ქართული ევროობლიგაციების ლიკვიდურობა კვლავ დაბალ დონეზეა – TBC Capital

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქართული ევროობლიგაციების ლიკვიდურობა კვლავ დაბალ დონეზეა. ამის შესახებ ვკითხულობთ TBC Capital-ის ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ამის მიუხედავად, ზღვრული ზრდა დაფიქსირდა “სს საქართველოს რკინიგზისა” და საქართველოს სამთავრობო ევროობლიგაციის ფასებში.

პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია – საქართველოში საქართველოსთვის

ყველაფერი 25 წლის წინ, ამბიციით, მკაფიო ხედვით და კონკრეტული მიზნებით დაიწყო. უკვე საუკუნის მეოთხედია, რაც პროკრედიტ ბანკი საქართველოში ევროპულ გამოცდილებას აზიარებს, ქმნის შესაძლებლობებს, ხელს უწყობს განვითარებას და მომხმარებელს მათზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს. პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია. ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე და რისკების მართვაზეა […]

განვითარებისთვის გვჭირდება ასწრაფება. სტაგნაციას წერტილი უნდა დაესვას – მაია მელიქიძე

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ქვეყანაში ელექტროენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის ტემპით კმაყოფილი არაა. „განვითარებისთვის გვჭირდება ასწრაფება. სტაგნაციას წერტილი უნდა დაესვას“, – თქვა მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას. მისივე შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების ინტერესი არსებობს, პროცესი იწყება, მაგრამ სერიოზული გამოწვევაა ბიუროკრატია. „საბოლოო წერტილამდე მისვლა ძალიან რთულია“, – ამბობს მაია მელიქიძე. […]

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა. სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების პოტენციური წარმომადგენლები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური დამკვირვებლები ესწრებოდნენ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრების მთავარი თემა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების […]

დღეს საქართველოს ნაკრები ევროს შემდეგ ახალ ეტაპს იწყებს – ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე!..

საქართველოს ნაკრები ისტორიული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად იასპარეზებს. ვილი სანიოლის გუნდი ისევ ჩეხებს შეხვდება, რომელთაც გერმანიაში ფრედ (1:1) ეთამაშა – “მიხეილ მესხზე” დღეს, 7 სექტემბერს, 20:00 საათზე. “ჯვაროსნებმა” ევროპირველობის მერვედფინალში გასვლით თავი მაღლა ასწია და ახლა მუნდიალზე ფიქრი დაიწყო. “ერთა ლიგა” ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებული ტურნირია, უკვე ორი დივიზიონით დავწინაურდით. მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაცილებით რთულია, ხსნებული […]

გამოიცნობს თუ არა კიდევ ერთხელ პენსილვანიის ნორთჰემპტონის საგრაფო არჩევნების შედეგებს?

ამერიკაში ყურადღება კვლავ ე.წ მერყევი შტატებისკენაა მიმართული, რომლებშიც ხშირად არჩევნების ბედი წყდება. ზოგჯერ ეს არათუ შტატზე, კონკრეტულ ოლქებზეც კი ხდება დამოკიდებული. ნახეთ რეპორტაჟი პენსილვანიის ერთი ოლქიდან, რომლის არჩევანიც 100 წელია საყოველთაო არჩევნების შედეგს ემთხვევა.

“ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე საუბარი გამამჟღავნებელი კომენტარი იყო”, – ო’ბრაიენი

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი ამბობს, რომ “ოცნება” რეალობას არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა მაშინ, როცა ეს ასე არ არის. ის განმარტავს, რომ ამ კანონით ერთ-ერთი ის ნაწილი ზარალდება, რომლის გარეშეც არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებულად ვერ იქნება მიჩნეული

ო’ბრაიენი: “ოცნება” უარყოფს რეალობას, ყველაფერი რიგზე არაა

“ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად. ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა”, – ასე აფასებს ბოლო დროს “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ჯეიმს ო’ბრაიენი, რომელიც მაისში თბილისშიც იმყოფებოდა, ამბობს, რომ “ოცნება” რეალობას არ აღიარებს […]

ოფიციალურად – ნიკა კვეკვესკირი “ნირედჰაზაში” გადავიდა

საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი უნგრეთის “ნირედჰაზას” ფეხბურთელი გახდა. “ნირედჰაზამ” კვეკვესკირს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. ის ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. “ვფიქრობ, გაგვიმრთლა, რომ ასეთი კარიერის მქონე ფეხბურთელი დავიმატეთ. პირველივე მოლაპარაკებისას ვიგრძენი, რომ ძალიან მოტივირებულია. ისეთი ლიგების კლუბები იწვევდნენ, სადაც ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილი იქნებოდა, მაგრამ თავისი კარიერის გამო მეტად პროფესიულ ასპექტებზე ფიქრობდა, […]