ორ თვეში საქართველოში 30-მდე მიწისძვრა აღირიცხა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულსა და შემოდგომაზე მიწისძვრის 27 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის – ორ შემთხვევაში მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვართან ახლოს გამოვლინდა. ბოლო მიწისძვრა 6 სექტემბრით არის დათარიღებული – 22:30 საათზე, ქალაქ დმანისში, 4.1 მაგნიტუდა [თბილისიდან 49 კილომეტრი]. საინფორმაციო ბაზის თანახმად, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო 3 ივნისს, 22:03 საათზე, […]

შუქრუთელების საპროტესტო აქცია 11 სექტემბრიდან თბილისში გადაინაცვლებს

შუქრუთელების უწყვეტი საპროტესტო აქცია 11 სექტემბრიდან თბილისში პარლამენტის წინ გადაინაცვლებს. ასეთი განცხადება დღეს აქციის მონაწილეებმა გააკეთეს. ოთხშაბათს 7 საათზე შუქრუთელები კომპანია “ ჯორჯია მანგანეზის “ სამუშაოებს გამო დანგრეული სახლებისთვის კომპენსაციას უკვე პარლამენტთან მოითხოვენ. აქციის 5-მა მონაწილემ პირი ამოიკერა, 6 შიმშილობს. მოშიმშილეებისთვის დღეს სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. შუქრუთის მოსახლეობა თვეებია აქციებს მართავს. ისინი ამბობენ, რომ ჯორჯიან […]

ანა წითლიძე – ზუგდიდში 560 ადამიანის სია იყო და 560-ვე გავშიფრეთ – ერთიც კი არა, ვინც „ქართული ოცნების“ წევრი არ არის – ეს დანაშაულია, რომლის სათავეშიც საოლქოს თავმჯდომარე, რომელიც დავალებებს უშუალოდ სუს-სგან იღებს

ზუგდიდში 560 ადამიანის სია იყო, შესაბამისად, 560-ვე გავშიფრეთ. ერთიც კი არ არის ადამიანი, რომელიც არაა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული, ან „ქართული ოცნების“ წევრი არ არის. ეს დანაშაულია, რომლის სათავეშიც საოლქოს თავმჯდომარე, მირანდა მესხი დგას, ის თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უშუალო დავალებებს იღებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა. […]

ბადრი ჯაფარიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრების ვიზიტზე – ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან, ჩვენი მეგობრების მიმართ, კიდევ ერთი დემარშია

ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთი დემარშია, ჩვენი მეგობრების მიმართ, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ბუნდესტაგის წევრების საქართველოში ვიზიტს. მისი შეფასებით, ბუნდესტაგის წევრები საქართველოში იმ პრობლემებზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აქვს. „ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთი დემარშია, ჩვენი მეგობრების მიმართ. ხელისუფლების მხრიდან ასეთი დემარშები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა. […]

იტალიის კულტურის მინისტრი სკანდალის გამო გადადგა

იტალიის კულტურის მინისტრი ჯენარო სანჯულიანო თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი მის მეგობარ ქალთან დაკავშირებული სკანდალი გახდა. საუბარია ინფლუენსერ მარია როზალია ბოჩაზე, რომლის დანიშვნასაც სანჯულიანო მრჩევლის პოსტზე აპირებდა. წელს ეს იტალიის კულტურის სამინისტროში მეორე გახმაურებული სკანდალია. თებერვალში მინისტრის მოადგილე ვიტორიო სგარბი ხელოვნების ნიმუშის მითვისებაში დაადანაშაულეს, რის გამოც მას პოსტის დატოვება მოუხდა.

,,გორმედის” სამედიცინო ცენტრში ონკოქირურგიული განყოფილება გაიხსნა

„გორმედის” სამედიცინო ცენტრი მოსახლეობას ონკოლოგიური მიმართულებით ბევრ სიახლეს სთავაზობს. ონკოლოგიური სერვისები მოიცავს როგორც დაავადების პრევენციას, ისე დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ამის შესახებ ინფორმაციას „გორმედი“ ავრცელებს. მათი ცნობით, დაავადების პრევენციის მიზნით კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს სკრინინგ პროგრამები – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ძუძუს კიბოს სკრინინგი, კოლორექტული კიბოს სკრინინგი. „მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისთვის ფუნქციონირებს ახალი თაობის ციფრული მამოგრაფის აპარატი, […]

“არასდროს უცხო ძალის გავლენის ქვეშ არ ვყოფილვართ” – რატომ არ დარეგისტრირდა “ელკანა” რუსული კანონის რეესტრში?

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი მარიამ ჯორჯაძე BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განმარტავს, რატომ არ დარეგისტრირდა ასოციაცია “უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის” კანონით მოთხოვნილ რეესტრში. ჯორჯაძე აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია “რუსული კანონის” რეესტრში რეგისტრირებას განიხილავდა, რათა საქმიანობა შეუფერხებლად გაეგრძელებინათ, თუმცა, საბოლოოდ, ასოციაციის თითოეულმა წევრმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში არ დარეგისტრირებულიყო. “ერთ-ერთი პირველი ვიყავი, […]

გაუტამ ადანი ინდოეთში მიკროჩიპების $10-მილიარდიან ქარხანას ააშენებს

ინდოეთის რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი, Adani Group-ის დამფუძნებელი გაუტამ ადამი მშობლიურ მხარეში მიკროჩიპების $10-მილიარდიანი ქარხნის მშენებლობას აანონსებს. ქარხანა, რომელიც მუმბაის მახლობლად, ტალოჯაში განთავსდება, ისრაელურ Tower Semiconductor-თან თანამშრომლობით აშენდება. კონკრეტულად როდის ამოქმედდება ქარხანა, დაზუსტებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ თავდაპირველად, ქარხანაში თვეში 40,000 ფირფიტა დამზადდება, მეორე ეტაპზე კი, წარმადობა გაორმაგდება. მიკროჩიპები, რომლებსაც გაუტამ ადამის ქარხანაში […]

ლევან მაჭავარიანი – თუ ბატონმა ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ იდენტობას, მაშინ მას რაღაცები არევია – ქართველმა იდენტიფიცირება თავის სულიერ თავგადასავალთან საუკუნეების წინ მოახდინა, ეს არის: მამული ენა და სარწმუნოება

თუ ბატონმა ლავროვმა, მართლა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს იდენტობას, მაშინ მას რაღაცები არევია. ჩვენ არაფერი დასაბრუნებელი არ გვაქვს, ჩვენ ჩვენი იდენტობა მოგვყვება საუკუნეების განმავლობაში. ქართველმა მოახდინა თავისი იდენტიფიცირება თავის სულიერ თავგადასავალთან, ეს არის: მამული ენა და სარწმუნოება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადების […]

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრში ოკოქირურგიული განყოფილება გაიხსნა

„გორმედის” სამედიცინო ცენტრი მოსახლეობას ონკოლოგიური მიმართულებით ბევრ სიახლეს სთავაზობს. ონკოლოგიური სერვისები მოიცავს როგორც დაავადების პრევენციას, ისე დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ამის შესახებ ინფორმაციას „გორმედი“ ავრცელებს. მათი ცნობით, დაავადების პრევენციის მიზნით კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს სკრინინგ პროგრამები – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ძუძუს კიბოს სკრინინგი, კოლორექტული კიბოს სკრინინგი. „მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისთვის ფუნქციონირებს ახალი თაობის ციფრული მამოგრაფის აპარატი, […]