საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,7%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპასა და რეგიონში – ირაკლი კობახიძე

სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების მოზიდვა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარება – ყველა მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრამული წინადადებები შეთავაზებული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მმართველმა გუნდმა ეკონომიკის მიმართულებით ახალი ინიციატივები შესთავაზოს საზოგადოებას, რაც „ქართული ოცნების“ პროგრამის შემადგენელი ნაწილიც იქნება. […]

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გვექნება პირველ ოქტომბერს – ირაკლი კობახიძე

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გვექნება პირველ ოქტომბერს და დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას მთელ იმ გეგმას, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან შემდეგი 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების დღის წესრიგში მუდმივად არის მომავალთან დაკავშირებული შეთავაზებები. „როდესაც, მაგალითად, იმართება მთავრობის სხდომა, პრაქტიკულად, ყველა სხდომაზე ჟღერდება ახალი ინიციატივები, […]

Accor-ი თბილისში კიდევ ერთ სასტუმროს Ibis Tbilisi Ortachala-ს სექტემბრის ბოლომდე გახსნის – ვის ეკუთვნის ტერიტორია?

საერთაშორისო ფრანგული ბრენდის Accor-ის ჯგუფის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება. ორთაჭალაში, გულუას ქუჩა ნომერ 22-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მფლობელი „არქი ჰოთელსია“, რომელიც სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს, ხოლო მმართველი კომპანია „არქის“ ჰოლდინგში შემავალი HPM-ია. პროექტის მიხედვით, მიწის ფართობი 703 კვ.მ-ია, სასტუმრო 17 მიწისზედა სართულისგან და 157 ნომრისგან შედგება. „კომპლექსში დაპროექტებულია რესტორანი, ოფისები, სასწავლო […]

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა ბიუროს და USAID-ის ხელმძღვანელობას შეხვდნენ

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა ბიუროს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელობას შეხვდნენ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მოლოდინს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობის შემდგომი […]

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა – ვინ როგორ ფორმაშია…

“ერთა ლიგის” სტარტი მოახლოვდა. ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან ჩატარებული მატჩის, გამოძახებული ფეხბურთელების, სათამაშო ფორმისა და მომავალი ტაქტიკის გათვალისწინებით, იმავე გუნდთან ვილი სანიოლისგან ძირითად შემადგენლობაში 4 ცვლილებას ველით. გიორგი მამარდაშვილმა ჰამბურგში ჩატარებულ შეხვედრაში პირველივე წუთებიდან “იფრინა”. ის კარგ ფორმაშია და იმას ვისურვებთ, ახლა ნაკლები საქმე ჰქონდეს. გერმანულ დაპირისპირებაში საბა კვირკველია თამაშობდა, შემდეგ კი სანაკრებო დებიუტი გიორგი გველესიანს […]

Volvo Cars-მა უარი თქვა 2030 წლისთვის სრულად ელექტრომობილებზე გადასვლის იდეაზე

შვედურმა ავტომობილების მწარმოებელმა Volvo Cars-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვერ მიაღწევს მიზანს 2030 წლისთვის სრულად ელექტრომობილებზე გადასვლის შესახებ, მათ შორის დამუხტვის ინფრასტრუქტურის ნელი გავრცელების და ზოგიერთ ბაზარზე სამთავრობო სტიმულების გაუქმების გამო. „თუმცა Volvo Cars შეინარჩუნებს თავის პოზიციას, როგორც ინდუსტრიის ლიდერის ელექტრიფიკაციაში, კომპანიამ ახლა გადაწყვიტა შეცვალოს თავისი ელექტრიფიკაციის ამბიციები ბაზრის პირობებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების ცვლილების გამო“ – […]

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე, TKT.ge-ზე დაიწყება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს ნაკრების და „მილანის“ ლეგენდები შეხვდებიან.

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 5 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაზალეთის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა […]

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, 2 პირის გარდაცვალების გარდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე გუშინ მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, 2 პირის გარდაცვალების გარდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულების რაოდენობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არ აკონკრეტებენ, თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ცენტრში განუცხადეს, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. როგორც სააგენტომ გაარკვია, 2 დაშავებული თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, რაც „ინტერპრესნიუსს“ თავად კლინიკაში დაუდასტურეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ საქმე პერსონალურ ინფორმაციას ეხება, […]

რუსები უკრაინას ათობით დრონით დაესხნენ თავს, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, საჰაერო განგაში შვიდ საათზე მეტია გრძელდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. დარჩით თავშესაფრებში! დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო თავდასხმის განგაშია“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის ათობით დრონით დაესხნენ თავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, […]