“საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა” – დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ

გუშინ, 6 სექტემბერს, ერთა ლიგის პირველ ტურში საფრანგეთი შინ იტალიასთან 1:3 დამარცხდა. “მამლების” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ, შეხვედრა კარგად დავიწყეთ, შემდეგ შეცდომები დავუშვით და ამით მეტოქემ ისარგებლა. იტალიის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია და კონტრშეტევებზე დაგვსაჯეს. პასუხისმგებლობას არასდროს გავურბოდი. მატჩამდეც ვიცოდი, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით. მეორე ტაიმში ბევრი […]

სანდრო სულაქველიძე: ფილარმონიის მართვაში აღება საინტერესო იქნებოდა, Black Sea Arena-სი – არა

Tbilisi Open Air-ის ტექნიკური დირექტორი სანდრო სულაქველიძე ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ ჩამოერთვა თბილისის ფილარმონია და Black Sea Arena კულტურის სამინისტროს, რატომ გადავიდა აქტივი მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე და რა საჭიროა ახალი სახელმწიფო კომპანიის შექმნა. „ლოგიკას ვერ ვხედავ… განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს რომელი უწყების ბალანსზე იქნება ეს აქტივი – კულტურის სამინისტროსი თუ მთავრობის ადმინისტრაციის. საბოლოო ჯამში, ხომ […]

გადამუშავებულია 30 ათას ტონამდე – წელს ქვეყანაში 300 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან

ოთარ შამუგია თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. 6 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 30 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 15 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი […]

რუსეთში, ვორონეჟის ოლქში დრონით თავდასხმის შედეგად იარაღის საწყობში ხანძარი გაჩნდა – რაიონში საგანგებო მდგომარეობაა

რუსეთში ვორონეჟის ოლქში დრონმა იარაღის საწყობზე იერიში მიიტანა. შედეგად იარაღის საწყობში გაჩნდა ხანძარი და დაიწყო დეტონაცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციით, იარაღის საწყობზე გაჩენილი ხანძრისა და დეტონაციის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს მომიჯნავე დასახლებულ პუნქტს შეაფარებენ. რაიონში შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. წინასწარი ინფორმაციით სამოქალაქო პირებს შორის დაშავებულები […]

1861 წლის 7 სექტემბერს დაიბადა ამბროსი ხელაია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, საქართველოს ეროვნული გმირი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ) ხელაია სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ აფხაზეთში მოღვაწეობდა. სასულიერო მოღვაწეობის პარალელურად, იყო სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო – სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში. ამბროსი ხელაია მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. ის […]

ალექსანდრე ლოლაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, ლუკა ჯავახიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორია

ტალინში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე 81 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ალექსანდრე ლოლაძემ, ბრინჯაო კი ლუკა ჯავახიშვილმა მოიპოვა. ალექსანდრე ლოლაძემ ფინალი აზერბაიჯანელ სპორტსმენთან დათმო, ლუკა ჯავახიშვილმა კი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სერბი სპორტსმენი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნინო ლოლაძემაც (57 კგ). ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საუკეთესო ნივთები ველისგან სტუდენტური ცხოვრების გასამარტივებლად

ზაფხულის დასასრული სტუდენტებისთვის ახალი თავგადასავლების დასაწყისია. უნივერსიტეტში დაბრუნება ნიშნავს ახალი შესაძლებლობებისა და პიროვნული ზრდის პერიოდის დაწყებას. თუმცა, ეს პროცესი ხშირად სტრესულია – ბალანსის დაცვა აკადემიურ მოვალეობებს, სოციალურ ცხოვრებასა და ასევე, შესაძლოა, მუშაობას შორის, არც ისე მარტივია. ამ გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვანია დროის ეფექტური განაწილება და რესურსების სწორი გამოყენება. ველი ასეთ დროსაც შეუცვლელი დამხმარეა, რომელსაც შეუძლია მარტივად […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რთველის მიმდინარეობას კახეთში გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 30 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 15 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. შეხვედრას კახეთის მხარეში […]

დღეისთვის, რთველის საკოორდინაციო შტაბში 340 ღვინის საწარმოა რეგისტრირებული – სამინისტრო

დღეისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე რეგისტრირებულია 340 ღვინის საწარმო, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის გადამუშავების პროცესში – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 30 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 15 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს

ნიდერლანდების ნაკრების შემტევი მემფის დეპაი კარიერას “კორინთიანსში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას O Globo ავრცელებს. წყაროს ცნობით, მემფისი ბრაზილიურ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს მიიღებს. დეპაის შეთავაზებები ევროპული კლუბებისგანაც ჰქონდა, თუმცა ყველა მათგანი იუარა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, “კორინთიანსს” “მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის, ანტონი მარსიალის დამატებაც სურს, ფრანგი ამჟამად […]