„ეს საწვავს დაახლოებით 1 ლარით გააძვირებს“ – მთავრობამ იმპორტიორებს შესაძლოა, საწვავის მარაგების შექმნა დაავალდებულოს

მთავრობამ ნავთობის იმპორტიორებს შესაძლოა საწვავის მარაგების შექმნა დაავალდებულოს. ამას ქვეყანაში „ნავთობპროდუქტების სავალდებულო მარაგების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტი პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განსახილველ კანონპროექტთა ნუსხაშია შეტანილი. დოკუმენტს უკვე იცნობს კერძო სექტორი და საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელიც მათ საწვავის რამდენიმეთვიანი რეზერვების შექმნას ავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ საჯარო არ არის, თუმცა როგორც პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე კანონპროექტის […]
ბორჯომის ტყეში ხანძარია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები. უწყებაში, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ, რა მასშტაბის ხანძარია ბორჯომის ტყეში.
ევროკავშირმა გააფრთხილა სერბეთი პუტინთან მოახლოებული შეხვედრის გამო

ევროკავშირის ლიდერებმა გააფრთხილეს სერბეთი, რომ მოსკოვთან კავშირების შენარჩუნება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს, შეუთავსებელია ევროპული ბლოკის ფასეულობებთან და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან. ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის გაფრთხილება მოჰყვა გამოცხადებას, რომ სერბეთის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრ ვულინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ამ კვირაში, ვლადივოსტოკში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრას აპირებს. Პუტინის ადმინისტრაციის ცნობით, ის 4 სექტემბერს შეხვდება ვულინს და იმავე […]
სოფო ჯაფარიძე – ჩვენ გპირდებით უსაფრთხო გარემოს, ღირსეულ ქვეყანას, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჩქარებული ტემპით შევა ევროკავშირსა და ნატოში

ჩვენ გპირდებით ისეთ ქვეყანას, სადაც დილას დედას, რომელიც შვილს აცილებს სკოლაში, არ მოუწევს ფიქრი, მისი შვილი დარჩება თუ არა მშიერი, ჩვენ გპირდებით უსაფრთხო გარემოს, ღირსეულ ქვეყანას, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჩქარებული ტემპით შევა ევროკავშირში და ნატოში. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ერთიანობით, იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აუცილებლად […]
წელს, ძალიან კარგი მოსავალი გვექნება – “ავთანდილის მეღვინეობა”

წელს, ძალიან კარგი რთველი და მოსავალი გვექნება, – ამის შესახებ BM.GE-სთან კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარე „ავთანდილის მეღვინეობის“ დამფუძნებელმა ავთანდილ ირომაშვილმა განაცხადა. “ყველაზე კარგი სეზონი გვქონდა ბოლო, 10 წლის განმავლობაში. შესაბამისად, საუკეთესო ღვინოებს უნდა ველოდოთ. საუკეთესო ღვინო ყურძნის მტევნიდან იწყება. ამიტომ, წელს გადავწყვიტეთ, რომ წარმოება 40%-ით გაგვეზარდა. ყველა ჯიში რა სახეობის ღვინოსაც ვაწარმოებთ, არ გვაქვს. შესაბამისად, […]
Nokia-მ ამერიკულ AT&T-თან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ფინურმა სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელმა Nokia Corp.–მა გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი ამერიკულ კომუნიკაციების ოპერატორ AT&T Inc.–თან. Nokia-ს განცხადებით, კონტრაქტი ითვალისწინებს მისი ტექნოლოგიების გამოყენებას AT&T-ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. interfax
აგენტად დარეგისტრირებაზე ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“ უარს ამბობს

არასამთავრობო ორგანიზაცია, „დემოკრატ მესხთა კავშირი“, აგრეთვე უარს ამბობს რუსული კანონის რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციაზე და ამგვარად, საკუთარი თავის „უცხოეთის ინტერესების გამტარად“ გამოცხადებაზე. 3 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ვინც ფიქრობს რომ ყველა იმ რეგიონისთვის კარგი საქმის გამო, რაშიც პირადად ჩვენი საუკეთესო წლები გავლიეთ, აგენტები ვართ, ვეუბნებით, რომ აგენტი მამაშენია. 26 წლის განმავლობაში, ჩვენთვის დემოკრატ მესხთა კავშირი იყო […]
მილერი: “ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონის აღსრულება”

“საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ამერიკის ხმის” დასმულ კითხვაზე პასუხად. მილერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის მთავრობაში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონით გამოწვეულ შეშფოთებას. იუსტიციის სამინისტროს […]
მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს

აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შესახებ ერთობლივი საწარმო დააარსეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი აცხადებს. „აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შექმნის თაობაზე ბუქარესტის შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა – მივედით ერთობლივი საწარმოს შექმნამდე. შევთანხმდით, რომ ენერგეტიკული კომპანიის JV-Green Energy Corridor-ის ხელმძღვანელობა, როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, […]
„ნოემბრისთვის ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი $76 დოლარის ნიშნულს უახლოვდება“

ნავთობის ფასები ვარდნას განაგრძობს OPEC+-ის მიერ ოქტომბრიდან წარმოების გაზრდის გეგმების ფონზე, რაც ჩინეთში, როგორც ყველაზე დიდ შემსყიდველში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და მოთხოვნის კლებას უკავშირდება. ინფორმაციას tbc capital-ი ავრცელებს. „ნოემბრისთვის, ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი $76 დოლარის ნიშნულს უახლოვდება, შაბათ-კვირის განმავლობაში 2%-ზე მეტი დანაკარგის დაფიქსირების შემდეგ, ხოლო ტეხასური სინჯის შავი ოქროს ფასი $73-ის გარშემო მერყეობს. კარტელი […]