საქართველოს ნაკრები მზადებას ერთი ფეხბურთელის გარეშე განაგრძობს – ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა

3 სექტემბერს, შეკრების მეორე დღეს ვილი საინოლის გუნდმა საგურამოში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილის აკლდა, რომელიც გუნდს 4 სექტემბერს შეუერთდება. ერთა ლიგისთვის მზადების და ეროვნულ ნაკრებში არსებული განწყობის შესახებ კომენტარი ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა. ბუდუ ზივზივაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „როგორც ყოველთვის, ნაკრებში ყოველთვის შესანიშნავი განწყობაა. პირველად შევიკრიბეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. განწყობა […]

“მოდი, დავიცადოთ და ვნახოთ, არჩევნები როგორ დასრულდება” – ინვესტორების განწყობები ენერგეტიკაში

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძის ინფორმაციით, ახალი ინვესტორები საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირებით დაინტერესებულები არიან, მაგრამ ურჩევნიათ არჩევნების შედეგებს დაელოდონ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიზნესმენების საინვესტიციო აქტივობაზე „რუსული კანონის“ გავლენას შეეხებოდა. მაია მელიქიძე ამბობს, რომ ინვესტორებს აქვთ კონკრეტული კითხვები და ითხოვენ კონკრეტულ პასუხებს. – […]

ინწრის ხეობაში ტურისტი დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრის ხეობაში, ტურისტი დაიღუპა. მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, თამარ ბელქანია წერს, რომ „შენთხვევა ჩანჩქერიდან 800 მეტრში მოხდა, გოგონას ფეხი აუსრიალდა და კლდეზე გადაიჩეხა“. ბელქანიას ცნობითვე, გარდაცვლილი პოლონეთის მოქალაქეა. შს სამინისტროს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

ჯგუფები, რომლებიც კოვიდის დროს შშმ პირებს ეხმარებოდნენ – EU-ს პროექტი

2020 წელს, როდესაც მსოფლიოს და საქართველოს კოვიდ-პანდემიასთან მოუწია ბრძოლა, შშმ პირების ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა – განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც შესაბამისი, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი. სწორედ ამ წელს, ევროკავშირმა საქართველოს ხუთ რეგიონში – აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში დააფინანსა მობილური ჯგუფები, რომელთა საქმიანობაც შშმ პირებისთვის დახმარების გაწევა იყო. ჯამში, ხუთი […]

8 უხეში შეცდომა, რომელსაც სახლის დალაგებისას უშვებ – როგორ უნდა იპოვნო პროფესიონალი?

8 უხეში შეცდომა, რომელსაც სახლის დალაგებისას უშვებ – როგორ უნდა იპოვნო პროფესიონალი? გიყვარს სახლის დალაგება? სადარბაზოს? ავტოფარეხის? სხვენის? რემონტის შემდგომ ფართის? ახლა გაიფიქრებ, რატომ უნდა გიყვარდეს მტვერი – არა, მტვრის შესაგროვებლად არ ვალაგებთ, პირიქით, სისუფთავისთვის ვალაგებთ და არის ვინმე ვისაც სისუფთავე არ უყვარს? არის ვინმე, ვისაც სისუფთავე არ უყვარს და თან ამას ხმამაღლაც იტყვის? მე […]

ბორჯომის ტყეში ხანძარია

ბორჯომის ტყეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ამ დროისთვის, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების განმარტებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები თბილისიდანაც მიემართებიან.

Turkish Airlines ფლოტს აფართოებს

ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) წარმატებით დაასრულა ორი ახალი Airbus A350 თვითმფრინავის დაფინანსება შვეიცარიულ ფრანკში, გააფართოვა ფლოტი და გააძლიერა ფინანსური სტრატეგია. გარიგება გაფორმდა KfW IPEჺX-Bank-თან ევროპული საექსპორტო საკრედიტო სააგენტოების გარანტიით. ავიაკომპანია, რომელიც ცნობილია თავისი ფართო საერთაშორისო მარშრუტებით, აგრძელებს ფლოტის აქტიურ გაფართოებას ახალი თვითმფრინავებით, ნათქვამია THY Press Consultancy-ის განცხადებაში. ორი ერთეული Airbus A350, რომლებიც ავიაკომპანიის ფლოტში აგვისტოდან […]

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდნის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ინწრას ხეობაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტურისტის ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ – თქვენ მოგაქვთ ბოროტება და დაპირისპირება, ჩვენ მოგვაქვს სიკეთე და გაერთიანება – „ოცნება“ უნდა გავუშვათ მოუსავლეთში

თქვენ მოგაქვთ ბოროტება და დაპირისპირება, ჩვენ მოგვაქვს სიკეთე და გაერთიანება. 41-ს თუ ხაზავ, ბოროტებასა და სიძულვილის ენას აძლევ ხმას. თუ 5 ნომერს ხაზავ, გაერთიანებას აძლევ ხმას , – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძე საუბრისას, ასევე, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ „ოცნებამ“ კორუმპირებული სისტემა შექმნა. „აბა, თქვენ გქონდეთ […]

გაეროს ექსპერტები “განგაშს” აცხადებენ იმის გამო, რომ ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა აგვისტოს თვეში 93-ს მიაღწია

2 სექტემბერს გაეროს უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ირანში, აგვისტოში, სიკვდილით დასაჯეს სულ ცოტა, 93 ადამიანი, რამაც წელიწადში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა და ის ახლა 400-ზე მეტს შეადგენს. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) უწყებამ “განგაში” გამოხატა ერთ თვეში სიკვდილით დასჯილთა საერთო რაოდენობის გამო – ივლისში ეს რაოდენობა 45-ს შეადგენდა – და მოუწოდა ირანს, დაუყოვნებლივ […]