მედია – ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პირადად დაესწროს გერმანიაში დაგეგმილ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრას და პარტნიორებს იარაღის მიწოდება თავად სთხოვოს

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პირადად დაესწროს გერმანიაში დაგეგმილ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრას და პარტნიორებს იარაღის მიწოდება თავად სთხოვოს, – ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცლებს. გამოცემის ცნობით, ბერლინში აცხადებენ, რომ უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ვიზიტით ზელენსკის სურს ნათლად გამოკვეთოს არსებული ვითარების სერიოზულობა. გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს სურს, მოითხოვოს ახალი იარაღის მიწოდება ქვეყნის არმიისთვის, განსაკუთრებით […]

“ერთ ღამეში ნახევარი მილიონი ნახვა” – ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო დიდ მოწონებას იმსახურებს – Marao

“ზოგი ისე ხდება 100 წლის, სიბერის შიში არ იცის, რა არის, ზოგი კი ამ უაზრო ფიქრის აკვიატებას ძალიან ახალგაზრდა იწყებს. მე 37 წლის ვიყავი, როცა პირველად შემეშინდა ასაკის. ახლა, ამ გადასახედიდან, კი მეცინება, მაგრამ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი დასრულებული იყო. ახლა მგონია, რომ სინამდვილეში ყველაფერი წინაა. რაც არ უნდა შეგაშინოთ წლებმა და რამდენი წლისაც […]

“ყოველ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის გადასარჩენად…” – 18 წლის გიორგი ქარდავას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

22 აგვისტოს უბედური შემთხვევის შედეგად მან ხერხემლის კისრის მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. საქართველოში გიორგის ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია, სამწუხაროდ ოპერაციის შემდგომი მკურნალობა საქართველოში არ ტარდება. გიორგი ამ დრომდე არის მართვით სუნთქვაზე, ტრამვის შემდგომი გართულებებია: • ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი; • სუნთქვის მწვავე უკმარისობა; • მწვავე ბრონქიტი. ბავშვი სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში პოსტოპერაციული მკურნალობა, ყოველ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის […]

“ჩვენც გვინდა, რომ ახლა 9 ქულა გვქონდეს, მაგრამ პანიკა საჭირო არაა” – “მილანმა” ფონსეკას ნდობა გამოუცხადა

“მილანის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯო ფურლანიმ გუნდის მთავარ მწვრთნელ პაულო ფონსეკას სრული ნდობა გამოუცხადა. “ფონსეკასა და მის სამწვრთნელო შტაბს ვენდობით. სეზონის წინა მოსამზადებელ პერიოდში, მათი გაწეული სამუშაო ძალიან მოგვეწონა. ჩვენც გვინდა, რომ ეხლა 9 ქულა გვქონდეს, მაგრამ პანიკაში არ ვართ”, – ციტირებს ფურლანის ფაბრიციო რომანო. ინფორმაციისთვის, სერია A-ს საწყისი 3 ტურის შემდეგ “მილანს” მხოლოდ 2 ქულა […]

ველიზე მოულოდნელი ფასდაკლებები დაიწყო

ზაფხულის დასრულებასთან ერთად ყველა თავის ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება: სახლს, სამსახურს, სწავლას, ვარჯიშს, თავის მოვლის რუტინას და ა.შ. ველი ახალი კამპანიით მომხმარებლებს ამ ახალ ეტაპზე გადასვლას ყველაზე მოულოდნელი შეთავაზებებითა და სრულყოფილი სერვისით უმსუბუქებს.

გივი მიქანაძე – „სამართლიანმა არჩევნებმა“ საზოგადოებას აბსურდული და უსაფუძვლო შეფასებები წარუდგინა თავის არაოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში

„ქართული ოცნება“ „სამართლიანი არჩევნების“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს „სრულიად აბსურდულსა და უსაფუძვლოს“ უწოდებს. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში ქვეყანაში არსებულ ძლიერ პოლარიზაციაზეა საუბარი, თუმცა, „არაფერია ნათქვამი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ ღიად წარმოებულ ცრუ კამპანიაზე, რომელიც სწორედ საზოგადოების […]

ირაკლი ქარსელაძე – ოზურგეთს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტის ახალი საჩოგბურთო კომპლექსი

ოზურგეთს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტის ახალი საჩოგბურთო კომპლექსი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ოზურგეთის ახალი საჩოგბურთო კომპლექსის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გეგმაზომიერად განვითარდა – კომპლექსის მშენებლობასთან ერთად, მოეწყო გზა, სანიაღვრე სისტემები და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურა. „ჩოგბურთის ახალი კორტები აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას პასუხობს და თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც პროფესიონალი […]

გივი მიქანაძე – ტენდენციური და მიზანმიმართული დისკრედიტაციის შემცველია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში ასახული ინფორმაცია მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საარჩევნო მიზნით

ტენდენციური და მიზანმიმართული დისკრედიტაციის შემცველია ანგარიშში ასახული ინფორმაცია მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საარჩევნო მიზნით, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატების აქტივობის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში გაყვანა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ანგარიშის […]

გივი მიქანაძე ISFED-ის ანგარიშზე – ბეშუმობაზე, ახლად დაქორწინებული წყვილისთვის ბეჭდის სიმბოლურად გადაცემის ტრადიციის, როგორც საარჩევნო მოსყიდვის აღნიშნვა კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, რამდენად აცდენილია ადეკვატურობას ამგვარი ანგარიშები

„სამართლიანი არჩევნები“ აკრიტიკებს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მიღებულ ცვლილებებს, ცესკო-ს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა, „სამართლიანი არჩევნები“ არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ რამდენიმე პარტია საბოტაჟს უწევდა ცესკო-ს საქმიანობას, რის გამოც რისკის ქვეშ დგებოდა მთლიანად საარჩევნო პროცესის პროცედურული ჩარჩოს შექმნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის […]

გივი მიქანაძე – ISFED-ი შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი გუნდის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ყველა ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, გათვალისწინებულია პარტიების აკრძალვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე, „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ შეშფოთებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობები კრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს. მისივე თქმით, სიცრუეა ანგარიშის ის ნაწილიც, სადაც საუბარია, რომ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა ცალკეული ძალადობის შემცველი ქმედებების გამოსაძიებლად. „სამართლიანი […]