესახებ სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) განაცხადა. „ვიტყოდი, რომ აშშ-მა უფრო გაბედული და დროული გადაწყვეტილება უნდა აჩვენოს. ასეთ დროს ნახევარი ზომები მცდარი „მესიჯია“. ასე რომ, მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ დაასანქციროს „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, […]