გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე, აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ძველი ქანდა, ნიჩბისი, შიომღვიმის ტერიტორია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთაში არმაზის ქუჩაზე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

iTrade.ge – რა გეგმები აქვს სტარტაპს, რომელიც ბიზნესებს შორის კომუნიკაციას ამარტივებს

iTrade.ge არის პლატფორმა, რომელიც ბაზარზე 7 თვეა გამოჩნდა. ის ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათ შორის ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. მათ შორის, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებსა და ტენდერებს. გვინდოდა ისეთი ბიზნესი შეგვექმნა, რომელიც ბიზნესებს ერთიან სივრცეში მოუყრიდა თავს და ნებისმიერი ფორმით მათ შორის კომუნიკაციას გაამარტივებდა, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანია iTrade.ge-ის დამფუძნებელმა, გუჯა პარუნაშვილმა განაცხადა. […]

„ჰამასი“ – ისრაელმა აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უნდა მიიღოს, ახალი წინადადება საჭირო არ არის

დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი წინადადებები საჭირო არ არის და ისრაელი უნდა აიძულონ, დაეთანხმოს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გეგმას, რომელიც „ჰამასმა“ უკვე მიიღო. „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმებას შლის, დაჟინებით აცხადებს რა, რომ ისრაელი ფილადელფის დერეფანს არ დატოვებს. „ნუ გაებმებით ნეთანიაჰუს ხაფანგში ხაფანგში, ის იყენებს მოლაპარაკებებს […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკის ოპერაციის ყველა განსაზღვრული ამოცანის რეალიზება ხდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კურსკის ოპერაციის ყველა დასახული მიზნის რეალიზება ხდება. „დღეს იყო მეთაურ სირსკის მოხსენება, როგორც ყოველდღე, ფრონტის თითოეული ნაწილისთვის, კონკრეტულად პოკროვსკის, ტორეცკის და კურახოვსკის მიმართულებისთვის. ცალკე – ოპერაცია კურსკის ოლქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კურსკის ოპერაციის აბსოლუტურად ყველა განსაზღვრული ამოცანა რეალიზდება. მადლობა ამისთვის თითოეულ ჯარისკაცს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ […]

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ნოვოროსიისკზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე უეკიპაჟო კატარებით შეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა. „მიმდინარეობს უეკიპაჟო კატარებით თავდასხმის მოგერიება“, – აღნიშნა მერმა. მანამდე კრავჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქში საზღვაო დრონებით თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

ანატოლი ანტონოვი – რუსეთი აშშ-ის საშინაო საქმეებში არასდროს ჩარეულა

რუსეთს არასოდეს დაუშვია შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში ჩარევა და არ აპირებს ამის გაკეთებას, მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს რუსეთის საინფორმაციო სტრუქტურების მიმართ, – ასე ეხმაურება აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი აშშ-ის მიერ ტელეარხ RT-ის ხელმძღვანელობისთვის სანქციების დაწესებას. „ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს ის. არასდროს ჩავრეულვართ შეერთებული შტატების საშინაო […]

,,ვეკითხები სააკაშვილს, ჩაიგდო ხელში ეს ტელევიზია საუკუნის თაღლითმა ნიკა გვარამიამ“ – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი: ,,12 წელია ლეიბორისტული პარტიის ხსენება ივანიშვილმა აიკრძალა ტელეკომპანია იმედზე.ამას ძნელად მაგრამ მაინც მივეჩვიეთ.აი უკვე სამი წელია ბიძინასივე მეთოდით აიკრძალა ე.წ —მთავარ არხზე— ლეიბორისტების ხსენება,ეს ჩვენთვის ნამდვილად რჩება გამოცანად. მინდა საჯაროდ ვკითხო ექს–პრეზიდენტ სააკაშვილს—–როგორ ჩაიგდო ხელში ეს ტელევიზია საუკუნის თაღლითმა ნიკა გვარამიამ,რომელიც ჩვენი დაკეტვით ბიძინას ევაჭრება ქვეყნის ბედის კვლავ გამრუდებაზე. ყველაფერს […]

ირაკლი ნადირაძე გაათავისუფლეს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც ნადირაძემ გათავისუფულების შემდეგ განაცხადა, მათ ჰგონიათ, რომ მუქარით, ძალადობით და დაკავებებით ვინმეს შეაშინებენ, “პირიქით – ერთიასად გვიმაღლდება მოტივაცია, რომ კრიმინალური ხელისუფლება დავამარცხოთ, რადგან ხალხის წინაშე მდგარ პრობლემებთან ბრძოლის ნაცვლად, ებრძვიან განსხვავებულ აზრს”. “იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ებრძოდეს გაჭირვებას, სიღარიბეს, უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს, პოლიტიკური დევნით […]

,, ეს დაუსჯელობის სინდრომი აშკარად რყვნის საზოგადოებას” – სოსო მანჯავიძე

საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე: ,,როდესაც ადამიანებს, თანამდებობის პირებს და მათი ოჯახის წევრებს მიზანმიმართულად, პოლიტიკური შეკვეთით, საჯაროდ, წინასწარგანზრახვით და ტელევიზიების ხელშეწყობით აყენებენ შეურაცხყოფას, ამყოფებენ საინფორმაციო ტერორში და ამაზე სახელმწიფო არ რეაგირებს, საკანონმდებლო ორგანო არ იღებს კანონებს და მეტიც-არ თვლის საჭიროდ რეაგირებას, ვაითუ დასავლელმა პარტნიორებმა ვერ გაგვიგონო-ვღებულობთ იმ საგიჟეთს, რომელიც გვაქვს. საოცრებაა-შეურაცხმყოფელი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ხოლო ის, […]

,, მამული ცუდი სიტყვაა? ღვინის სამშობლო ხარ!” – გოგა ჩანადირი –

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი: ,,სასაცილო მგონია ამ შატოების დარქმევა საკუთარი კარმიდამოსთვის, სადაც ჰა, ჰა, 5 ქვევრი აქვთ. ამასთანავე, უბედურება მგონია საკუთარი კულტურის უგულებელყოფის ხარჯზე უცხოსკენ წაპოტინება. მამული ცუდი სიტყვაა? ღვინის სამშობლო ხარ!”