ადვოკატის თქმით, ირაკლი ეძგვერაძე პოლიციელებმა სცემეს

ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, თბილისის საკრებულოს დეპუტატი პოლიციელებმა სცემეს. ადვოკატი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიონ პოლიციელების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო შემთხვევა. გარდა ამისა, ტყეშელაძე სახალხო დამცველს მოუწოდებს პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე. ეძგვერაძის ადვოკატი საუბრობს მისი დაკავების პროცედურულ დარღვევებზეც. “მე ირაკლი [ეძგვერაძე] მოვინახულე. მას ეტყობა სხეულზე სისხლნაჟღენთები. მას ეტყობა, ასევე, კისრის […]

ირაკლი ნადირაძე – ირაკლი ეძგვერაძის დაკავება ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელი შეგვეშალოს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მათი პარტიის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დააშინონ განსხვავებული აზრის ადამიანები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები. მისი თქმით, ყველა მსგავსი მცდელობა ოპოზიციას აძლევს მოტივაციას კიდევ უფრო მეტად ებრძოლონ ავტოკრატიულ რეჟიმს. „მე დამირეკეს და მითხრეს, რომ ირაკლი ეძგვერაძესთან მობილიზებული იყო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც არ იყვნენ პოლიციის ფორმაში […]

დავით მათიკაშვილი – რადიკალიზმი პირდაპირი მნიშვნელობით ღუპავს ადამიანს, თვალებზე გადაფარებული „ნაცური“ ბინდი საკუთარ არასრულწლოვან შვილებსაც არაფრად აგდებინებს, ხელს ყველაფერზე აწერინებს და ყველაფერს აკადრებინებს

რადიკალიზმი პირდაპირი მნიშვნელობით ღუპავს ადამიანს, თვალებზე გადაფარებული „ნაცური“ ბინდი საკუთარ არასრულწლოვან შვილებსაც არაფრად აგდებინებს, ხელს ყველაფერზე აწერინებს და ყველაფერს აკადრებინებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მათიკაშვილი მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც მოქალაქემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, „რადიკალებს და მათ მხარდამჭერებს „რიგით აღშფოთებულ“ მოქალაქეებად შენიღბვა მაინც […]

ბელარუსი არ აზუსტებს რომელი ქვეყნის დრონები გაანადგურეს მათ საჰაერო სივრცეში

ბელარუსი ადასტურებს, მანამდე მონიტორინგის ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, მათ საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენისა და მათი განადგურების შესახებ. „5 სექტემბერს ღამით დაფიქსირდა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატების მიერ “ – ნათქვამია საჰაერო თავდაცვის ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის განცხადებაში. საინფორმაციო სააგენტო ბელტას ობიექტების განადგურების შესახებ […]

მამარდაშვილი მეკარეთა „ოქროს ბურთის“ ნომინანტია

გიორგი მამარდაშვილის მორიგი აღიარება – საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარე Yashin Trophy 2024-ის, ანუ საუკეთესო მეკარისთვის დაწესებული „ოქროს ბურთის“ ნომინანტია, – ინფორმაციას გამოცემა goal.com ავრცელებს. „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ერთ მეკარეს აქვს მოპოვებული – 1963 წელს ლევ იაშინს. იმის უზრუნველსაყოფად, რომ პარიზში ყოველწლიურ ცერემონიებზე მეტი მეკარე იყოს აღიარებული, France Football-მა გამოცემამ 2019 წელს წარადგინა Yashin Trophy, […]

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 450-მა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს და ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა სარჩელის წარმატება. „ვფიქრობ, არავითარი პერსპექტივა ამ სარჩელს არც მანამდე ჰქონდა და ახლა მითუმეტეს არ აქვს, ამას დაემატა ახლა უკვე „სირცხვილიას“ აღიარება, ამას დაემატა 450 […]

„სახეზეა ახალი „კარტელის“ ჩამოყალიბების ნიშნები… საავტომობილო გაზი, რომლის თვითღირებულება 1.05 თეთრს არ აღემატება, საცალო ქსელში 1.79 ლარად იყიდება“

„საავტომობილო გაზი, რომლის თვითღირებულება 1.05 თეთრს არ აღემატება, საცალო ქსელში 1.79 ლარად იყიდება“,- ამის შესახებ ეკონომისტი ნიკა შენგელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ თხევადი გაზის ბაზარზე სახეზეა ახალი „კარტელის“ ჩამოყალიბების ნიშნები. „ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევაში თხევადი გაზის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ფასების ზრდა გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, რომლის ეტაპობრივი შესწავლა […]

„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ უსაფრთხოების ინსპექტორი – დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ უსაფრთხოების ინსპექტორის, პაატა ნინუას ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისინი სარკინიგზო შემთხვევის დროს, ლიანდაგზე გეგმურ სამუშაოებს ატარებდნენ. ამასთან, განმარტა, რომ „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევას სწავლობს და შედეგებს მოგვიანებით გაასაჯაროებენ. „ჯერ მოკვლევის პროცესში ვართ, როდესაც ზუსტი […]

შალვა პაპუაშვილი – ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას – ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული “ენჯეოების” მიმართ, დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას

ხელის გულზე იდო, რომ „ნაცმოძრაობის“ და „ენჯეოების“ მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საჯარო განცხადებების მიუხედავად, რომ დონორებს გამოეჩინათ სიფრთხილე და გამიჯვნოდნენ ზიზღის და ძალადობის კამპანიას უშედეგო […]

სოფო ჯაფარიძე – იმის ნაცვლად, რომ დღეს „ქართული ოცნება“ კორუფციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს ებრძოდეს, ოპოზიციას ებრძვის – ძალაუფლების შენარჩუნებისკენ მიმართული თქვენი მცდელობები ფუჭია

იმის ნაცვლად, რომ დღეს „ქართული ოცნება“ კორუფციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს ებრძოდეს, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ებრძვის, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორთან განაცხადა. მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი სრულ აგონიაში არიან, რადგან მათ „ხალხთან მისასვლელი პირი არ აქვთ“. „იმის ნაცვლად, რომ დღეს „ქართული […]